x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92656
  • ვიდეო:341590
  • სურათი:454679
ყველაზე ეჭვიანი ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image

ეჭვიანობა სიყვარული თუ დაავადება?

მეცნიერულ დასკვნებს რომ არ გავყვეთ აქვე დავადასტუროთ, რომ გარკვეულწილად სიყვარულიც დაავადებაა და ეჭვიანობაც.

დოზა, ხარისხი, პათოლოგიები და სენტიმენტების გამოვლენის ფორმებზე საუბარი კი დამეთანხმებით რომ შორს წაგვიყვანს.

ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ჰოროსკოპში ჩავიხედოთ, რას გვეუბნება ასტროლოგია, რომელი ქალი უფრო ეჭვიანია:


*12-ე ადგილი - მერწყული

image

მერწყულები ნაკლებად არიან ეჭვიანები. მათ ისიც კი შეუძლიათ არ მიაქციონ ყურადღება ღალატს, რომელიც მათ ცხვირწინ ხდება. იმიტომ რომ ამ ქვეყანაზე უფრო საინტერესო რაღაცები არსებობს.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენს ღალატს არავითარი შედეგი არ მოჰყვება. ისინი მათთან მისულს მალე ყინულივით ცივი რეაქციით გიპასუხებენ. ამ ყინულის გალღობა კი უკვე ძალიან გაგიჭირდებათ

ასე რომ თუ მერწყული არ ეჭვიანობს, არ გირჩევთ ბოროტად ისარგებლოთ მათი ამ თვისებით.


11-ე ადგილი - ქალწული

image

ქალწულებს არ შეუძლიათ ეჭვიანობა, იმიტომ რომ ეჭვიანობა ყოველთვის ეჭვებით იწყება, ქალწულს კი არანაირი ეჭვები არ გააჩნია.

ქალწულმა იცის საყვარელი ადამიანის გულში რა ხდება და დარწმუნებულია მის ღალატში დიდი ხნით ადრე.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ხელს შეუშლის, არა. უბრალოდ დააკვირდება, და თუ უღალატებენ, ის დედობრივი სინაზით აკოცებს მოღალატეს შუბლში და გაუშვებს ოთხივე მხარეს.

მაგრამ უკან არ მიიღებს.


10-ე ადგილი - სასწორი

image

სასწორები მიიჩნევენ, რომ ეჭვიანობა - სულაც არ არის კარგი საქციელი. დევნა, პირადი წერილების წაკითხვა, სკანდალები, ცრემლი.

სასწორი - ერთადერთი ქალია ჰოროსკოპში, რომელსაც შეუძლია დაპატიჟოს მეტოქე ჩაიზე და საყვარლად ესაუბროს. ჩვენ გვეჩვენება, რა თქმა უნდა, რომ ეს ერთგვარი გეგმაა, მზაკვრული განზრახვა..

სინამდვილეში კი...

ვის შეუძლია სერიოზულად გაუწიოს მეტოქეობა სასწორებს? ის ხომ სასწორია!

დაე აქეთ იეჭვიანონ სასწორზე.


9-ე ადგილი - კურო

image

ეჭვიანობა კუროების ცხოვრებისეულ პრაქტიკაში ნაკლაბად არის. რომელი იდიოტი შეხედავს სხვა ქალს, როცა მის გვერდით კუროა?

კორო ხომ შესანიშნავი საყვარელი, გენიალური დიასახლისი, ჭკვიანი და მომხიბვლელია.

და თუ მოულოდნელად მამაკაცს მაინც სხვისკენ გაექცა თვალი, კურო საერთოდ არ დაიბნევა, მას ხომ არა ნაკლები ღირსებები აქვს ვიდრე სხვა ქალებს.

კურო სხვა ქალების მიმართ ერთგვარ სიბრალულსაც კი იჩენს და ხანდახან
"უმეგობრდება კიდეც მეტოქეს".


8-ე ადგილი - ტყუპები

image

როგორც ვარსკვლავური ბანქო გვეუბნება, ტყუპები ძალიან ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან.

რეალურად კი ეჭვიანი და წყობიდან გამოსული ტყუპები არავის უნახავს. იმიტომ კი არა, რომ ისინი ასე კარგად მალავენ საკუთარ გრძნობებს - უბრალოდ ვერ ასწრებენ ეჭვიანობის დაწყებას, რადგან მათზე უფრო ადრე იწყებენ ეჭვიანობას.

ისე, კი ყოველი შემთხვევისთვის სატელეფონო შეტყობინების მიღებისას, ზედმეტ გაღიმებას მაინც მოერიდებით.


7-ე ადგილი - ადგილი - თხის რქა

image


თხის რქას წინააღმდეგობრივი გრძნობები აწუხებს.

ერთის მხრივ, ის ხომ ინტელიგენტი და კარგად აღზრდილი ქალია: ეჭვიანობა კი ისეთი სიმდაბლეა, რომ... ის ხომ ამაზე მაღლა დგას!

მეორეს მხრივ - ვინ არის ის ქერა "ძუკნა"?

ხომ უნდა იცოდეს ვინ არის.

ღიმილი, რომლითაც თხის რქა პარტინიორს ეჭვიანობისას უღიმის "მკვლელიბის " ტოლფასია !


6-ე ადგილი - მშვილდოსანი

image

მშვილდოსნები ძალიან ეჭვიანები არიან, მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ არასოდეს ლაპარაკობენ.

ისინი იბუტებიან, სიტყვებით იკბინებიან, ჩხუბობენ, ეკიდებიან წვრილმანებს.

