x
საქორწილო ტრადიციები ძველ საქართველოში
image



თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა, სხვადსხვა ერის ადამიანები ამ დღეს განსხვავებულად აღნიშნავენ. ძველ საქართველოშიც თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი იმართებოდა.


image


დაკვლევა-გარიგების ტრადიცია - ეს ქალ-ვაჟის უშუალოდ მოწონების პროცესია, ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას. ასევე არსებობდა გარიგება, როდესაც მაჭანკალი აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ქალის მზითევის რაობას და ა.შ.




image


აკვანში დანიშვნის ტრადიცია - მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები ბავშვებს მცირე ასაკშივე ნიშნავდნენ.


image



ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვდა, ამიტომაც საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.



image



ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს სიმღერით კერის და შუა ცეცხლის გარშემო შემოატარებდნენ, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.



image



ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა.



image


ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა.



image


მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.

0
172
შეფასება არ არის
ავტორი:ნანა კალანდაძე
ნანა კალანდაძე
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0