x
მეტი
  • 15.10.2019
  • სტატია:95641
  • ვიდეო:343099
  • სურათი:457599
დათუნა სარალიძეს მამა ბოლო ზარზე - თამო კეშელავას გულსაკლავი წერილი

“ ხოდა მე მოგიყვებით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა...

image

ფოტო: netgazeti.ge



იმ დღეს საპირფარეშოს იატაკი სველი იყო. იმ დღეს ფეხსაცმლის ძირი სველი ჰქონდა ერთ პატარა მკვლელს, ხოდა, ამ სველი ფეხსაცმლის ძირით სცემა სარალიძის კლასელი, საპირფარეშოში ფეხები ურტყა მთელ ტანზე, არაფრის გამო, სრულიად არაფრის გამო... გამოიჭირა და ურტყა...

დაგვიანებული შევიდა ეს ბავშვი გაკვეთილზე, ტანისამოსზე ყველგან ფეხსაცმლის ძირის სველი ნაკვალევით - არ დაგავიწყდეთ რომ ეს ამბავი არ მომხდარა აგვისტოში, რომ ცივი წყლით ჩამოერეცხა და გაეშრო.

შუა ზამთარში, ნახევრად სველი, ფეხსაცმელების ძირის ნაკვალევით აჭრელებული დაბრუნდა კლასში...

კი, მე ხომ გოგო ვარ, მეც აღვშფოთდებოდი, მეც ავდგებოდი და ვკითხავდი, რა დაემართა, ვინ გაიმეტა ასე, ვინ წაუსვა ტანისამოსზე შარდიანი ფეხები, მეც მენდომებოდა ჭკუა მესწავლებინა, მით უფრო რომ სკოლა ხმას არ იღებს. მასწავლებელსაც აქვს ის ოხერი ორი თვალი და მასაც უნდა დაენახა და გაერკვია...

ოთხმა მოზარდმა მოკლა სარალიძე - ერთმა იმ შარდიანი და წყლიანი ფეხებით, არაფრის გამო რომ სცემა სარალიძის კლასელი. მერე საქმის გასარჩევად ნათესავები და მათი მეგობრები რომ დაიბარა, - იმან. მერე სამმა დაარტყა. სამი განსხვავებული იარაღი. ამ ოთხიდან მხოლოდ ორი ითხოვდა, გამიშვით უნდა ვაღიაროვო. ბიჭი მოკალი და უნდა ვზღოვო, მაგრამ მშობლები გადაეღობნენ, ბიძიებმა და მამებმა სიტყვა შეაწიეს. გადამალეს, გადააფიქრებინეს.

ერთს ვიტყვი, ამ ორი ბიჭიდან რომლებმაც აღიარეს, არცერთი არ იყო დიაკონის გაზრდილი. არცერთი არ იყო სასულიერო პირის გაზრდილი.


0
556
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0