x
image
_K_
რატომ იზიდავთ ქალებს უფროს მამაკაცებთან ურთიერთობა

imageჩვენ უკვე გაგაცანით მიზეზები, თუ რატომ იზიდავთ არც თუ ისე იშვიათად მამაკაცებს უფროს ქალებთან ურთიერთობა. ამ სტატიაში კი, საპირისპირო შემთხვევაზე გიამბობთ.


როგორც აღმოჩნდა, ბევრი ქალი ატარებს თავის ცხოვრებას უფროს მამაკაცთან. ასეთი ურთიერთობისთვის სპეციალური ტერმინიც კი შეიქმნა - მაის-დეკემბრის რომანი. რომანტიკულად ჟღერს, მაგრამ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ განსჯის ასაკით განსხვავებული წყვილების ურთიერთობას. ეს იმიტომ, რომ ისინი ვერ ხვდებიან, სულ ცოტა 10 სასიამოვნო მიზეზი მაინც არსებობს იმისა, თუ რატომ იზიდავთ ახალგაზრდა ქალბატონებს უფროსი მამაკაცები. სტატიაში სწორედ ამ მიზეზებს გაგაცნობთ.








10. ის ზრდასრული და მოწიფულია.

ცნობილი ფაქტია, რომ გოგონები ბიჭებზე ადრე მწიფდებიან. ამიტომაც არის, რომ მათი ასაკის კაცები, რომლებსაც სერიოზულ ურთიერთბამდე ჯერ კიდევ გართობა სურთ და ცხოვრებას სწავლობენ, ქალებისთვის ხშირად შესაფერისი პარტნიორები არ არიან.

ქალისთვის, რომელსაც ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების არ ეშინია და ოჯახის შექმნისთვის მზადაა, უფროსი მამაკაცი უფრო მიმზიდველი და სანდო ჩანს. ასეთმა მამაკაცებმა უზრუნველი ცხოვრება უკან მოიტოვეს და მზად არიან, ერთ პარტნიორთან გაატარონ დარჩენილი სიცოცხლე.

image








9. მან ბევრი რამ იცის.


ყველას გაგვიგია, რომ ასაკთან ერთად ადამიანი უფრო და უფრო ბრძენდება. კვლევამ დაამტკიცა, რომ უფროსი კაცი უმეტეს შემთხვევაში უფრო ჭკვიანია, ვიდრე ახალგაზრდა. რა თქმა უნდა, ეს ცხოვრებისეული გამოცდილების გამოა.

ამას ქალებიც ადასტურებენ.

image








8. მან იცის, რა სურს.

კიდევ ერთი მნიშნველოვანი საკითხი, რასაც ქალები ხაზს უსვამენ, ისაა რომ უფროს კაცებს ნაკლებად არეული ცხოვრება აქვთ, რაც სტაბილურობას ნიშნავს. მათ ზუსტად იციან, რა სურთ, როგორ მიიღონ და რამდენად მნიშვნელოვანია ის. ამიტომაც არის, რომ დროს არაფრისმომცემ თამაშებში არ კარგავენ.

image








7. ფინანსურად სტაბილურია.

ქალების უმეტესობას სურს, ფინანსურად სტაბილური იყოს. როცა ოჯახი იქმნება, ქალს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის მეუღლეს აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ ცოლსა და შვილებს ფინანსურად დაეხმაროს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ხშირად უფროსი მამაკაცები ახალგაზრდებზე წინ არიან. ახალგაზრდები ხომ ამ დროს კარიერის შექმნაზე ან არასერიოზულ ურთიერთობებზე არიან ორიენტირებულები.

image








6. ის ნამდვილი პარტნიორია.

