x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
12 ფანატი, რომელიც ცდილობდა თავის კუმირს დამსგავსებოდა
სილამაზის დევნაში ბევრი ადამიანი ყველა გონივრულ ზღვარს სცილდება - იმისთვის, რომ მოუახლოვდეს თავის ვარსკვლავურ იდეალს, იგი ხარჯავს წარმოუდგენელ თანხებს სახის პლასტიკასა და სხვა პროცედურებზე. სამწუხაროდ, მიღებული შედეგი ყოველთვის არ არის დამაკმაყოფილებელი.

12 ფანატი,  რომელიც ცდილობდა თავის კუმირს დამგვანებოდა

ადამ გუერა

მომღერალი მადონა დღესაც სტილის განსახიერებად რჩება არა მარტო ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. ადამ გუერაც ვერ აღუდგა წინ მის სილამაზეს და დახარჯა 12 წელი იმაზე, რომ ქერა მომღერალს დამსგავსებოდა. მან 19 ოპერაცია გაიკეთა და გაჩერებას არ აპირებს. ფულს ქირურგიაზე ის შოულობს იმით, რომ სხვადასხვა შოუში მადონას განასახიერებს.


ადამ გუერა

ჯეიმს პარკი

ეს ახალგაზრდა ყმაწვილი კიმ კარდაშიანის ნამდვილი ფანატია. როდესაც მან ვარსკვლავი ერთ-ერთ ტელეშოუში დაინახა, მიზნად დაისახა მაქსიმალურად მიახლოებოდა მის გარეგნობას. ტრანსფორმაციის პროცესი 6 წელი გაგრძელდა. ამ წლებში ჯეიმსმა რამდენიმე ლიპოსაქცია გაიკეთა, გამოასწორა ცხვირისა და ტუჩის ფორმა, გაიდიდა უკანალი და სახეზე ლაზერით მოიცილა თმა.

ჯეიმს პარკი

ხონ იუ რეიმ

ახალგაზრდა კორეელმა ვერ შეძლო თავის გარეგნობასთან შეგუება, ამიტომ ძვირადღირებულ პლასტიკას მიმართა. მისი იდეალი იყო მსახიობი მირანდა კერი. გოგონამ გადაიტანა ცხვირის, თვალებისა და ყბების ოპერაციები. ხონი არ ამხელს ტრანსფორმაციის ღირებულებას, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი სავსებით კმაყოფილია თავისი ახალი გარეგნობით.

ხონ იუ რეიმ

დონა მარია ტრეგო

ბრიტანელმა დონამ პლასტიკურ ქირურგებს 100 000 დოლარზე მეტი მისცა მხოლოდ იმისთვის, რომ ლედი გაგას ორეული გამხდარიყო. ქალის თქმით, ქუჩაში ხალხს ის ცნობილი მომღერალი ჰგონია. გასაკვირიც არაა, რადგან დონა სრულად აკოპირებს გაგას იერს, წვრილმანების დონეზეც კი. თუმცა ორეულს მას ვერ უწოდებ: იგი უფრო სასაცილო პაროდიას ჰგავს.

დონა მარია ტრეგო

ნიკოლას რაიანი

დამწყებ მსახიობს ნიუ-ჯერსიდან ისე უნდოდა რაიან გოსლინგს დამსგავსებოდა, რომ პლასტიკურ ქირურგს 5000 დოლარი გადაუხადა. ექიმმა უთხრა, რომ ახალგაზრდას ბევრი საერთო აქვს ცნობილ კანადელთან, მაგრამ სრული მსგავსების მისაღწევად საჭიროა სახის ცალკეული ნაკვთების კორექტირება. ნიკოლასი იმედოვნებდა, რომ ოპერაცია დაეხმარება მას, გახდეს ისეთივე ცნობილი, როგორც მისი კუმირი. როგორც ჩანს, სასწაული არ მოხდა.

ნიკოლას რაიანი

საჰარ ტაბარი

ამ ირანელი გოგონას შესახებ მსოფლიომ 2017 წლის ბოლოს შეიტყო. მისმა სურათებმა შოკში ჩააგდო ინტერნეტის მომხმარებლები. ანჯელინა ჯოლის დამსგავსების სურვილით, საქარი ტრილერის გმირს დაემსგავსა. მოგვიანებით აღმოჩდა, რომ სურათები ყალბი იყო. თუმცა, გოგონამ აღიარა, რომ ნამდვილად დაიკლო წონაში და რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომ მიუახლოვდეს თავის კუმირს. სურათებიდან ჩანს, რომ მცდელობა დიდად წარმატებული არ ყოფილა.

