x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცხოველი, რომელსაც პირველად დაინახავთ ფოტოზე, თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ გიამბობთ
თქვენი ქვეცნობიერი ბევრ საიდუმლოს ინახავს. შეხედეთ ფოტოს და რომელ ცხოველსაც პირველს დაინახავთ, სწორედ ის მოგიყვებათ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ.

image

მაშ ასე, დავიწყოთ:


თუ თქვენ ფოტოზე ზებრას ხედავთ......


image

ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ აქტიური და სპონტანური ადამიანი. თქვენ გაქვთ "გადამდები" ქარიზმა, რითაც ხალხს იზიდავთ.

ადამიანებს უყვართ დროის გატარება თქვენს კამპანიაში, რადგან თქვენ კარგად იცით, რა არის გართობა. თქვენ ხართ ყველა კამპანიის სული და გული!

თუმცა, არსებობს ერთი პატარა "მაგრამ". იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ხართ ასეთი აქტიური და სპონტანურობის მოყვარული, მუდმივად გჭირდებათ ყოველდღე ახალი. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესია გეწყებათ.


თუ თქვენ ფოტოზე კატა დაინახეთ....


image

თქვენ ინტროვერტი ადამიანი ხართ. ყურადღება მხოლოდ მაშინ გიყვართ, როცა ის ნამდვილად გჭირდებათ. სხვა შემთხვევაში ცდილობთ ზედმეტი ყურადღება თავიდან აირიდოთ.


თქვენ გირჩევიათ მოვლენების განვითარებას შორიდან უყუროთ. არ გიყვართ ბევრი ლაპარაკი. სწორედ ამის გამო ახალგაცნობილი ადამიანები მიიჩნევენ, რომ ხართ მორცხვი, თუმცა ეს ასე არ არის.


თქვენ არ გჭირდებათ თამაში, რადგან მოგწონთ ისეთად გამოიყურებოდეთ, როგორიც ხართ. თქვენ ხართ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ადამიანი.


თუ თქვენ იხვი დაინახეთ......


image

თქვენ ნამდვილი ოპტიმისტი ხართ! არასოდეს მისცემთ თავს სასოწარკვეთის და დამწუხრების უფლებას.


ჭიქა წყლით ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი? არც ერთი და არც მეორე, თქვენს შემთხვევაში, ის სრულებით სავსეა. თქვენ სულ დღევანდელი დღით ცხოვრობთ. გიყვართ ყველაფერ იმის გასინჯვა, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.


თქვენ ნამდვილი მოგზაური ხართ!


თუ თქვენ კოალას ხედავთ...


image

თქვენ ძალიან მშიდი და თავშეკავებული ადამიანი ხართ. თქვენ მოგწონთ ცხოვრებაში თქვენი ტემპით სიარული, თუმცა ეს მაინც არ გაქცევთ ეგოისტად!


თქვენ მზრუნველი და კეთილი ხართ. თქვენ შეგიძლიათ ადამიანების თანაგრძნობა და ნებისმიერს შეუძლია თქვენზე დაყრდნობა რთულ სიტუაციაში.

ხმაურსა და არეულობას სიმშვიდე გირჩევნიათ და ამის გამო მხიარულ და ხმაურიან საღამოს სახლში სიმშვიდეში ყოფნას ამჯობინებთ.


თქვენ თუ სპილო დაინახეთ....


image


თქვენზე ამბობენ რომ მხრებზე თავი ადგასო. თქვენთვის სულერთი არაა გარშემომყოფი ადამიანები და ის ყველაფერი, რაც თქვენს ირგვლივ ხდება.


თქვენ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გაქვთ, ხართ კეთილი და ერთგული. თქვენს გარშემომყოფებს შეუძლიათ გენდონ. თქვენ, ისე როგორც სხვა არავის, შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.


თუ თქვენ დათვს ხედავთ...


image

თქვენ ბუნებით კონსერვატორი და ბრძენი ადამიანი ხართ.თქვენ გიყვართ ტრადიციების დაცვა და ზოგჯერ ზედმეტად პედანტიც ხართ.