მოთმინება, ზრუნვა, ნდობა და ზოგჯერ დამოუკიდებლობაც, ზრდასრული სიყვარულის დამახასიათებელი ნიშნებია; ახალგაზრდები კი "ყველაფერი ან არაფერი" ფრაზებითა და გრძნობების მოზღვავებით გამოირჩევიან. ამიტომაც არის, რომ ქალი აფასებს, როცა მამაკაცი ნამდვილ პარტნიორობას უწევს და არ ემსგავსება ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს. ქალებს არ სჭირდებათ, მითითებები მისცენ, თუ რა უნდა გააკეთონ. მათ მოსწონთ, როცა თანასწორად აღიქვამენ.

image








5. მას პრობლემა არ აქვს, ქალს სახლის საქმეებში დაეხმაროს.

ქალებს დახმარება სჭირდებათ სახლის საქმეებში და როგორც აღმოჩნდა, უფროსი კაცები ნაკლებად უკადრისობენ ამას. Reddit-ზე უამრავი ქალის კომენტარი შეგხვდებათ, ვინც ამას ამბობს.

image









4. მან იცის, როგორ მოექცეს ქალს.

როგორც ჩანს, ქალი აფასებს ურთიერთობაში გამოცდილ მამაკაცს, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოექცეს პარტნიორს. უფროს კაცებს ესმით, რა სურთ ქალებს და რა ხდით მათ ბედნიერებს. ეს კი ურთიერთობას უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

image








3. ის ქარიზმატულია.

უფროს კაცებს განსაკუთრებული ქარიზმა აქვთ, რაც ქალბატონებს იზიდავს. პირველ რიგში, ეს მათ გარეგნობაში ჩანს - ძვირფასი ნაოჭები თვალების ირგვლივ და შევერცხლილი თმა მათ დიდებულ იერს აძლევს. ამას გარდა, მათ იციან, როგორ წარადგინონ საკუთარი თავი და ქალებსაც მოსწონთ მათი ქცევა, სიცილი და მანერები. უფროს კაცებს უნიკალური სტილი უყალიბდებათ, რადგან, ჩვეულებრივ, მოდას არ მისდევენ, როგორც კოლეჯის ბიჭები.

image









2. ის დრამებს არ ეძებს.

მოდი, ვაღიაროთ, რომ ქალები საკმაოდ ემოციური ქმნილებები არიან. ისინი მარტივად აზვიადებენ ნათქვამს და ხშირად დაუფიქრებლად იქცევიან. ამიტომაც, მათთვის მნიშვნელოვანია, გვერდით ჰყავდეთ ადამიანი, რომელიც მათ შეჩერებასა და დამშვიდებას შეძლებს. როგორც აღმოჩნდა, ეს უნარი ნამდვილად აქვთ უფროს მამაკაცებს.

ისინი დრამასა და კონფლიქტებს აღარ ეძებენ. ამჯობინებენ, წვრილმან პრობლემებზე არ იკამათონ. ხოლო თუ სერიოზული საკითხი იქნება განსახილვებელი, შეუძლიათ, ზრდასრული ადამიანებივით დასხდნენ და ყველა მხრიდან განიხილონ პრობლემა, რაც, საბოლოო ჯამში, ორივე მხარისთვის მომგებიანია.

image








1. გაგრძნობინებს, რომ მასთან დაცული ხარ.

მასლოუს საჭიროებების იერარქიის მიხედვით, დაცულობის შეგრძნება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი საჭიროებაა. რა სჭირდება ქალს იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს? - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.

ქალს ფული სჭირდება იმისთვის, რომ თავი ფინანსურად დაცულად იგრძნოს, ხოლო სანდო პარტნიორი იმისთვის, რომ მასთან გაატაროს მთელი ცხოვრება. მას სჭირდება, იცოდეს, რისკენ მიდის ურთიერთობა. როგორც აღმოჩნდა, უფროსი კაცი ყველაზე კარგად ახერხებს ამ ყველაფრის მიცემას საყვარელი ქალისთვის.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ იზიდავთ მამაკაცებს უფროს ქალებთან ურთიერთობა

image


2. რატომ არის ცოლი შვილებზე მნიშვნელოვანი

image


3. შესაძლებელია თუ არა ქალსა და კაცს შორის მეგობრობა? - მეცნიერებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს

image

0
685
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
685
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0