x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით

ტანმორჩილი კაცივით პატარა და კოხტა არის ეს ჩვენი მინიმალისტური სამშობლო თავისი დიდი სულითა და კულტურით საუკუნეების მანძილზე რომ ფარ-ხმალით დღემდე მოიტანა თავი, მაგრამ დღესაც ცივი ომითა და ოკუპაციით ისევ ქარტეხილებში მდგომია და ჩამოშლილი სახელმწიფოს იმიჯით ძლივს ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებელ სახელმწიფოს როს აკისრია ვალდებულებად- საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით და სრულფასოვანი პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია ამ პასუხისმგებლობასთან ერთად ანგარიშგასაწევია იმ მაღალგანვითარებული სახელმწიფოების პოლიტიკა, რასაც ისინი მსოფლიო თანამეგობრობის ერებს საზოგადოებრივ არენაზე სთავაზობენ და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოც ერთ-ერთი მათგანი პარტნიორი ქვეყანა არის, რომელიც ამბიციურად მიიწევს წინ საერთაშორისო დონის ასამბლეაზე თავი წარმოაჩინოს და პირადი პოლიტიკური ხედვა მსოფლიო პოლიტიკას შეუფარდეს ისე, რომ დემოკრატიულ პრინციპებს არ გადაუხვიოს და თავისუფალი არჩევანის უფლებით წონადობა შეინარჩუნოს მაღალი პლატფორმის პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს სახელმწიფო მეტ-ნაკლებად საუკუნეების განმავლობაში შესანიშნავი სამეულის ფონზე ახერხებდა და ისევ აგრძელებს თვითმყოფადობას მის წინააღმდეგ წარმოქმნილი კონფრონტაციების ფონზე, მიუხედავად რომ მისი როლი დიდ იმპერიებთან ისეთივე მცირედია, როგორც ავსტრიის ან ბელგიის სახელმწიფოების პოლიტიკა, რომლებთაც ჩვენგან განსხვავებით მათ მშვიდ პოლიტიკურ რაკურსში უწევთ სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა და სრულფასოვანი თანაცხოვრებაც, რომელსაც ქვეყანაში თითოელი ჩვენთაგანი ვქმნით მაღალი ინტელექტითა და ცოდნის მეშვეობით შრომატევად ვითარებაში და არა გლახაკთა პოლიტიკით კარდაკარ მოწყალობის ფონზე აბსურდული დაპირებებით, რასაც დღევანდელი სახელმწიფოებრივი კურსი გვიჩვენებს და ისევსაქართველო
ჯიბის პოლიტიკის მსხვერპლია ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით, თავისი გათითოკაცებული ერითა და შერჩევითი სამართლის გარემოებაში- განდევნის პოლიტიკას თან რომ ეფუძნება.


ჯორჯიანა

26.05.2019

ფირენცე/იტალია

1
34
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
34
  
27 მაისი, 1:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1