საჰარ ტაბარი

ტყუპები მაიკ და მეტ შლეპი

ახალგაზრდები MTV-ს შოუს „მინდა ვარსკვლავის სახე“ ერთ-ერთი პირველი მონაწილეები იყვნენ. მათ ძალიან უნდოდათ ბრედ პიტის ძმებს დამსგავსებოდნენ. პროექტზე მათ შეუცვალეს ყბის ფორმა, ცხვირები და კბილებიც კი. თვითონ ძმები აღიარებენ, რომ მათი გარეგნობა ჯერ კიდევ შორსაა პიტისგან, მაგრამ მდედრობითი სქესისგან ყურადღებამ იმატა. რა ვთქვათ, გემოვნებაზე არ დაობენ.

ტყუპები მაიკ და მეთ შლეპი

ჯეკ ჯონსონი

ინგლისელი ჯეკ ჯონსონი იმითაა ცნობილი, რომ პლასტიკურ ოპერაციებზე 25 000 დოლარზე მეტი დახარჯა. მისი მიზანი იყო დევიდ ბექჰემთან მსგავსება. თუმცა მისი სურათის კომენტარებში ადამიანები აღნიშნავდნენ, რომ იგი უფრო ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩე ინს ჰგავს, ვიდრე ცნობილ ფეხბურთელს. დღეს ჯეკის გეგმები შეიცვალა. ახლა მას სურს, ჰგავდეს არა დაბერებულ დევიდს, არამედ მის შვილს ბრუკლინს.

ჯეკ ჯონსონი

ტობი შელტონი

35 წლის მამაკაცი ჯასტინ ბიბერის დიდი თაყვანისმცემელი იყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომღერალს ჰგავდეს. იგი ხარჯავდა ფულს ბოტოქსის ინიექციებზე, გამოასწორა ტუჩის, ცხვირის, ნიკაპის ფორმა, გადაინერგა თმა. ერთხელ ტობიმ განაცხადა, რომ ან ის გახდება ბიბერის ორეული, ან მოკვდება. 2015 წელს ტრაგიკული ამბავი მოხდა: მამაკაცი მოტელის ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

ტობი შელტონი

პიქსი ფოქსი

პიქსის ისტორია საოცარია: ლამაზმა გოგონამ უნაკლო ტანით დაიმახინჯა თავი იმისთვის, რომ... მულტფილმის გმირს ჰგავდეს. კურდღელი როჯერსის მულტფილმის პერსონაჟით, ჯესიკა რებიტით შთაგონებული, პიქსიმ მოიცილა 6 ნეკნი. ამით გოგონას გარდაქმნა არ დასრულებულა. სრული მსგავსებისთვის მან მკერდი მე-6 ზომამდე გაიდიდა და ტუჩები დაბერა. ასეთი „სილამაზე“ მას სულ რაღაც 125 000 დოლარი დაუჯდა.

პიქსი ფოქსი

როდრიგო ალვესი

როდრიგოს ისტორია - სევდიანი მაგალითია იმისა, თუ რას იწვევს ფანატიკური სწრაფვა გამოასწოროთ ის, რაც ბუნებამ მოგცათ. პლასტიკამდე მამაკაცს ბევრი კომპლექსი ჰქონდა თავისი გარეგნობის გამო. მრავალი ოპერაციის მეშვეობით, იგი ცოცხალ კენს დაემსგავსა, თოჯინა ბარბის მეგობარს. როდრიგომ 4 ნეკნი მოიცილა და კანის ქვეშ სილიკონის შემავსებლები ჩაისვა, რომ უფრო კუნთიანად გამოიყურებოდეს. ოპერაციებს უკვალოდ არ ჩაუვლია: ახლახან მამაკაცს ცხვირის ქსოვილების ნეკროზი დაეწყო.

როდრიგო ალვესი

რომარიო დოს სანტოს ალვესი

ოდესმე თუ გიოცნებიათ გახდეთ სუპერგმირი? ბრაზილიელმა რომარიომ ეს თითქმის მოახერხა. სინთოლის ინიექციების წყალობით, მამაკაცის კუნთები გაიზარდა იმდენად, რომ ის ჰალკს დაემსგავსა. დროთა განმავლობაში მისმა სხეულმა იმდენად უშნო ფორმა მიიღო, რომ ხალხი ქუჩაში მას თავს არიდებდა. მოგვიანებით რომარიოს ღვიძლის უკმარისობა დაეწყო. გაჩნდა ქსოვილის ნეკროზის საფრთხე. ექიმებმა მას ხელები გადაურჩინეს, მაგრამ ნორმალური ფორმის აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო.

რომარიო დოს სანტოს ალვეს

0
1256
1-ს მოსწონს
ავტორი:alienat
alienat
1256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0