x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
1974 წლის შემდეგ, მან მხოლოდ 131 დღე გაატარა გისოსებს მიღმა - გაიცანით "ჩარლზ ბრონსონი"

გაიცანით ინგლისის ყველაზე სახიფათო დამნაშავე მიშელ პიტერსონი, რომელმაც შემდეგში სახელი შეიცვალა ჩარლზ ბრონსონით. არცერთ პატიმარს მასთან ერთად იგივე საკანში დარჩენის სურვილი არ ჰქონდა, თუ მიზეზი გაინტერესებთ, მაშინ ბოლომდე წაიკითხეთ ჩემი დღევანდელი სტატია.


image










დღეს ჩარლზ ბრონსონზე ვისაუბრებთ, რომელმაც 1974 წლის შემდეგ, გარეთ მხოლოდ 131 დღე გაატარა, თუმცა მის სახელზე მკვლელობა არც კი ყოფილა. ასეთ კრიმინალთან ერთ საკანში დარჩენა არცერთ პატიმარს არ სურდა.


image





თითქმის მთელი ცხოვრება მან ციხეში გაატარა... ყველასთვის ცნობილი კრიმინალი ჩარლს ბრონსონი, ნამდვილი სახელით მიშელ პეტერსონი დაიბადა 1952 წელს ქალაქ ბრედფორშაირში, საშუალო კლასის ოჯახში. ადრეულ ასაკში მუშაობდა ცირკში, სადაც გაიცნო ჩხუბის ოსტატი, რომელაც მას სახელის შეცვლა ურჩია. ამ აზრმა დიდი ზეგავლენა მოახდინა მიშელზე და სახელიც მალევე შეიცვალა და გახდა ჩარლზ ბრონსონი, რომელიც სინამდვილეში პერიოდის საუკეთესო ფილმის Death Wish -ის მთავარი როლის შემსრულებელს ერქვა.


image





ბრონსონი პირველად 1974 წელს დააკავეს ყაჩაღობის გამო. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ისტორია ციხეში. დაწყებული პატიმრებიდან, ინსპექტორებამდე ხშირად მძევლად აჰყავდა ისინი და ამის გამო მას პატიმრობის წლები ემატებოდა. ბრონსონის შესახებ ყველაზე უცნაური ფაქტი ისაა, რომ მას არასოდეს არავინ მოუკლავს და არც მძიმედ ჰყავს ვინმე დაჭრილი. 1974 წელს პირველად დაპატიმრების შემდეგ, დღემდე გისოსების მიღმა მან მხოლოდ 131 დღე გაატარა. 1988 წლის ოქტომბერში გათავისუფლებული ბრონსონი მხოლოდ 68 დღე იმყოფებოდა გარეთ, შემდეგ ისევ ყაჩაღობის გამო დააკავეს. 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1992 წელს კიდევ დააღწია თავი პატიმრობას, მაგრამ ამჯერად მხოლოდ 52 დღით, ესეც ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა და ისევ ყაჩაღობის მცდელობა და უკანონოდ იარაღის ტარების გამო კვლავ დააპატიმრეს. ამ მოვლენების შემდეგ, ინგლისში ბრონსონი ყველაზე სახიფათო ადამიანად გამოაცხადეს. მას საზოგადოებისთვის მიუღებელი პიროვნების სტატუსი მიენიჭა და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.


image





ბრონსონი ასევე პოპულარული იყო ფიზიკური სიძლიერით, როგორც ცნობილია მას ჰქონდა იმის ძალა, რომ რკინის გისოსები ხელით დაეღუნა. ყოველდღიურ ვარჯიშზე ის 3000 აზიდვას აკეთებდა. ფიტნესის და ძალის უნარების გამოყენებით უამრავი რეკორდი აქვს მოხსნილი და ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისის ციხიდან გაქცევის ყველაზე მეტ მსვლელობაში აქვს მონაწილეობა მიღებული...



