x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ჭკვიანი ადამიანის 10 განმასხვავებელი ნიშანი
თვლით თუ არა, რომ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით? იყავით გულწრფელი, ვის არ უნდა სხვაზე ჭკვიანი იყოს? ამიტომ ვცდილობთ გავარკვიოთ, ჭეშმარიტად ვინ არის ჭკვიანი, რომლისგანაც შეიძლება რაღაც ვისწავლოთ. ჩვენ გვაქვს პასუხი, როგორ გავარკვიოთ, თუ ვინ არის ჭკვიანი ადამიანი.


image


1. ის არ ლაპარაკობს იმდენს, რამდენსაც აკეთებს. ერთი მარტივი მიზეზის გამო-სხვების მოსმენით შენ უფრო ჭვიანი ხდები.



2. საკუთარი პროფესიის გარდა, იგი მრავალ საქმეშია ინფორმირებული. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მას მრავალმხრივი ინტერესი გააჩნია.




3. ის საკუთარ დროს სამსახურს, სახლს და პირად ინტერესებს მოხერხებულად უნაწილებს, ამასთან ერთად, ამ ბალანსის დაცვა მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გამოსდის.



4. ის აქტუალურ ინფორმაციას მუდმივად თვალს ადევნებს. ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად სოციალურ და პოპულარულ საიტებს ათვალიერს, რათა მისი თვალთახედვის არედან მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია არ გამორჩეს.



5. ძნელბედობის ჟამსაც კი, ის სიმშვიდეს ინარჩუნებს და პანიკაში არ ვარდება, რადგან იცის, რომ “ფატალური მოვლენის” გარდა მისი ტვინი ყველაფრიდან ნახავს გამოსავალს.



6. მან იცის, რომ, როგორც წესი, ირგვლიმყოფებისგან ყველაზე ჭკვიანია, მაგრამ ამის დამტკიცებას არ ცდილობს, ამავე დროს, ყველანაირად ეცდება, რომ პოტეცნიალის მქონე ადამიანი მეტად განავითაროს.



7. თუ ის ხელმძღვანელია, ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანები, ვინც მასთან მუშაობენ, უფრო ჭკვიანები, კომუნიკაბელურები და პოპულარულები გახდნენ. ჭკვიანი ადამიანი საფრთხეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ ჭკუის არსებობა-ეს ჯილდოა და არა საშუალება, რომ საკუთარი თავი სხვაზე მაღლა დააყენო.


8. მას ფარული უნარები გააჩნია, მაგრამ ამას არასდროს არ გამოავლენს მანამ, სანამ ამისი აუცილებლობა არ იქნება. ის საკუთარი შესაძლებლობების გამომზეურებას არ საჭიროებს, რომ სხვებზე უპირატესობა დაამტკიცოს.



9. საკუთარი განათლების შესახებ ის ხმამაღლა არასდროს გაჰყვირის, ეს ინფორმაცია მხოლოდ მის რეზიუმეში შეგიძლიათ ამოიკითხოთ.



10. ის არასდროს და არანაირ სიტუაციაში თქვენ სულელად არ წარმოგაჩენთ, თუნდაც ეს მისთვის ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყოს. მწარე გამოცდილებამ მას დაანახა, რომ ვიღაცის სულელად წარმოჩენა შენც არასახარბიელო მდგომარეობაში გაგდებს.





0
185
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0