x
image
ეკა ლაცკა
სილამაზე, რომელსაც არ გაუფრთხილდნენ! მიყენებული ტკივილი, რომელიც ლია ელიავას ჯანმრთელობის შერყევის და ინფარქტის ფასად დაუჯდა

როდესაც გასული საუკუნის მომხიბვლელი ქალბატონების გახსენებას იწყებ, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ქალი, რომლის სახელი და გვარი ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით ძვირფასია!

ქალი, რომელიც მე-20 საუკუნის წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად დასახელდა და რომლის სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის.

უმშვენიერესი - ლია ელიავა!

image

მსახიობს რთული ბავშვობა ჰქონია.

ლიას ბებია-ბაბუა ზრდიდა, ვინაიდან 1937 წელს მამამისი შალვა ელიავა დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო დედა, ეკატერინე კერესელიძე, ციმბირში გადაასახლეს.

“17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა.

ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი.

დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო.

პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, ” – ამბობდა მსახიობი.

image

სკოლის დამთავრების შემდეგ ლია მოსკოვში ჩავიდა და ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.

სწავლის პერიოდში მარტო ცხოვრობდა.

იქვე გათხოვდა, თუმცა მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა ქმართან. ესეც მისი სტუდენტური ცხოვრების პატარა ეტაპი იყო...

image

ლია ელიავამ მოსკოვში ყოფნისას ''ბაში-აჩუკის'' დამდგმელი რეჟისორებისგან შეთავაზება მიიღო.

თავდაპირველად დაფიქრდა, ვინაიდან მისი გეგმები რუსეთის დედაქალაქში დარჩენასა და იქვე მუშაობას უკავშირდებოდა, მაგრამ გადაიფიქრა, თბილისში დაბრუნდა და დარჩა კიდეც...

სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნეს ერთმენათი ოთარ კობერიძემ და ლია ელიავამ :

image

“რეჟისორს ის სცენა უნდა გადაეღო, სადაც ლია ელიავას გმირს აბდუშაჰილი ბაში-აჩუკთან გასაცნობად მიჰყავს. ლიამ კარგა ხანს დაიგვიანია. გავბრაზდი და რეჟისორს ვკითხე, კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ის-მეთქი. რეჟისორმა მითხრა, აი, მოვა და ნახავ, ვინ არის ლია ელიავა. მერე მიხვდები, რატომაც ველოდებით ამდენ ხანსო.

მართლაც, ლია რომ გამოჩნდა, დავიბენი, ენა მუცელში ჩამივარდა და პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდა, ”

– იხსენებდა ოთარ კობერიძე.

image

ოთარ კობერიძისგან განსხვავებით, ლია ელიავას ის უკვე ნანახი ჰყავდა და პირველი დანახვისთანავე არ შეჰყვარებია:

“დედას მეგობარი ნინა სტიპანოვა სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა, გამოსაშვებ საღამოზე წამიყვანა, ოთარი იმ სტუდიაში სწავლობდა. მაშინ ვნახე პირველად. ესპანურს ცეკვავდა, ეს ცეკვა დღესაც მახსოვს.”

ფილმის გადაღებისას მართალია, ლია უკვე გაშორებული იყო ქმართან, მაგრამ ოთარს ოჯახი ჰქონდა.

თუმცა ''აკრძალული სიყვარული'' ძალებს იკრებდა და დიდი მითქმა-მოთქმის, ემოციური თუ ფიზიკური ბარიერების გადალახვის შემდეგ მსახიობმა წყვილმა მაინც ერთად ყოფნა გადაწყვიტა.

image

ლია ელიავა საკმაოდ ბევრ წერილს იღებდა მის ქმარზე შეყვარებული ქალებისგან.

ოთარ კობერიძემაც თავის მხრივ იცოდა, რომ მის მეუღლეზე გიჟდებოდა ყველა კაცი .

თუმცა მათ უბრალოდ უყვარდათ და ძალიან სათუთად უვლიდნენ ერთმანეთს.

image

ოთარ კობერიძემ 82 ფილმში ითამაშა!

ლია ელიავამ 34 ფილმში!

„როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.”

image

ამბობდა ლია ელიავა რომლის საოცნებო როლები იყო ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ მოხდა ისე, რომ მას სცენისკენ ყველა გზა გადაუკეტეს!

*ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის “ჰამლეტში”, მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა და სპექტაკლი ვერ განხორციელდა.

*რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის “ალუბლის ბაღში”, მაგრამ არც ეს სპექტაკლი დაიდგა.

*ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა თენგიზ აბულაძის “მონანიებაში”, მაგრამ ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს.

ლია ელიავას ხომ ცხოვრებაში თავად ჰქონდა გამოცდილი ის სიმწარე, რაც ქეთევან ბარათელის გმირმა გადაიტანა, ამიტომაც განსაკუთრებით სურდა ამ როლის თამაში, თუმცა როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.

image

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ლია ელიავა მუდამ მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. ამის გამო ძალიან ბევრმა ახლობელმა ადამიანმა ატკინა გული, ბევრი განუდგა.

სამოქალაქო ომი, დაპირისპირება, ახლობლებისგან მიყენებული ტკივილი და.... მსახიობს ჯანმრთელობა შეერყა. ლია ელიავამ ინფარქტი მიიღო:

“ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა…” – ამბობს მსახიობის შვილი ნანა კობერიძე.

image

ნათქვამია : "თუ რამე გტკივა- გაჩუმდი, თორემ ტკივილს სადაც გტკივა ზუსტად იქ მოგაყენებენ!"...

- ლია ელიავამ გაჩუმება ვერ შეძლო...

საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ თითქოს კარგად იყო, მაგრამ გულმა ბოლომდე არ უერთგულა და...

ის ძილში გაჩერდა...

image


0
7777
4-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
7777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0