x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453223
ჩერნობილი - ახალი მინი-სერიალი , რომელმაც სამეფო კარის თამაშების შემდეგ დიდი ყურადღება მიიპყრო

image

ჩერნობილი, HBO და Sky-ს ერთობლივი ხუთ სერიანი მინი სერიალია, რომელიც მოგვითხრობს 1986 წლის ატომური აფეთქების შესახებ, ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტექნოლოგიურ კატასტროფაზე ისტორიაში და მსხვერპლზე, რომელიც შეეწირა წარმოუდგენელ კატასტროფას ევროპის გადასარჩენად. პრემიერა 6 მაისს შედგა და შემდეგი ახალი სერია ყოველ ორშაბათს იდება, რომელსაც პარალელურ რეჟიმში თარგმნიან ქართული საიტების მესვეურები.
მთავარი როლის შემსრულებლები არიან ჯერარდ ჰარისი ( პრემია „ემმის“ ნომინანტი ფილმი „ The Crow, Mad Men“ ) სტელან სკარსგარდი ( „ Melancholia, Good Will Hunter) და ოსკარის პრემიის ნომინანტი ემილი უოტსონი ( „ Hilary and Jachkie, Breaking the Waves“).
ჩერნობილის სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია ქრეიგ მაზინი ( „The Hunstman: Winter’s War“), ხოლო რეჟისორი იოჰან რენკი ( „Breaking Bad“). კინოკომპანიების Sister Pictures და The Mighty Mint-ის პროდიუსერები HBO/Sky -ს პროდიუსერებთან ერთად და პრემია „ემმის“ გამარჯვებული კეროლაინ სტროსი ( „Game of Thrones“) და ჯეინ ფეზერსტოუნი („ Broadchurch“) გვევლინებიან ასევე აღმასრულებელ პროდიუსერებად.
1986 წლის 26 აპრილს საბჭოთა კავშირში, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომლის შედეგადაც რადიაოაქტიური ნივთიერებები მოხვდა ბელორუსიაში, რუსეთში, უკრაინაში, ასევე სკანდინავიაში და დასავლეთ ევროპაში. ჯარედ ჰარისი ასრულებს ვალერი ლეგასოვის, საბჭოთა ფიზიკოს- ატომური ქიმიკოსის როლს. როგორც რეაგირების ჯგუფის წევრი, მან ერთ-ერთმა პირველმა გააანალიზა უპრეცედენტო მოვლენის მასშტაბურობა. სტელან სკარსგარდი ასრულებს საბჭოთა კავშირის ვიცე-პრემიერის ბორის შერბინას როლს, რომელიც კრემლმა ავარიის შემდეგ პირველ საათებში ჩერნობილში კომისიის ხელმძღვანელად დანიშნა. ემილი უოტსონი განასახიერებს ულიანა ხომსიუკის როლს, საბჭოთა ფიზიკოს -ატომური ქიმიკოსის როლს, რომელმაც გადაწყვიტა საიდუმლო ამოეხსნა, თუ რამ მიიყვანა ჩერნობილის ატომური ელექსტროსადგური აფეთქებამდე.
მინი სერიალში ასევე თამაშობს პოლ რიტერი ( „Lovesick“) ჩერნობილის მთავარი ინჟინერის თანაშემწის ანატოლი დიატლოვის როლს. ჯესი ბაკლი ( „Beats“) ლუდმილა იგნატენკოს როლს თამაშობს, პრიპიატის მცხოვრებს, რომელიც იყო პირველი რეაგირების ჯგუფის მეხანძრის ცოლი. ადრიან როულინსი ( „Harry Potter an the Half-Blood Prince“) - ჩერნობილის მთავარი ინჟინერი ნიკოლაი ფომინა და კონ ო’ნილი ( „Hartlos“) - ქარხნის დირექტორი ვიკტორ ბრიუხანოვი. სემ ტროტონი ( „ The Ritual“), ადამ ნაგაიტისი ( „ The Terror“), ბარი კოეგანი ( „Dunkirk“), რალფ ინესონი ( „ Harry Potter and Half-Blood Prince“), მარკ ლუის ჯონსი („ Star War: Episode VIII – The Last Jedi“), ფარეს ფარესი („ Westworld“) და დევიდ დენსიკი („McMafia“) ასევე თამაშობენ მთავარ როლებს.
სცენარის ავტორმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა კრეიგ მაზინმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო ჩერნობილის კატასტროფის გამოძიება, ცნობების ფართო სპექტრის გამოყენებით, რამდენიმე წიგნის ჩათვლით, ასევე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის შიდა განკარგულებების საბუთების და პირველი პირების ანგარიშების გაცნობით. კრეიგი ესაუბრებოდა მეცნიერებს, რომ გაეგო, როგორ მუშაობდა რეაქტორი. ინტერვიუები აიღო ყოფილ საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისგან, რათა უკეთ გაეგო 1986 წლის კულტურაზე.
ჩერნობილი გადაიღეს ლიტვაში გადასაღებ მოედანზე და უკრაინაში. სამხატვრო ხელმძღვანელი ოდილ დიკს-მირო („ Brooklyn“), პრემია „ ემმის“ ორგზის გამარჯვებული რეჟისორები ნინა გოლდი და რობერტ სტერნი („ Game Of Thrones“ ) და კომპოზიტორი ჰილდურ გუდნადოტირი ( „ Trapped“)

1
208
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
208
  
27 მაისი, 16:02
Vfiqrob uketesia vidre samefo karis tamashebis zgapari
0 1 1