თქვენ გაქვთ კონკრეტული ფასეულობები და წესები, რომლებსაც ზედმიწევნით იცავთ. არ მოგწონთ როდესაც ირგვლივ ხმაურია.

თქვენ არ შეგიძლიათ სპონტანურად გადაწყვეტილებების მიღება. მთლიანობაში მხიარული ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებთ, თუმცა ძალიან საიმედო და შრომისმოყვარე ხართ. თქვენთვის ახლო ადამიანებისთვის კი ძალიან კეთილი ხართ.


თუ თქვენ ფოტოზე ჟირაფი დაინახეთ....image

თქვენ აღმერთებთ ადამიანებს და მარტივად უერთდებით ნებისმიერ კამპანიას. აღმერთებთ ადამიანებთან ურთეორთობას და ხართ სასიამოვნო თანამოსაუბრე.

გარშემომყოფები თქვენზე ფიქრობენ რომ მუდმივად კმაყოფილი და ბედნიერი ხართ. ამავე დროს თქვენ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი და ნამდვილი მეგობარი ხართ.

რაც ყველაზე მთავარია - თქვენ არასოდეს მოგდით მოსაწყენი და ნაცრისფერი იდეები და მუდმივად ცვლილებებში ხართ.


თუ თქვენ ფოტოზე ღორს ხედავთ...


image

თქვენ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. ჭკვიანი, ანალიტიკური აზროვნებით, რომელსაც პატარა დეტალიც კი არ გამოეპარება.


თქვენს თავში ათასი იდეა იბადება, თუმცა არასოდეს გყოფნით დრო მის განსახორციელებლად და სხვებისთვის გასაზიარებლად.


თქვენ ყურადღებას აქცევთ ყველაზე პატარა დეტალსაც კი და შესანიშნავი მეხსიერება გაქვთ. ყოველივე ამის გათვალსიწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეტექტივის სამსახური თქვენთვის ზედგამოჭრილია.


თუ თქვენ ფოტოზე კურდღელს ხედავთ...


image


თქვენ შემოქმედებით ადამიანი ხართ. ენერგიული და ყოველთვის ბედნიერი. იცით როგორ გააცინოთ ადამიანები. სადაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის ადვილად პოულობთ მეგობრებს.


თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ და შეიგრძნოთ გარშემომყოფებს ემოციები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. ზოგჯერ საჭიროა კარგი დასვენებაც.


თუ თქვენ ფოტოზე ლომს ხედავთ...


image

ნამდვილი ლომის მსგავსად თქვენ დაბადებიდან ლიდერი ხართ. ადვილად შეგიძლიათ ადამიანები თქვენი გავლენის ქვეშ მოაქციოთ. ეს დომინანტის თვისებები კი ზოგჯერ გარშემომყოფებისთვის დისკომფორტის გამომწვევია.


თქვენთვის არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადაჭრით. აღმერთებთ, როდესაც გეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენოთ თქვენი ცოდნა და ამით გამარჯვებას მიაღწიოთ.


თუ თქვენ ფოტოზე ბუს ხედავთ ...


image

თქვენ ანალიტიკური აზროვნება გაქვთ და გიყვართ ფიქრი. თქვენ მარტო მუშაობა გირჩევნიათ, რადგან თქვენს ირგვლივ ბევრი ადამიანი მუშაობის დროს, დისკომფორტს გიქმნით.


თქვენ ძალიან ორგანიზებული ხართ და ვერ იტანთ ქაოსს. პერფექციონისტი ხართ.რაც არ უნდა გააკეთოთ, ახერხებთ რომ ეს იყოს იდეალური და გარშემომყოფებისგანაც იგივეს ითხოვთ. თუმცა ერთი უნდა გახსოვდეთ- ნაკლოვანებები ადამიანს ცოცხალ ადამიანად აქცევს. იდეალური ადამიანები კი არ არსებობენ.


დიდი კამპანიები დიდად არ გხიბლავთ, თუმცა ადამიანებს თქვენთან დროის გატარება მოსწონთ. თქვენ ჭკვიანი ადამიანი ხართ, კარგი იუმორის გრძნობით.




0
6510
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
6510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0