x
image
ვიზა კოხაძე
"პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი კრემლის მარიონეტის ფუნქციას ასრულებს ამ თემის გაღვივებაში" - თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქსტატუსი დავით გარეჯზე

image"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ ჩვენთვის არც თუ საიმედო პროცესებს ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს: – " მედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება დავით გარეჯის თემის გაშუქებისას.ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელმა მიიღოს ინფორმაცია, რომ დღევანდელი საზღვრები არის საბჭოთა კავშირის პერიოდში დადგენილი და დავით გარეჯის ნაწილი, მხოლოდ ნაწილი, მართლაც ყვება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.ზუსტად ისე, როგორც ქართული კულტურის სხვა ძეგლებია მოყოლილი სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე საზღვრების ცვლილებების შედეგად.იაფფასიანი სენსაციონალიზმი მჯერად სცდება გემოვნების ფარგლებს და დიდი რისკის მატარებელია.

P.S. მეგობრის კედელზე კითხვას გადავაწყდი, რუსეთთან რატომ არ იჩენ იგივე სიფრთხილეს, რასაც აზერბაიჯანთანო.სერიოზული პასუხი ამ კითხვაზე ისაა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რომ ყვება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ესეც რუსეთის და საბჭოთა ოკუპაციის ბრალია და თუ ვინმეს ვთხოვთ პასუხს, რუსეთს უნდა მოვთხოვოთ - მაგრამ დამოუკიდებულობა როცა მოვიპოვეთ, შევთნხმდით, რომ საბჭოთა კავშირის დროს დადგენილ საზღვრებში გავაგრძელებდით ცხოვრებას.აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საბჭოთა საზღვრებითაც საქართველოა და შეთანხმებული საზღვრები რუსეთს აქვს დარღვეული.ეს - სერიოზული პასუხი.უფრო სერიოზული პასუხი კი ისაა, რომ სწორედ ეს კითხვები რომ დაისვას იმისთვისაა ხელოვნურად აგორებული ეს თემა.პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი კრემლის მარიონეტის ფუნქციას ასრულებს ამ თემის გაღვივებაში."imageTamara Chergoleishvili1 hმედიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება დავით გარეჯის თემის გაშუქებისას.ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელმა მიიღოს ინფორმაცია, რომ დღევანდელი საზღვრები არის საბჭოთა კავშირის პერიოდში დადგენილი და დავით გარეჯის ნაწილი, მხოლოდ ნაწილი, მართლაც ყვება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.ზუსტად ისე, როგორც ქართული კულტურის სხვა ძეგლებია მოყოლილი სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე საზღვრების ცვლილებების შედეგად.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მას არც დაუმალავს, რომ შესაძლოა მის განცხადებებს მოჰყვა დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელიც საზღვრის დელიმიტაციას შეეხებოდა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა, ქვეყანას მისცეს სამუდამო საზღვრები.
0
259
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0