x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
თორი - ღირსებისა და სიმამაცის სიმბოლო

image
მო­ქუფ­რუ­ლი ცი­დან ტი­ტე­ბი­ვით მოკ­რე­ფი­ლი, კო­ნად შეკ­რუ­ლი ჭექა-ქუ­ხი­ლის თა­ი­გუ­ლით ხელ­ში შე­ა­ბი­ჯა თორ­მა სი­ფის ოთახ­ში… ჟღა­ლი წვე­რი­დან იოდ­მან­გა­დუ­მის, მიდ­გარ­დის გვე­ლის, გეს­ლი უწ­ვე­თავ­და და სევ­და­ნა­რე­ვი ღი­მი­ლით შეჰ­ყუ­რებ­და თა­ვის ღვთა­ე­ბა­სა და ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს… თორი სიმ­ბო­ლოა ღირ­სე­ბი­სა და სი­მა­მა­ცის, მას­შია სუბ­ლი­მი­რე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბი, თორი ის ღმერ­თია, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბას არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია, მაგ­რამ მიდ­გარ­დის მცვე­ლი მა­ინც და­უ­ღა­ლა­ვად იცავს ადა­მი­ან­თა მოდ­გმას… კა­ცობ­რი­ო­ბი­ო­ბის და­სა­ცა­ვად ქა­ლად გა­დაც­მუ­ლიც შე­პა­რუ­ლა იო­ტუ­ნებ­თან, რო­მელ­თა მე­ფე­მაც მი­ოლ­ნი­რი მო­ი­პა­რა და პო­სე­ი­დო­ნის სამ­ყო­ფელ­ში, ზღვის უსას­რუ­ლო­ბა­შიც და­კარ­გუ­ლა იოდ­მან­გა­დუ­მის მო­სა­ძებ­ნად, ას­გარ­დე­ლი ჯუ­ჯე­ბის ნა­ჭე­დი ურო­თი ხელ­ში და­უ­მარ­ცხე­ბია სი­ბო­რო­ტე... ორი დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი პო­ლუ­სი­დან, ის ყო­ველ­თვის სი­კე­თის მხა­რეს იბ­რძო­და და ალ­ბათ ვი­კინ­გე­ბიც ამი­ტომ შეჰნატ­როდ­ნენ მას­თან ერ­თად ვალ­ჰა­ლა­ში ლუ­დის და­ლე­ვას…


თო­რის მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი კო­მიქ­სებ­შიც მე­ტა­მორ­ფოზ­და… მარ­თა­ლია, ოდ­ნავ შეც­ვლი­ლი ვი­ზუ­ა­ლით, მაგ­რამ მისი იდეა და სიმ­ბო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სახე უც­ვლე­ლად გად­მო­ი­ტა­ნა სტენ ლიმ. “უსას­რუ­ლო­ბის ომში” გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფრა­ზა თო­რის პერ­სო­ნა­ჟის ფუნ­და­მენ­ტურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე უს­ვამს ხაზს, ის კა­ცის იდე­ა­ლუ­რი სა­ხეა და პლა­ტო­ნის იდე­ა­თა სამ­ყა­რო­შიც, ალ­ბათ, კაცი თო­რის პრო­ტო­ტი­პი იქ­ნე­ბო­და… ამ ღმერ­თის კო­მიქს-დე­ბი­უ­ტი 1962 წელს შედ­გა, როცა ის კო­მიქსში “მოგ­ზა­უ­რო­ბა მის­ტე­რი­ა­ში” გა­მოჩ­ნდა. თო­რის პერ­სო­ნა­ჟის მე­ტა­მორ­ფო­ზი­რე­ბის ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ათწლე­უ­ლებს ით­ვლის, სა­ბო­ლო­ოდ კი ჩვენ მი­ვი­ღეთ ზუს­ტად ისე­თი თორი, რო­გო­რიც მი­თო­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ან­საც კი მო­ე­წო­ნე­ბო­და, რო­მელ­საც თორი მხო­ლოდ გო­ნე­ბა­ში ჰყავ­და და­ხა­ტუ­ლი… ღირ­სე­ბის იდეა საგ­ნობ­რი­ო­ბა­შია მოქ­ცე­უ­ლი და ერ­თა­დერ­თი, ვი­საც მა­ტე­რი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის ხელ­ში აწე­ვა შე­უძ­ლია - თო­რია…


image


კო­მიქ­სე­ბის ფურ­ცლე­ბი­დან კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ზეც გა­და­ვი­და ოდი­ნის ვაჟი და მემ­კვიდ­რე და გა­და­ვი­და ისე, რომ მარ­ვე­ლის კო­მიქს-სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. დაჯ­და მე­ფე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ტახ­ტზე და იმე­დი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით აავ­სო მა­ყუ­რე­ბე­ლი. 2011 წლი­დან გვაქვს მისი ხილ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა და იმე­დია მო­მა­ვალ­შიც არ და­ი­ვი­წყე­ბენ ამ სა­პა­ტიო პერ­სო­ნაჟს… მი­თო­ლო­გი­ურ და კო­მიქ­სე­ბის სამ­ყა­როს თორს შო­რის არის გან­სხვა­ვე­ბე­ბი, თუმ­ცა თორი იდე­აა, იდეა კი უკ­ვდა­ვია… ას­გარ­დის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, დი­დე­ბი­თა და პა­ტი­ვით მი­ა­ბი­ჯებს თორი წი­სარ­ტყე­ლის­ფერ ხიდ­ზე და დე­და­მი­წა­ზე და­ტო­ვე­ბულ სიყ­ვა­რულს იხ­სე­ნებს, რო­მელ­საც პი­რო­ბა მის­ცა რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბო­და...


image


31 მა­ისს „მარ­ვე­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი“ „მარ­ვე­ლის“ სუ­პერ­გმი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის შევ­სე­ბას უკვე თო­რის ფი­გუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით, ე.წ. storytellers-ით შეძ­ლე­ბენ.


3 მა­ი­სი­დან, „მარ­ვე­ლის“ სუ­პერ­გმი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­ლექ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი პრო­ექ­ტი „მარ­ვე­ლის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი 12 სუ­პერ­გმი­რის სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რის ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. წიგ­ნი-ჟურ­ნა­ლი მო­ი­ცავს სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­სა და ძი­რი­თად ის­ტო­რი­ებს თი­თო­ე­უ­ლი სუ­პერ­გმი­რის შე­სა­ხებ, ესე­ნია: ადა­მი­ა­ნი-ობო­ბა; რკი­ნის კაცი; თორი; კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა; დედ­პუ­ლი; შავი პან­ტე­რა და სხვა.

სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რა ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ვა 2 კვი­რა­ში ერთხელ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სუ­პერ­გმი­რე­ბის გა­მო­წე­რაც.


2 ივ­ნისს 14:00 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა „მარ­ვე­ლის“ „ქოსფლეი“, სა­დაც ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი „ქოსფლე­ის“ ავ­ტორს გა­და­ე­ცე­მა „მარ­ვე­ლის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სუ­პერ­გმი­რე­ბის სრუ­ლი კო­ლექ­ცია ე.წ. storytellers-თან და ჰალ­კის ფი­გუ­რას­თან ერ­თად.


ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისა­უბ­რე­ბენ „მარ­ვე­ლის“ გმი­რებ­სა და ან­ტიგ­მი­რებ­ზე. იქ­ნე­ბა მუ­სი­კა და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხის მო­ხატ­ვა.


0
59
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0