x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შალვა ნათელაშვილი:კიდევ კაი წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ ეს მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ

image"კიდევ კაი, წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ ეს მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა, საერთოდ:, – ასე ეხმიანება სოციალური ქსელით “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავლას აპირებს.

image

„გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც..​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე - "კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა" სიტყვით გამოსვლისას.

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0