x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცოტა მოეშვას კობახიძე და თავი ჩაყოს..... " - ანა დოლიძე ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს

image


პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ბორჯომში სასამართლო რეფორმის შეხვედრაზე, სამუშაო პროცესში არ იყო ჩართული და რომ მან ნახევარი დღე აუზზე გაატარა: "ბოლო ხუთი სრული დღე დავუთმეთ ამ საკითხის განხილვას, მათ შორის გვქონდა ორი ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა. ყველა მხარე იყო ჩართული ამ განხილვებში, გარდა ქალბატონი ანა დოლიძისა. 5 დღიდან მან მხოლოდ ერთი არასრული დღე გაატარა ჩვენთან ერთად და იმ ერთი დღიდან ნახევარი დღე იყო აუზზე. აი, ეს არის რეალობა" – აღნიშნა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას თავად ანა დოლიძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და მას ერთი, ფრიად სასარგებლო რჩევაც მისცა: "კობახიძეს ძალიან შურს იმ ხალხის, ვინც აუზზე დადის. ალბათ, თმები რომ არ დაუსველდეს, არ ჩადის აუზში. ცოტა მოეშვას კობახიძე და თავი ჩაყოს წყალში, ცუდი არ იქნება მისთვის".




0
348
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
348