x
image
ნინო ბაისონაშვილი
კინო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს

სინემას, იგივე “კინომოს“ საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. მან გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. საქრთველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კინოს განვითარებაზე ზრუნვა მთავარმა სამოქალაქო - ეკონომიკურმა გაერთიანებამ დაიწყო, ვინაიდან ახლადგათავისუფლებული საქართველოსთვის კინემატოგრაფიის და, ზოგადად, კულტურის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ქართული კინოს იმდროინდელი ხელმძღვანელი გერმანე გოგიტიძე და მისი გუნდი უმალ ჩნდებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენების ეპიცენტრში, ისინი თანამედროვე ჟურნალისტების ფუნქციას ასრულებდნენ. გუნდის წევრები გადაღებულ მასალას ამუშავებდნენ და კინოთეატრებში უჩვენებდნენ, რისი წყალობითაც ინფორმაცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდებოდა, შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სუბიექტური აზრის ქონის და მისი გამოხატვის საშუალებას სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აძლევდა.

image

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ სამი წელი იარსება. ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ კინო, ისევე როგორც სხვა ყველა სფერო, საბჭოთა ხელისუფლების კონტროლქვეშ აღმოჩნდა და მის ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცა. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გადაღებულ უნიკალურ კადრებს საბჭოთა პროპაგანდა დიდიხნის განმავლობაში იყენებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრების დისკრედიტაციისა და გაშარჟებისთვის. როდესაც კადრებმა თავისი, სსრ ხელისუფლების დროს მინიჭებული ფუნქცია შეასრულა, რეჟიმმა ისინი კინოსაცავში მოაქცია, რომელთა გადარჩევა -დახარისხების რისკი თავზე დოკუმენტალისტმა ნინო ნატროშვილმა აიღო. 1980 -იან წლებში მან შეძლო ამ სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში აღლუმების, 26 მაისის ზეიმების, სახალხო გვარდიის დღის და ევროპელ სტუმართა ვიზიტის კადრების განსხვავებული, კრიტიკული და ობიექტური თვალით დანახვა. ამ ყველაფერში საქილიკო ნამდვილად არაფერი იყო, ეს საბჭოთა პროპაგანდისტულმა მანქანამ აჩვენა ასე, რათა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ყოველგვარი ილუზია თუ ოცნება უკუეგდო და სამუდამოდ დაევიწყებინა.

აღსანიშნავია, რომ ის კადრები, რომლებიც რეჟიმმა განსაკუთრებით საშიშად მიიჩნია, გააქრო. 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრებისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის ფაქტი, რომელიც ფირზე იყო აღბეჭდილი, საბჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა. აღნიშნული ფირის ასლი დევნილმა მთავრობამ პარიზში, ემიგრაციაში გაიყოლა, რისი საშუალებითაც მოხერხდა ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის აღდგენა. ამის შემდეგ ფირის კვალი იკარგება და მასზე აღარაფერია ცნობილი.

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0