x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნახეთ, რა გელოდებათ მიმდინარე კვირაში - მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
image
ეს კვირა გვაძლევს შესაძლებლობას, ყველა ნიშანს მეტ-ნაკლებად იმისა, რომ საქმეები დავიწყოთ, შევასრულოთ, ან დავასრულოთ. ეს კვირა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან შემდეგი კვირა უკვე ახალმთვარეობით იწყება.


ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "იმედის დილის" ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა ნელა-ნელა შედის უარყოფით ველში, ეს კვირა იძლევა შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი იდეების და პროექტების განხორციელებისა.


მისივე თქმით, აცულებელია რომ ეს კვირა აქტიურად განვლოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა, შეუძახოს საკუთარ თავს.



ვერძი- ფრიად აქტიური და ენერგიულია, ენერგოტონუსი მატულობს და განწყობა უმჯობესდება, მაგრამ ზედმეტ ენერგიასთან ერთად მატულობს სულსწრაფობა, მეტი ფულის ხარჯვის სურვილი, რაც შეიძლება გახდეს ფინანსური, ზოგ შემთხვევაში ფინანსებთან დაკავშირებით კონფლიქტების საბაბი. ამიტომ ფინსანურ საკითხებს, პროექტებს, კაპიტალდაბანდებებს დიდი ყურადღება დაუთმეთ, რათა შემდეგ წაგების საფრთხის წინაშე არ დადგეთ.


ურო - საკმაოდ მძიმე პერიოდია. უკვე იგრძნობენ ხასიათცვალებადობას, იგრძნობენ, რომ განწყობა არ აქვთ ისეთი, როგორიც ჰქონდათ. ენერგოტონუსი მცირდება. ჩემი თხოვნაა კუროებისადმი, იმოქმედეთ, ოღონდ ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და დროდადრო შეძლებისდაგვარად დაისვენეთ და იმოქმედეთ თქვენი საფირმო პრინციპით: შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი ყველგან და ყოველთვის.


ტყუპები - არის მთავარი ფავორიტი. მზე და პლაენეტა მერკური ტყუპების ზოდიაქოს გადიან, ამიტომ ეს ნიშანი ყველაზე აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. გენერატორია ბრწყინვალე იდეების. კარგი შუამავალია. მოგზაურობისათვის, უცხოელებთან კონტაქტისათვის, მნიშვნელოვანი ბიზნესპროქეტებისათვის, საუკეთესო პერიოდი აქვს, ასევე პირადი ურთიერთობებისთვის. ამიტომ ტყუპები! იაქტიურეთ და იმოქმედეთ. ოღონდ იგივე პრობლემა გაქვთ, რაც ვერძს, ზედმეტი ფულის ხარჯვა, ამას გაუფრთხილდით, რომ ამ დანახარჯმა არ გადააჭარბოს თქვენს შემოსავალს.


კირჩხიბი - ყველაზე რთული პერიოდი აქვს. რადგან ახლა კირჩხიბი არის დაბადების წინა ზონაში, მისი ენერგოტონუსი ყოველდღე მცირდება. კირჩხიბები იგრძნობენ ნელ-ნელა, რომ უფრო ადვილად იღლებიან, უფრო მეტად ფსიქო-ემოციურად გაღიზიანებულები არიან, რაზეც სხვა დროს არ ბრაზდებიან, ის აღიზიანებთ. თანდათან მის საწინააღმდეგოდ ჭორების, ინტრიგების, ფარული მტრების ტენდენცია მოიმატებს, ამიტომ კირჩხიბებს ვთხოვ, რას, მინიმუმამდე დაიყვანონ ყველა სახის სარისკო მოქმედებები, არავითარი პასუხისმგებლობა ზედმეტი საკუთარ თავზე არ აიღონ, ნუ გადაიღლებით, ყოველდღიურ რიტმზე გადაერთეთ და თქვენთვის სასიამოვნო ხალხთან ურთიერთობა კარგად იმოქმედებს, ასევე კარგია ურთიერთობა ბუნებასთან. აუცილებლად ფრთხილად იმოქმეედეთ, ყოველგვარი სარისკო მოქმედებების გარეშე.