დიახ, მშვილდოსანი ეჭვიანობს და ძალიან რაიმე მძიმე საგანი ჩაარტყას, მაგრამ არასოდეს არავითარ გარემოებაში ის ამას არ გააკეთებს.

იმიტომ რომ მეტოქეს მისთვის არანაირი ფიცი არ მიუცია, აი მამაკაცს კი - ძალიან ბევრი.

ამიტომ საქმე მხოლოდ მოღალატე მამაკაცთან ექნება.


5- ადგილი - თევზები

image

თევზი ჩუმად არის? თევზი არ აწყობს ეჭვიანობის სცენებს? ის არაფრით გაგრძნობინებთ, რომ ეჭვიანობს?

მაგრამ ის ამ დროს ბევრს ფიქრობს.

დარადგან თევზი ხმას არ იღებს და მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად იყურება - იმედი არ გქონდეთ, რომ ეს ასე იქნება ყოველთვის.

ის ტყუილად არ დუმს. ის ემზადება შურისძიებისთვის.


4-ე ადგილი- ლომი

image

მისი ეჭვიანობა სიამაყის მაღალ კოეფიციენტს და გამოკვეთილ თავმოყვარეობას ეფუძნება. ლომს გულის სიღრმეში ღალატზე ფიქრიც კი ზარავს. იგი ამ ფაქტს უბრალოდ წარმოსახვაშიც არ დაუშვებს, თუმცა სწორედ ეს შიში აიძულებს მას საყვარელ ადამიანს ზუსტი ანგარიში მოსთხოვოს რატომ დაიკარგა მთელი საათით, როცა თქვა, რომ სულ რაღაც 45 წუთი გრძელდებოდა საქმიანი შეხვედრა.

ვითომ არაფერი, მაგრამ აი, ის 15 წუთი ხიჭვივით რომ ესობა გულზე და რა ქნას ჯუნგლების მბრძანებელმა?

დიახ, ლომი საოცრად ეჭვიანია, თუმცა თავად ამ გრძნობის აშკარად გამოხატვას ყოველთვის გაურბის და ერიდება.

მით უმეტეს სახალხოდ. არც ერთი თავმოყვარე ლომი არ გადაახტება საკუთარ თავს, თუნდაც ყველაზე მძაფრი ეჭვიანობის გამო.


3-ე ადგილი - მორიელი

image

მისი ეჭვიანობა ყოვლისმომცველი და უკიდეგანოა. უბრალოდ იგი კარგად აკონტროლებს ამ ემოციის გარეგან გამოვლინებას. შესაბამისად, მას შესაძლოა გული ბოღმით ევსებოდეს, მაგრამ სახეზე მშვიდი ღიმილის თანხლებით გადაიტანს პარტნიორის მიერ წამოწყებული მსუბუქი ფლირტი.

მორიელები უბრალოდ კი არ ეჭვიანობენ, ისინი ეჭვიანობით ტკბებიან.

ეჭვიანობა - ეს ასეთი ვარჯიშია დილის ყავისა და ვიღაცის უღირსი სულის განადგურების სეანსს შორის.

ან გართობის ხერხია, როცა მოწყენილი ხარ.

მორიელები ასე ეჭვიანობენ, როცა არ არსებობს საბაბი. მაგრამ თუ საბაბი არსებობს - ის გულს გამოგგლეჯს, და შემდეგ წავა, რომ მეტოქეს გაუსწორდეს.


2-ე ადგილი- კირჩხიბი

image

კირჩხიბებს კარგი ინტუიცია გააჩნიათ.

შესაბამისად, თუკი თქვენ და ის რაღაც პერიოდის მანძილზე უკვე ერთად ხართ, იგი "კანით" შეიგრძნობს ხოლმე პარტნიორის ხასიათში ცვლილებებს.

ამიტომ ნებისმიერი ტიპის გულგრილობა, მოკლევადიანი უხასიათობა ან იგნორი (თუნდაც სავსებით გასამართლებელი მიზეზით) მასში ეჭვიანობის სერიოზულ შემოტევებს იწვევს.

თქმა არ უნდა, იგი ხშირად აზვიადებს ხოლმე თავის შეგრძნებებს და არასოდესაა ისე ცუდად, როგორც თავად ჰგონია ან სხვებს უმტკიცებს ამას.

მას უბრალოდ მოსწონს, როცა ვიღაც ცდილობს მის დამშვიდებას და გამხნევებას. სხვათა შორის პერიოდულად, იგი შესაძლოა განგებაც კი წავიდეს დადგმულ ეჭვიანობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორის მხრიდან შესუსტებული ყურადღების სრული კონცენტრაცია და ფოკუსირება მოახდინოს თავის პერსონაზე.


1. ადგილი- ვერძი

image

ვერძები თავის საყვარელ მამაკაცზე მდედრობითი სქესის ყველა გამვლელთან ეჭვიანობენ.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ღალატის ფაქტი ჯერ არ ყოფილა, ვერძები მოღალატესა და მეტოქეს ერთად უწყობენ სკანდალს, ამავე დროს ვერძს არ აინტერესებს აპირებდა თუ არა ის ქალი მის მამაკაცთან ფლირტს.

მეორეს მხრივ, ვერძები ისევე სწრაფად მშვიდდებიან, როგორც ვარდებიან მძვინვარებაში.

და მერე ძალიან ვნებიანად სთხოვენ პატიებას უსამართლოდ ბრალდებულ შეყვარებულს.


გაიგეთ, ვინ არის თქვენი იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image




0
2292
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
2292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0