x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
11ოქროს წესი,რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის
imageდრო და დრო ყველა ჩვენგანს სჭირდება “გადატვირთვა", განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯანსაღი ცხოვრების, კვების და დასვენების წესებს ვერ ვიცავთ. ეს 11 წესი თქვენს ტვინსა და სხეულს ტონუსში მოიყვანს:


1. შეეცადეთ არ ჭამოთ ღამით და მშიერი კუჭით დაიძინოთ. 1-2 კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი სიზმრები უფრო სასიამოვნო და მსუბუქი გახდება, კარგი განწყობით გაიღვიძებთ და ლოგინიდან ადგომაც არ გაგიჭირდებათ.


2.არ დაუმატოთ საჭმელს ორი რამ: მარილი და პილპილი. შეამჩნევთ, რომ ასე უფრო ნაკლებს შეჭამთ, სხეულზე შეშუპება გაქრება და ერთ თვეში წონაშიც შესამჩნევად დაიკლებთ.


3.უარი თქვით გაზიან სასმელებზე და შეამჩნევთ, თუ როგორი გემრიელი გახდება ჩვეულებრივი სასმელი წყალი და წყურვილის მოსაკლავად უფრო ნაკლები სითხის მირება დაგჭირდებათ.



4.უარი თქვით ყავასა და ჩაიზე ორი კვირით და ნახავთ, რომ ძილის საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ, დაძაბულობა მოგეხსნებათ და მსუბუქი (ან მძიმე) ნევროზიც მოგეხსნებათ ( ან შეგიმცირდებათ).


5.შეეცადეთ ერთი კვირის განმავლობაში გამართულმა იაროთ და იჯდეთ. მალე შეამჩნევთ თუ როგორ გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და წარმოსახვა.


6.შეეცადეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე ტელევიზორი და კომპიუტერი გამორთოთ და საკუთარ სურვილებს და შემოქმედებით იმპულსებს უფრო შეიგრძნობთ.


7.შეეცადეთ ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ საქმეების შესახებ ილაპარაკოთ ტელეფონით და დარწმუნდებით, რომ დღე-ღამეში უფრო მეტი დროა, ვიდრე გგონიათ.


8.ყოველ ჯერზე, როცა მოგინდებათ სიგარეტი-აიღეთ: ვაშლი/მანდარინი, ფორთოხალი, ბანანი ან დალიეთ ჭიქა წყალი. ორი კვირის შემდეგ ორჯერ უფრო ძლიერად და ამტანად იგრძნობთ თავს.


9.ყოველ ჯერზე, როცა რაიმე საინტერესოს გაკეთება მოგინდებათ გააკეთეთ მაშინვე, გამორიცხეთ ყოყმანის და შეფასების წუთები და დარწმუნდებით, რომ უფრო მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გგონიათ.


10.შეეცადეთ გაიღიმოთ ყოველთვის, როცა უცხოს გინდათ გაუღიმოთ (დაივიწყეთ ფრაზა: რას იფიქრებს ჩემზე). ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ უფრო მეგობრული გახდებით ადამიანების მიმართ.


11.წამოწექით ბალახზე, ხეებში, შორს ხმაურისა და მანქანებისგან და ყური დაუგდეთ დიდი ხნის ნანატრ სიჩუმეს.

0
262
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0