x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93671
  • ვიდეო:342165
  • სურათი:455895
მერაბ კოსტავას განცხადება 1977 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სახ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ალ. ინა­ურს

imageხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ხრუშ­ჩოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღარ არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი, არ არი­ან წყო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი, ის ერ­თე­უ­ლე­ბი კი, კო­მუ­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ რომ იბ­რძვი­ან, ან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­მა დი­სი­დენ­ტებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღეს, ექი­მებ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი როლი ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნოზს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.
1977 წელს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­რაბ კოს­ტა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში დღის წეს­რიგ­ში მათი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის სა­კი­თხი დად­გა.მათ შრის იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. 1977 წლის 29 სექტემბერს მერაბ კოსტავამ განცხადებით მიმართა სახ. უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ალ. ინა­ურს, სადაც წერსა: - "1977 წ. 29 ოქტომბერს შე­ვი­ტყვე, რომ სა­ხუ­შიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტი აპი­რებს ჩემს გაგ­ზავ­ნას გა­მოკ­ვლე­ვა­ზე ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ არა­ერ­თი ჯან­მრთე­ლი დი­სი­დენ­ტი გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­გვარ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე და შემ­დეგ ავად­მყო­ფად შე­უ­რა­ცხი­ათ ისი­ნი. მა­გა­ლი­თად, ლე­ო­ნიდ პლი­უმ­ჩი, ა. გრი­გო­რენ­კო, ვ. ფე­ინ­ბერ­გი და ა.შ. პრი­მი­ტი­უ­ლი ლო­გი­კაც კი საკ­მა­რი­სია მი­სახ­ვედ­რად, სა­ხელ­დობრ სხვაგ­ვა­რად მო­აზ­როვ­ნე­ებს რად ხვდე­ბათ ხოლ­მე ჩვენ­ში ამ­გვა­რი ხვედ­რი. რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­სი­დენ­ტე­ბი გა­მო­დი­ან ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლად და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი? რა­ტომ ერთხე­ლაც არ მოგ­სვლი­ათ აზ­რად, უშიშ­რო­ე­ბის რო­მე­ლი­მე მუ­შა­კი გა­გეგ­ზავ­ნათ ექ­სპე­რი­მენ­ტი­სათ­ვის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში? დი­სი­დენ­ტებს იმი­ტომ ეკე­რე­ბათ ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლის იარ­ლი­ყი, იდე­ო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტი­დან გა­დახ­ვე­ვას რომ ვერ იტანს ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლო­ბა. მე ვხე­დავ სა­შიშ­რო­ე­ბას, არც მე ამ­ცდე­ბა ზე­მოთ­ქმულ პირ­თა ხვედ­რი. ჩემ­თან მჯდო­მი უშ. კო­მი­ტე­ტის პა­ტიმ­რე­ბი­დან ჯერ არა­ვინ გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­გვარ ექ­სპე­რი­მენტზე. ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უშ. კო­მი­ტე­ტი­სას პრო­ტეს­ტით ვპა­სუ­ხობ, რად­გან ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა­ში ვხე­დავ აშ­კა­რა ნე­გა­ტი­ურ მი­კერ­ძო­ე­ბას დი­სი­დენ­ტე­ბის მი­მართ".imageimageimageimageimageსაინტერესოა რას აცხადებდნენ იმ დროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექ­სპერტ-ფსი­ქო­ლო­გე­ბი: – " მერაბ კოსტავა - კე­თი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, გუ­ლის­ხმი­ე­რი, არა­ქედ­მა­ღა­ლი, მორწმუნე, ცოტა ჯი­უ­ტი, რომ­ლის გა­დარ­წმუ­ნე­ბაც რთუ­ლია.ბევრს კითხულობს, უყვარს კლასიკური მუსიკა, მღერის საოპერო არიებს.ზედმიწევნით კარგად იცის ისტორია.შეუძლია პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენა.არავის ენდობა, სარგებლობს პატივისცემით.შეუძლია აღელვებული პატიმრების დამშვიდება.აკვიატებულ ადრესატებს წერს და წვავს.არ აღიარებს დანაშაულს.დანიშნული მკურნალობის მიმართ დაუმორჩილებელია.იტანს შიმშილს.იწონის 67კგ.წამოგება ადვილია, თუნდაც სხვის დასაცავად, ან ბუნტის დროს".

1
689
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
Mediator image
689
  
27 მაისი, 1:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1