x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
ებრაელმა ქალმა 7 წლის წინ გარდაცვლილი უცნობისგან შვილი გააჩინა

image


2013 წელს 35 წლის ლიატ მალკამ ქალაქ აშკელონიდან ექიმისგან შეიტყო, რომ მას დარჩა ძალზე მცირე კვერცხუჯრედი და თუ სურს გახდეს დედა, უნდა იჩქაროს.



ლიატი, რომელიც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა, მარტოხელა იყო, არც მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, არა და დედობა ძალზე სურდა.


ერთ დღესაც, შემთხვევით, YouTube-ზე ნახა 2009 წლის ვიდეო, სადაც ცოლ-ქმარი რუსეთიდან ვლად და იულია პოზნიანსკები საუბრობდნენ ერთადერთი გარდაცვლილი შვილის გაყინულ სპერმაზე, რომლებიც ცდილობდნენ ხელისფლებისგან აეღოთ ნებართვა სპერმის გამოყენებაზე, რომ შეესრულებინათ შვილის უკანასკნელი სურვილი.

imageფოტოზე:ცოლ-ქმარი პოზნიანსკები საკუთარ შვილ ბარუხთან ერთად



წყვილის შვილი ბარუხ პოზნიანსკი, ხაიფას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი, 23 წლის იყო, როდესაც კიბოთი დაავადდა.


ახალგაზრდა მამაკაცმა მკურნალობის დაწყებისთანავე გაყინა საკუთარი სპერმა და მშობლებს სთხოვა, თუ დაიღუპებოდა, ენახათ ქალი, რომელიც თანახმა იქნებოდა, მათთვის შვილიშვილის გასაჩენად.


ბარუხმა ანდერძიც კი დაწერა ყველა წესის დაცვით, სადაც მისი უკანასკნელი "ბიოლოგიური სურვილია" გამოხატული.


ახალგაზრდა კაცი 2008 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა 25 წლის ასაკში.

image

ამ ისტორიამ დააინტერესა ლიატი. იგი პოზნიანსკებს დაუკავშირდა და რაოდენ იყო მისი გაკვირვება, როდესაც გაიგო, რომ წლების გასვლის მიუხედავად, ბიჭის მშობლებმა ვერ ნახეს მსურველი დონორი ქალი, მიუხედავად იმასა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ გარდაცვლილი ბიჭის სპერმის გამოყენების ნებართვა გასცა.


ამის შემდეგ ლიატმა პოზნიანსკებთან შეხვედრა გადაწყვიტა, პირველსავე შეხვედრაზე მათ ერთმანეთი მოეწონათ.



"შეხვედრაზე პოზნიანსკებმა შვილის ფოტოალბომი მოიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ ბარუხს არასდროს არ შევხვედრივარ, ის ძალზე ახლობელ, მშობლიურ ადამიანად მომეჩვენა"-იხსენებს ლიატ მალკა.



მალე ლიატმა და პოზნიანსკებმა ყველა იურიდიული ფორმალობა მოაგვარეს და ახალგაზრდა ქალმა დაიწყო მზადება ხელოვნური განაყოფიერებისათვის, რა დროსაც ლიატმა ანონიმურობა არ დაიცვა - ანუ მის ბავშვს ეცოდინება მამაც და მისი ნათესავებიც - ბებია, პაპა და ა.შ.

image

ლიატი მეორე ცდის შემდეგ დაფეხმძიმდა, გოგონა შირა 2015 წლის 1 დეკემებრს დაიბადა, ანუ ბარუხ პოზნიანსკის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, დღეს შირა 3, 5 წლისაა და მამასავით ღია ცისფერი თვალები აქვს.

image

"შირამ იცის, რომ ჰყავდა მამა, მაგრამ ახლა ის აღარ არის, ის ძალზე ბედნიერია და სიყვარულითაა გარშემორტყმული"-აღნიშნავს ლიატი.

0
282
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0