x
მეტი
  • 23.08.2019
  • სტატია:93822
  • ვიდეო:342232
  • სურათი:456076
საბჭოთა იმპერიის სირცხვილი-როგორ შეძლო მათიას რუსტმა წითელ მოედანზე დაჯდომა

image
ზუსტად
32 წლის წინ, 1987 წლის 28 მაისს 19 წლის მათიას რუსტმა შეძლო წარმოუდგენელი რამის გაკეთება: მან სპორტული თვითმფრინავით გაარღვა კლასობრივი მტრის, "რკინის ფარდის " საჰაერო საზღვარი და მშვიდობიანად დაეშვა პირდაპირ მოსკოვში, წითელ მოედანზე, იმ იმპერიის დედაქალაქის შუაგულში, სადაც, ხატოვნად თუ ვიტყვით, შიშით "ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა"(ვინც შეფრინდა ყველას ძვირად დაუჯდა, გავიხსენოთ თუნდაც 1983 წლის ტრაგედია- კორეული Boeing 747-ის ჩამოგდება)



ყველაფერი 1987 წლის 13 მაისს დაიწყო, 19 წლის მათიას რუსტმა სპორტული თვითმფრინავი Cessna 172 იჯარით აიღო, დაუყენა დამატებით საწვავის ავზები( მეორე რიგი სავარძლების სანაცვლოდ) და დაიწყო მოგზაურობა, აფრინდა გერმანულ ქალაქ იუტერზენიდან და 5 საათიანი ფრენის შემდეგ დაეშვა შოტლანდიის კუნძულების ერთ-ერთ აეროდრომზე.


მეორე დღეს რუსტი გაფრინდა ფარერის კუნძულებზე, ხოლო 15 მაისს გადაფრინდა ისლანდიაში, მოინახულა ჰიოვდი, სადაც 1986 წლის ოქტომბერში რეიგანი-გორბაჩოვი ერთმანეთს შეხვდნენ.


"ვიგრძენი, რომ სულით შევუერთდი ამ ადგილს, ემოციებით ავივსე და ამავდროულად გაწბილებული ვიყავი სამიტის ჩაშლის გამო და იმითაც, რომ ვერ შევძელი შარშან შემოდგომაზე ამ ადგილზე მოხვედრა, ამან მომცა მოტივაცია, გამეგრძელებინა მოგზაურობა..."(მათიას რუსტის მოგონებიდან)



22 მაისს რუსტი ბერგენიდან(ნორვეგია) ჰელსინკიში გადაფრინდა, ამის შემდეგ მათიას რუსტმა ჩაიფიქრა უკვე გიჟური გადაწყვეტილება, მანამდე იგი ორჭოფობდა..."დიახ ეს უნდა გავაკეთო"..."არა, ეს სიგიჟეა".


28 მაისს დილით საწვავით შეავსო "სესნა" და სადისპეტჩეროს გადასცა ორსაათიანი ფრენის გეგმა სამხრეთ-დასავლეთით-სტოკჰოლმის მიმართულებით, როგორც მოგვიანებით თვითონ განაცხადა, ეს იყო ალტერნატიული მარშრუტი, რაიმე ისე თუ ვერ წავიდოდა.



13:21 წუთზე მათიას რუსტი ჰელსინკიდან აფრინდა და გეზი კი სულ სხვა მიმართულებით აიღო.20 წუთიანი ფრენის შემდეგ მათიას რუსტმა გამორთო კავშირის ყველა მოწყობილობა დაეშვა 200 მეტრის სიმაღლეზე(რადარებს რომ არ დაეფიქისრებინათ) და ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლს გაჰყვა.image

დაახლოებით 14 საათზე რუსტის თვითმფრინავი რადარის ეკრანებიდან გაქრა, დისპეტჩერებმა სამაშველო-სამძებრო ბრიგადა გააგზავნეს ფინეთის ყურეში, მაშველებმა ზღვაში აღმოაჩინეს ზეთის ლაქა და ივარაუდეს, რომ რუსტის "სესნამ" კატასტროფა განიცადა.

ამასობაში კი რუსტმა ქალაქ კოხტლა-იარვედან გადაკვეთა საბჭოთა საზღვარი და გეზი მოსკოვისკენ აიღო, საბჭოთა საჰაერო -თავდაცვითმა ძალებმა აღმოაჩინეს უცხო საფრენი აპარატი, ქალაქ გდოვიდან ჰაერში აფრინდა მორიგე მიგ -21 და მიგ-23, პილოტმა, ლეინტენატმა .პუჩნინმა გადმოსცა, რომ დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა იაკ-12 ტიპის თვითმფრინავი. ავიაგამანდგურებელს არ შეეძლო დაბალ სიჩქარეზე ფრენა, დაარტყა რამდენიმე წრე და შემდეგ ისევ აეროპორტში დაბრუნდა.

15 საათზე რუსტმა, როდესაც ფსკოვის რაიონს გადაუფრინა, კიდევ ერთ ეშმაკობას მიმართა – სისტემა "ჩემი-უცხოს" კოდი შეცვალა, ბედად, ამ დროს ფსკოვის რაიონში სასწავლო ფრენები მიმდინარეობდა და ახალგაზრდა საბჭოთა ლეინტენატმა ჰაერში მყოფ ყველა საფრენ აპარატს კოდი " ჩემი" მიანიჭა.

18:30 წუთზე რუსტი მოსკოვში შეფრინდა და პირდაპირ წითელ მოედანზე დაჯდა.image

19 წლის მატიას რუსტის სახელი ერთ დღეში გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში. მან მართლაც შეუძლებელი შეძლო: გაარღვია მძლავრი საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ფარი ისე, რომ შეუმჩნეველი დარჩა და მეტიც, პირდაპირ იმპერიის ბუნაგის ცენტრში- წითელ მოედანზე დაეშვა.


მოსკოვში მატიას რუსტი დააპატიმრეს, 1987 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო, "ხულიგნობისთის" მას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მან 1 წელზე ოდნავ მეტი დაჰყო ციხეში, რის შემდეგაც იგი გფრ-ში დაბრუნდა.image

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მატიას რუსტი გმირად არ ჩაუთვლიათ, პირიქით, პრესა მას დიდად არ წყალობდა, ჯერ იყო და ჩამოართვეს პილოტის ლიცენზია, ხოლო 1989 წლის მერე მით უმეტეს, როცა რუსტმა ჩხუბის დროს მედდა დაჭრა და ამის გამო 15 თვე ციხეში ჯდომამ მოუწია.



2001 წელს რუსტი კიდევ ერთხელ დაიჭირეს, უნივერმაღიდან ქაშმირის სვიტრის მოპარვის გამო.


როგორც ცნობილია, იგი პოკერის თამაშით ირჩენდა თავს, 2012 წელს გამოვიდა მისი მემუარები.


რაც შეეხება თვითმფრინავს Cessna 172-ს, რითაც რუსტმა სენსაციური გადაფრენა განახორციელა, იაპონელმა ბიზნესმენმა იყიდა, თუმცა 2008 წელს იგი გამოისყიდა გერმანიის ტექნიკურმა მუზეუმმა და დღემდე იქ გახლავთ დაკიდებული.image

http://intermedia.ge/vid/96723-საბჭოთა-სირცხვილი-მათიას-რუსტი-წითელ-მოედანზე-1987/


0
294
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0