x
image
გემი დალანდი
ორგანიზმის 8 სიგნალი, რომელიც მენოპაუზის მოახლოებაზე მიგვითითებს
რატომღაც, ბევრ ქალს ჰგონია, რომ მენოპაუზას წინ უნდა უსწრებდეს ალები და მენსტრუაციის შეწყვეტა. მენოპაუზის მოახლოებას სხვადასხვა სიგნალებით გვატყობინებს ორგანიზმი, რომელთაც ბევრი ქალი ყურადღებას არ აქცევს.

სწორედ ამ სიმპტომებს გაგაცნობთ ამ სტატიაში:


1.არასასურველი თმა

imageარასასურველი თმა შეიძლება ამოგივიდეთ ნიკაპზე, ლოყებსა და ტუჩს ზემოთ.ეს ესტროგენების მიმართ ანდროგენების დონის ცვლილებით აიხსნება. მენოპაუზის დროს ანდროგენების და ესტროგენების დონე სხვადასხვა სიჩქარით მცირდება. იმ დროს, როცა ესტროგენების დონე მკვეთრად ეცემა, ანდროგენების დონე შედარებით ნელა იკლებს.



2.ოფლიანობა

imageესტროგენების დონის ვარდნა ჰიპოთალამუსს “აფიქრებინებს", რომ ორგანიზმი გადახურებულია და ოფლის გამოყოფით ცდილობს სხეული გააგრილოს.


3.ძვლის მასის შემცირება

imageძვლის სისქის შემცირებაც ესტროგენებისა და ანდროგენების დაქვეითების შედეგად ხდება. მენოპაუზის პირველ 5 წელში შესაძლოა ძვლოვანი მასის 20% დაკარგოთ.შედეგად, იზრდება ოსტეოპოროზის რისკი.


4.შარდის შეუკავებლობა

imageესტროგენების დაქვეითება საშარდე გზების ლორწოვანის გათხელებას იწვევს, ამას თან ერთვის ვაგინალური მშობიარობის შედეგად მოდუნებული მუცლის კუნთები და შედეგად შესაძლოა შარდის შეუკავებლობა განვითარდეს.


5.გულმავიწყობა

imageჰორმონალურმა პრობლემებმა შესაძლოა სტრესი და უძილობაც გამოიწვიოს.შედეგად, ყურადღება ქვეითდება და ადამიანი გულმავიწყი ხდება.


6.უძილობა

imageპროგესტერონი-ეს დამამშვიდებელი ჰორმონია, ამიტომ, როცა ორგანიზმში მისი დონე მკვეთრად იკლებს, ადამიანი შფოთვის მომატებას გრძნობს, რაც თავის მხრივ ძილის დარღვევას იწვევს.


7.ალერგიის ახალი შემთხვევები

imageჰორმონები და იმუნური სისტემა შეთანხმებულად მუშაობენ. ქალებს, რომლებსაც მენოპაუზა ეწყებათ, შესაძლოა ალერგია განუვითარდეთ ისეთ რამეზე, რაზეც ადრე რეაქცია არ ჰქონიათ. ეს იმუნური სისტემის დასუსტებითაა გამოწვეული, რასაც თავის მხრივ ჰორმონების ძვრა იწვევს ამ პერიოდში.


8.მხედველობის ცვლილება

imageჰორმონები ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებს არეგულირებენ. მათმა ცვლილებამ კი შესაძლოა თქვენს მხედველობაზეც იმოქმედოს. ზოგ შემთხვევაში, თუ ახლომხედველი ხართ, მენოპაუზის დროს შესაძლოა შორსმხედველობა განგივითარდეთ.




0
118
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0