image





1998 წელს ბელმარშის ციხეში, მან ორი ერაყელი ბრაკონიერი მძევლად აიყვანა, ეს იყო მისი ყველაზე საშინელი მძევლად აყვანის ოპერაცია. ის მძევლებს სთხოვდა, რომ მისთვის გენერალი დაეძახათ. გარდა ამისა, პატიმრების გაშვების სანაცვლოდ, ის უფლემოსილ პირებს ვერტმფრენსა და სენდვიჩს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრების შეჭმით იმუქრებოდა. კიდევ ერთი მძევლად აყვანის ოპერაცია 2000 წელს განხორციელდა - ბრონსონმა ამჯერად მასწავლებელი აიყვანა მძევლად, რომელსაც 2 დღის განმავლობაში სასტიკად აწამებდა, ამ ფაქტის შემდეგ, მას სამუდამო პატიმრობა კიდევ ერთხელ მიუსაჯეს.


image





ასეთი ფაქტების შემდეგ, ბრონსონთან ერთად ერთ საკანში დარჩენა არავის სურდა. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, მან ერთი ჭიქა ყავის სანაცვლოდ 6 ინსპექტორი აიყვანა მძევლად, მხოლოდ ყავის მიღების შემდეგ გაანთავისუფლა ისინი. ბრონსონის შიში ქალებს უფრო ნაკლებად ჰქონდათ ვიდრე მამაკაცებს. 1970 წელს პირველი ქორწინებიდან, ირენისგან ეყოლა ვაჟი. 2001 წელს მეორედ დაქორწინდა მუსლიმ ქალბატონთან, საირა რეჰმანთან, რომლის გამოც ბრონსონმა ისლამი მიიღო სარწმუნოებად. თუმცა განშორების შემდეგ, ისლამზეც უარი განაცხადა, მუსლიმანური წესები მისთვის მიუღებელი იყო.


image





ბრონსონის ისტორია ამით არ დასრულებულა. გასულ წლებში ის მესამედ დაქროწინდა, ამჯერად მან დუბლიორიც კი დაიქირავა. ბრონსონის ქორწილს მხოლოდ 5 ადამიანი ესწრებოდა, მისი მეუღლე მსახიობია, რომელსაც მალტაში თაფლობის თვის გატარება მარტოს მოუწია, ვინაიდან ბრონსონი მხოლოდ ხელის მოწერის ცერემონიალს დაასწრეს. ბოლო წლებში ბრონსონი დაკავებულია წიგნების წერით, ის ერთ-ერთ წიგნში საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების საიდუმლოს ამხელს. წიგნებიდან გამომუშავებული თანხით ცხოველთა და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს ეხმარება, მიუხედავად კრიმინალური ცხოვრებისა, ჩარლზი საკმაოდ კეთილშობილი ქველმოქმედია. მან ერთ-ერთ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არ ნანობს თავის არცერთ საქციელს და ციხე მისი ნამდვილი ადგილსამყოფელია. რათქმაუნდა ჩარლზ ბრონსონზე ფილმიც არის გადაღებული, რომლის რეჟისორი ვინდინგ რეფნია და მთავრ როლს(ჩარლზ ბრონსონის პერსონაჟი) ტომ ჰარდი ასრულებს.


და ბოლოს... ჩარლზ ბრონსონი კვლავ ცოცხალია და ცხოვრებას ინგლისურ ციხეებში აგრძელებს, წარსულთან შედარებით ის დროის უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას უთმობს. მას არ აქვს გათავისუფლების იმედი და თუ ეს ასე მოხდება, ბრონსონს კვლავ სურს ციხეში დაბრუნება.


image












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!























<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



იასიადა - პატარა კუნძული თურქეთში, რომელიც თურქებმა ძლიერ უარყოფითად შეაფასეს!

image



მუმბაიდან დუბაიში - საოცარი მოგზაურობა მატარებლით და თან წყლის ქვეშ?

image



მეცნიერების პასუხი - როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი 1000 წლის შემდეგ?

image



რა ხდება დედამიწაზე მხოლოდ ერთ წამში?

image



ეს უნდა ნახოთ! სანაპიროებზე გამორიყული 10 უცნაური რამ!

image



5 ყველაზე საოცარი საცხოვრებელი ადგილი - ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი არ გააჩნია!

image



აფრიკელმა მამაკაცმა ძველი საბურავების გამოყენებით სიმდიდრე მოიპოვა!

image



6 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად აკეთებთ!

image





0
1631
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0