x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - როგორ ექცევა ბუტანის მეფე მოქალაქეებს
image

ეს პატარა, საინტერესო, უნიკალური ქვეყანა უკვე გაგაცანით სტატიით "ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - 14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებ". ახლა კი მეტს გიამბობთ ბუტანის მეფის დამოკიდებულებაზე თავისი ხალხის მიმართ.


როცა სიტყვა "მეფე" გვესმის, უმეტესად წარმოვიდგენთ მონარქს, რომელიც საკუთარი შეხედულებისამებრ მართავს ქვეყანას. ბუტანის მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი ამ სტერეოტიპს ანგრევს. სტატიაში მას უფრო ახლოს გაგაცნობთ და ამას დაგიმტკიცებთ.








მეფე, რომელიც თავის ხალხს ხელქვეითად კი არა, თანასწორად აღიქვამს.

image


ბუტანის მეხუთე მეფე, რომელიც კაცთმოყვარეობითაა ცნობილი, არასრულწლოვანი სამართალდამრღვევების გამოსასწორებელი სკოლისთვის საჭმლის მომზადებისას დააფიქსირეს. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ის უბრალო ხალხთან ერთად უბრალო საქმეს აკეთედა. ჯიგმე ხესარიმ უამრავჯერ მოიგო არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების გულიც და სამართლიანად დაიმსახურა "ხალხის მეფის" ტიტული. მისი ქმედებები აჩვენებს, რომ პირველ რიგში ის ადამიანია და შემდეგ - მონარქი.








1. მან გადაწყვიტა, პირველი შვილის დაბადება მთელ ქვეყანაში 108 000 ხის დარგვით აღენიშნა.

პრინცის დაბადება თავისთავად უკვე მოვლენაა. თუმცა, როცა მეფე ჯიგმე ხესარი 2016 წლის 5 თებერვალს ვაჟიშვილის დაბადებას აღნიშნავდა, გადაწყვიტა, ზეიმისთვის დამატებითი დატვირთვა მიენიჭებინა.

image




ასე რომ, ის თავადაც შეუერთდა ბუტანის მოქალაქეებს, რომლებიც სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადების აღსანიშნავად მთელ ქვეყანაში 108 000 ხეს რგავდნენ.

image








2. როგორც მამამისს, მასაც სჯერა, რომ მონარქია უნდა შეწყდეს.

მეფობა ადამიანს იმხელა ძალაუფლებას ანიჭებს, რომ ბევრს უჭირს მისი დათმობა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯიგმე ხესარი გამონაკლისია.




მიუხედავად იმისა, რომ ბუტანელებს მონარქია უყვართ, მეფემ მთელ ქვეყანაში იმოგზაურა და მოქალაქეებს სთხოვა, ხმა მიეცათ, სურდათ თუ არა რეჟიმის შეცვლა.

image




ნეპალისგან განსხვავებით, მეფე ახერხებს, მონარქია და დემოკრატია ჰარმონიულად შეუთავსოს ერთმანეთს.

image








3. საკუთარი დაბადების დღე მან საავადმყოფოში, ბავშვთა პედიატრიის ქირურგიულ განყოფილებაში გაატარა.

ალბათ, ყველა ადამიანს სურს, საკუთარი დაბადების დღე კარგი წვეულებით აღნიშნოს და საჩუქრები მიიღოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, ბუტანის მეფისთვის დაბადების დღე ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას ნიშნავს.

image




დაბადების დღეზე მან დრო დორჯი ვანგჩუკის ეროვნულ საავადმყოფოში გაატარა და იქ მყოფი ბავშვები ტკბილეულითა და სათამაშოებით გაახარა.

image








4. მის სახლში ბუტანის ყველა მოქალაქეს სიამოვნებით იღებენ.

მნიშვნელობა არ აქვს, საზოგადოების რომელ ფენას მიეკუთვნებიან ისინი, ყველა მოქალაქეს შეუძლია მეფის სახლში მისვლა. მონარქი პირადად უსმენს თავისი ხალხის დარდსა და გასაჭირს.

image




აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირადად შეხვედრია ბუტანის ყველა მოქალაქეს!




მხედველობაში თუ მივიღებთ იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 800 000 ადამიანია, ეს ფაქტი არც ისე გასაკვირია.

image








5. ის არასრულწლოვანი სამართალდამრღვევების გამოსასწორებელი სკოლისთვის საჭმლის მომზადების პროცესში დააფიქსირეს.

როცა უმეტესობა ჩვენგანს საკუთარი თავისთვისაც გვეზარება საჭმლის მომზადება, ბუტანის მეფე არ უკადრისობს, მთელი სკოლისთვის მოამზადოს საკვები.

image




მისმა უდიდებულესობამ მთელი მსოფლიოს გული კიდევ ერთხელ მოიგო, როცა გავრცელდა ფოტო, სადაც მეფე თავად ჭრის ხახვსა და წიწაკას გამოსასწორებელი სკოლის მოსწავლეებისთვის.

image

ერისთვის, რომლისთვისაც ბედნიერების დონე ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ბევრ რამედ ღირს ასეთი მეფის ყოლა. მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკის ქცევა მხოლოდ მთავრობებისთვის კი არა, მთელი კაცობრიობისთვისაა გაკვეთილი!

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. ქვეყანა, სადაც ღარიბი ადამიანი არ არსებობს - 14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებ

image


2. როგორია სასკოლო ფორმები 15 სხვადასხვა ქვეყანაში

image


3. სან–ფრანცისკოს ეკლესია ყოველ ღამით უსახლკაროებს იფარებს - 15 წლიანი წარმატებული პროექტი

image

3
1368
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1368
  
2019, 29 მაისი, 14:36
არ ვიცოდი :) კარგი, ვნახავ
2019, 29 მაისი, 13:33
გამარჯობა. გაეცანით წინა სტატიას "14 საინტერესო ფაქტი ბუტანის შესახებ" და გაიგებთ, რომ ეს "ძონძები" მათი ნაციონალური ტანსაცმელია.
2019, 28 მაისი, 17:31
ღარიბი არ არსებობსო და ფოტოებზე გაძვალტყავებულ-ჩამოძონძილი ხალხია :)
0 1 3