x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"დაუზარლად ირჩევა როგორ შეხტა სოფი ჩანჩქერში და დაიმართა თავს ეს ამბავი..."- სალომე ბარკერი სოფის გარდაცვალებაზე


image
26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.


ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში.


მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი 27 მაისს იპოვეს.


აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.



"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.

ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე წყალში. გოგონას საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდნენ რეინჯერები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლაგოდეხისა და გურჯაანის სამაშველო ჯგუფები. გამთენიისას, პროცესებში ჩაერთნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მყვინთავთა ჯგუფიც.

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს."- აღნიშნულია განცხადებაში.


გარდაცვლილი გოგონა ჟურნალისტ სალომე ბარკერის და გახლავთ.


აღნიშნული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე ბევრი ადამიანი საუბრობს და სხვადასხვა ვერსიებს ასახელებნ, რის გამოც გოგონა წყალში ჩავარდა.


ამ ფაქტს გარდაცვლილის და სალომე ეხმაურება და ყველა იმ ადამიანს პასუხობს, რომელიც ამ თუ იმ ვერსიას ავრცელებს.


"აქა-იქ მოვკარი თვალი, დაუზარლად ირჩევა როგორ შეხტა თავნება სოფი ჩანჩქერში და დაიმართა თავს ეს ამბავი. ეს არ არის სიმართლე და აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენის ღონისძიებას, ეჭვიც არავის შეგეპაროთ. ჯერ მარტო ის რად ღირს, დღის ორ საათზე მომხდარი ამბავი ყველაზე ბოლოს, ღამის თერთმეტზე რომ გავიგე, თან შემთხვევით.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრნი ყოფილხართ. მადლობა.

არ მჯერა ამას რომ ვამბობ, მაგრამ პანაშვიდები დღეს და ხვალ, დაკრძალვა ხუთშაბათს 15:00-ზე.

მისამართი: ვარკეთილის პირველი მიკრორაიონი, კორპუსი 35, ბინა 35. მეცხრე სართულია" - წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.


ამავე თემაზე:


ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს


ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლე მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო - მას უწყვეტ რეჟიმში ეძებენ



0
913
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
913
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0