x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თამარ მეფე მეილია უკვე, ეხლა ნინოს ჯერია, შემდეგი იქნება ... " - სარიშვილი პრეზიდენტის მიერ წმინდა ნინოს გზის გავლას ეხმაურება

image


ირინა სარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი 1 ივნისს წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს, აი რას სტატუსს აქვეყნებს ამასთან დაკავშირებით სარიშვილი: "თამარ მეფე მეილია უკვე, ეხლა ნინოს ჯერია. შემდეგი მეემზადება ქეთევან წამებული". შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა 1 ივნისთან დაკავშირებული განცხადება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე - "კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა" გააკეთა, საქართველოს პრეზიდენტმა თავის სიტყვით გამოსვლაში ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ევროპის როლის გაძლიერებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე ის პილიგრიმობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ 1 ივნისს ის წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს: "გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას, რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია. ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან, რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი"– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

0
250
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
250