x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს გამაიყვანეს და აღარ შეყავთ" - ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილზე

image


ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში - "იმედის კვირა" "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთაწმინდის რაიონის შუალედურ არჩევნებსა და კონკრეტულად შალვა შავგულიძის კანდიდატურაზე ისაუბრა, მისი თქმით ის ვერ ხედავს მიზეზს, რომლის გამოც შეიძლებოდა, რომ შავგულიძე "ევროპული საქართველოს" გვერდით დამდგარიყო: "სამწუხაროა ჩემთვის, რომ ბატონი შავგულიძე შეუერთდა, ასე ვთქვათ, მკვლელების კორპორაციას, ჩემთვის ნაცმოძრაობა და მათი ლიდერებისგან შექმნილი პოლიტიკური კლუბი ასოცირდება მკვლელების კორპორაციასთან, მე არ მოვერიდები ამის თქმას, რატომ? ევროპული საქართველო ჩემთვის არის იგივე ნაცმოძრაობის დანაყოფი, ეს ჩემი აზრით, იყო ტექნიკური გაყოფა, ფრონტი გაშალეს, თქვეს, რომ ჩვენ სისხლიან საქმეებში არ ვმონაწილეობდითო... თუმცა, მე მათ შევახსენებ, რომ ძალიან ბევრი ბრალდება არის თუნდაც "ევროპული საქართველოს" ლიდერების - ბოკერიას, ბაქრაძის, გიგი უგულავას მიმართ"- განაცხადა ღარიბაშვილმა "იმედისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში. პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის ამ კრიტიკულ განცხადებას "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამჯერად მცირე კომენტარით გამოეხმაურა: "ეს გამაიყვანეს და აღარ შეყავთ" - წერს საკუთარ გვერდზე ჩერგოლეიშვილი.





0
407
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
407