x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81 წლის მამაკაცი საკუთარი ავტომობილით რომში გაემგზავრა, მაგრამ გერმანიაში ამოყო თავი

image

81 წლის მოხუცი საკუთარი "იაგუარით" ქალაქ ნიუკასლიდან რომში გაემგზავრა, რომ პირადად რომის პაპი მოენახულებინა, თუმცა საბოლოოდ გერმანიაში ამოყო თავი.


მოხუცი, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, წარმოშობით იტალიიდან არის და სიბერეში გადაწყვიტა მოენახულებინა რომი და ვატიკანი, ავტომობილის ნავიგატორში შეიყვანა დანიშნულების პუნქტი - რომი(Rom), არა და იტალიის დედაქალაქი იწერება-Rome, ნავიგატორმა კი გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას პატარა დასახლებული პუნქტი რომი(Rom) დააფიქსირა.



მას შემდეგ, რაც სისტემამ აუწყა მოხუცს, რომ მშვიდობიანად მიაღწია "რომში", დაბნეული მოხუცი გადმოვიდა მანქანიდან, რომ რაიმე ორიენტირი ენახა, თუმცა არც კოლიზეუმი და არც წმ.პეტეს ტაძარი არსად ჩანდა, ირგვლივ მხოლოდ ჩვეულებრივი სოფლის გზა იყო.



ყველაზე კომიკური ამ სიტუაციაში ის მოხდა, რომ მანქანიდან გადმოსულ მოხუცს ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა, რის შემდეგაც ავტომობილი დაგორდა და "რომის" აბრა წააქცია.image

ამის შემდეგ ადგილზე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო, სადაც დახვდათ დაბნეული მოხუცი, რომელიც დანიშნულების ადგილს 900 მილით ასცდა.

" ეს ადამიანი რომში მომლოცველად მიდიოდა, სადაც იმედი ჰქონდა, რომ რომის პაპს ნახავდა"-განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა, მონიკა ტროიტლერმა(Monika Treutler).

საბოლოოდ მოხუცი ორი საათის შემდეგ, პოლიციის დახმარებით უკვე სწორი ნავიგაციით რომისკენ გაემგზავრა.

0
333
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0