x
მეტი
  • 25.11.2020
  • სტატია:105181
  • ვიდეო:348752
  • სურათი:470525
"ჩვენს ბედნიერებას იმაზე ვხდით დამოკიდებულს, ვისაც მაგრად ვკიდივართ" - 27 ფრაზა ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკისგან
image

მიშელ უელბეკი - ფრანგი მწერალი, რომლის ნამდვილი სახელია და გვარია მიშელ ტომა, მსოფლიოში ცნობილია თავისი პროვოკატორული რომანებით.

ფრაზები, რომლებიც მისი რომანებიდან ამოვკრიბეთ, მკითხველს თავისი სისხარტითა და უელბეკისებური სარკაზმულობით აუცილებლად დაამახსოვრებს თავს :

მაშ ასე 27 ფრაზა ფრანგი მწერლისაგან:


image

1. როგორებიც ვართ, ისეთივე ოცნებები გვაქვს.


2. როცა გიყურებ, ვოცნებობ, რომ არ გამრავლდე - მეცოდება სამყარო.


3. ჩემი მშობლიური ენა ფრანგულია, ხოლო მეორე ენა, რომელსაც კარგად ვფლობ - სარკაზმი.


4. მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ, ცხოვრებაში ერთადერთი სასიამოვნო მომენტი ჩემი აზრით, საუზმეა.


5. ის, ვინც ფიქრობს, რომ მიცნობს, უბრალოდ სულელია!


6.ყელში ამოვიდა მანქანები და, საერთოდ, ამა ქვეყნის ყველა ნივთი.


7. ჩვენს ბედნიერებას იმაზე ვხდით დამოკიდებულს, ვისაც მაგრად ვკიდივართ.



8. არ გლანძღავ... უბრალოდ ვცდილობ, რომ აგღწერო!


image

9. სიამოვნებით გაგისტუმრებდი ჯოჯოხეთში, მაგრამ მეც იქ ვარ და არ მინდა ყოველდღე შენი ნახვა.



10 . მარტოობა სასარგებლოა; მშვიდად გძინავს, იცი, რომ არავინ გატყუებს.


11. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ თავი მტრებისგან დამეცვა. ასე დავიწყე მეგობრების დაკარგვა.


12. ნუ შეგეშინდებათ ბედნიერების. ის არ არსებობს!


13. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება.


14.უცნაური გრძნობაა, როცა შენი ცხოვრება თავდაყირა დგება. ზიხარ, არაფერს აკეთებ და გრძნობ: ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს.


15. სიყმაწვილეში ფეხის შედგმა და სისასტიკისა და სიმხეცის ამოფრქვევა ერთია.


16. აბა რას შეადარებდით ღმერთს? პირველ რიგში, ცხადია, ქალის ნაპრალს, იქნებ თურქული აბანოს ორთქლსაც. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ისეთს, რაშიც სული გამოვლინდება, როცა სხეული კმაყოფილებითა და სიამოვნებით პირთამდეა სავსე და მასში ყოველგვარი მღელვარება ჩამცხრალია.


image


17. კითხვის გარეშე ცხოვრება სახიფათოა: მხოლოდ არსებული რეალობით უნდა დაკმაყოფილდე, ეს კი დადად სარისკო რამაა



18.როდესაც რაღაც მიზნისკენ ისწრაფვი, მოგონებებისთვის ცოტა დრო გრჩება.


19. ადამიანები ვითარდებიან, იცვლებიან და რთულდებიან, მაგრამ პირველად ბუნებას მაინც ინარჩუნებენ. ცნობიერების გარკვეული დონის მიღწევისთანავე კივილი გაისმის.


20. როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაირად პირობითი და ნაძალადევი ხდება.

image

21. მოგონებებს ხომ იმისთვის ვაგროვებთ, რომ სიკვდილის დროს თავი მარტოდ აღარ ვიგრძნოთ.


22.ადამიანს ტირილი უნდა აცადო, ხშირად, ესეც საშველია.


23. დაადეთ თითი ჭრილობას და ძალუმად დააწექით.. ილაპარაკეთ სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე, გულგრილობაზე, იმედის გაცრუებაზე, სიყვარულის უკმარისობაზე. იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალი…


24. ყველანაირი ტანჯვა სამყაროა.


25. სიცოცხლის სურვილის გაქრობა საკმარისი არ ყოფილა იმისთვის, რომ სიკვდილის სურვილი გაგიჩნდეს.


26. სიყვარულის განცდასა და სექსუალურ ლტოლვას ერთი და იგივე სათავე აქვს: ორივე საკუთარი თავის დავიწყებისას იბადება. თუ თავი არ დაკარგე, უბრალოდ ვერაფერს გააწყობ. ჩვენ ცივები, რაციონალურები გავხდით, ინდივიდუალურობამ და საკუთარმა უფლებებმა მეტისმეტად გაგვიტაცა


27. ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ.

image

2
858
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
858
  
2019, 30 მაისი, 13:50
..და მაინც მგონია, რომ უდიდესი კომფორტის მიუხედავად,ადამიანი მაინც მარტოსულია უფლის, ღმერთის გარეშე!
2019, 30 მაისი, 13:24
კაი ხანია ასეთი სხარტი და სასტიკი სიმართლე არ მომისმენია! მეგონა ევროპაში სულიერად ასე არ უჭირდათ!!!
0 1 2