x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგო ბიჭთან შეხვედრაზე შიშველ სხეულზე დახატული ტანსაცმლით მივიდა, თუმცა ბიჭს ეჭვი არ შეპარვია, რომ მის წინ შიშველი გოგო იჯდა

image ცნობილი ფაქტია, რომ გოგონები და საერთოდ ქალები მაკიაჟს ხშირად ძალიან მოხერხებულად იყენებენ და ძნელია მაკიაჟის მერე მათი ნამდვილი, უმაკიაჟო სახის ამოცნობა.
პრაქტიკულად მაკიაჟის შესაძლებლობები თითქმის შეუზღუდავია, თუმცა ისტორია, რომელზეც ახლა მინდა მოგითხროთ უბრალო მაკიაჟის გაკეთებას სცილდება.
გოგონებმა ძალზე ეშმაკური და ამავდროულად სახალისო მიზანი დაისახეს და განახორციელეს კიდეც.
მოდელ გოგონას, რომელიც უცნობ ბიჭს უნდა შეხვედროდა პირველად, მისმა დაქალებმა საოცარი და სახალისო იდეა შესთავაზეს.
წმინდა ვალენტინობის დღესასწაულის წინა დღეებში ჯოიმ სოციალურ ქსელში გაიცნო სიმპათიურ ბიჭი, რომელმაც ჯოი დაპატიჟა ყავის დასალევად. ახალგაზრდა მამაკაცი სულ არ ეჭვობდა, რომ მხიარულ და მოულოდნელ სიურპრიზს მოუწყობდნენ.
ჯოის სხეული მისმა მეგობარმა მხატვარმა და მისმა თანაშემწემ დაუჯერებლად რეალურად მოხატეს, ჯოის მხოლოდ ტრუსი ეცვა და მას გოგონებმა ჯინსები და ტოპი ისე დაახატეს, რეალური ტანსაცმლისაგან ვერ გაარჩევდა ვერავინ.
imageimage ჯოიმ ქურთუკი ჩაიცვა და დათქმული ადგილისაკენ გაემართა, კავალერმაც არ ალოდინა და წყვილი ერთმანეთს შეხვდა.
image როგორც კი მიუახლოვდნენ მაგიდას, სკამზე დაჯდომამდე ჯოიმ გაიხადა ქურთუკი და კავალერის წინ დაჯდა სკამზე.
image ბიჭი ვერ მიხვდა, რომ მის წინ იჯდა გოგო, რომელსაც არაფერი არ ეცვა.
image ბიჭს ძალიან მოეწონა ჯოი, მაგრამ უკვე ეჭვი შეეპარა, ხომ არ იყო გოგო ტანსაცმლის გარეშე, რაზეც ჯოიმ სიცილით უპასუხა, როგორ ფიქრობ ბიჭთან პირველ პაემანზე ტიტველი მოვიდოდი?
რამაც ბიჭს ეჭვები გაუქარწყლა.
image თუმცა სავაჭრო ცენტრში სეირნობისას ჯოის უკვე ბევრმა დაუწყო ეჭვის თვალით თვალიერება.
image ჯოის გეგმები ლამის ჩაშალეს თინეიჯერებმა, რომლებმაც იეჭვეს, რომ ჯოი შიშველი იყო და ტანსაცმელი დახატული ჰქონდა სხეულზე.
ისევ ჯოიმ იყოჩაღა და თინეიჯერებს შესთავაზა ხელი მოეკიდათ მისი ჯინსისათვის, ჯინსის შარვალი კი ტრუსზე იყო დახატული და ჯოის გეგმამ აქაც გაამართლა.
თინეიჯერებმა ჯოისთან ერთად რამდენიმე სელფიც გადაიღეს.
image პაემანი მივიდა ბოლომდე და წყვილი გასასვლელისაკენ გაემართა.
image ჯოიმ გადაწყვიტა კავალერისათვის "გაეხსნა საიდუმლო" და მასთან ერთად გავიდა ქუჩაში, სადაც წვიმდა და აქ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა.
ჯოის და მისი მეგობრების ოინბაზობა შედგა.
image ჯოი და მისი ოინის ავტორი გოგონები ერთად.
image ბიჭმა აღიარა, რომ ყველაფერს მხოლოდ ქუჩაში, წვიმაში გასვლის მერე მიხვდა და განაცხადა, რომ სულაც არაა ნაწყენი.
+16












0
1471
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1471