ლომი- აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანია, შარმიანია, კარგი ორგანიზატორია, კი ეს ყველაფერი არის, მაგრამ აქ პლენატების წყობა ხელს უწყობს კონფლიქტებს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან, აქ უნდა იყოს მეტად დელიკატური და ფრთხილი და უფრო მეტიც, სასიყვარულო პარტნიორებთან და შვილებთან, შესაძლოა ურთიერთობა დაეძაბოს ზედმეტი ამბიციების გამო, ამიტომ ამ თვისებებს საკუთარ თავში, მიაქციოს ყურადღება. ნუ იქნება ზედმეტად ეგოისტი და დიქტატორი.


ქალწული - მათ მფარველი ანგელოზი ეხმარებათ, რადგან მფარველი ანგელოზი ზელენა ახლა გადის მათ ზოდიაქოს ნიშანს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ენერგოტონუსი მცირდება, ეს ნიშანი მაინც გარკვეული ზედა ძალების მფარველობის ქვეშ იმყოფება. მაგრამ მაინც ვთხოვ ქალწულებს, სარისკო ფინანსურ პროექტებს თავი დაანებონ, ჯობია მოკიდონ ხელი იმას, რაც უკვე აპრობირებულია და კარგად, პრაგმატულად გააზრებული და პატარა ნაბიჯებით ეცადონ მიზანთან მისვლას. ნუ იჩქარებენ და ნუ ეცდებიან გრანდიოზული პროექტების განხორციელებას.


სასწორი - ნელ-ნელა უფრო აქტიური და ენერგიული ხდებიან. სასიკეთო მოვლენები მოსალოდნელია მის ცხოვრებაში, მაგრამ პრობლემა აქვს რა, სულსწრაფობა, ჩქარობს, უნდა ახლავე განხორციელება, რის გამოც შეცდომებს უშვებს, ამიტომ თუ იმოქმედებს პრინციპით: შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი, მაშინ ეს კვირა იქნება საკმაოდ წარმატებული მისთვის.


მორიელი - მათ უნდა შეამცირონ ცოტა საკუთარი აქტიურობა, რადგან აქ ფინანსური წაგების პრობლემა ჩნდება, ასევე სხვისი მხრიდან მისი მოტყუების პრობლემა მატულობს, ამიტომ იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, წინდახედულად, ინტუიციაზე დაყრდნობით, რათა შეცდომები არ დაუშვას. ნელ-ნელა მათი ენერგოტონუსი კლებულობს.


მშვილდოსანი - მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი მაღალი აქვთ, ჯანმრთელობა სტაბილური, კონკურენტული ბრძოლა, ფარული მტრების ბრძოლა მათ გარშემო და სარისკო მოქმდებების შედეგად შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან დიდია, მაგრამ თუ ფრთხილად იმოქმედებს, წარმატების შესაძლებლობა არის.


თქის რქა - მაქსიმალური ყურადღება მართებს. კარიერული პრობლემები, ხელმძღვანელებთან დაპირისპირება და სხვა კონფლიქტები მატულობს.


მერწყული - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ გადაიტვირთებით, სხვა მხრივ პერიოდი კარგია იდეების გენერირებისათვის.


თევზები - მათ ვთხოვ, არავითარი ზედმეტი დეპრესია, აქტიურად იმოქმდეთ და მეტი ოპტიმიზმით განიმსჭვალეთ, ამ შემთხვევაში ეს კვირა სასიკეთო შესაძლებლობებს მოგცემთ. შემდეგი კვირიდან კი უფრო ფრთხილად და წინდახედულად მოიქეცით.


ასტროლოგი ყველა ზოდიაქოს ნიშანს აფრთხილებს პრინციპით, ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია და აანონსებს ურთულესი პერიოდის დაწყებას, რომელიც მისი თქმით, 20 ივლისამდე გასტანს.


"ურთულესი პერიოდი იწყება, შესაძლოა ითქვას, წლის განმავლობაში ყველაზე რთულიც კი"




1
362
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
362
  
2019, 28 მაისი, 12:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1