x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამერიკა უცხოპლანეტელებთან შესახვედრად ემზადება
image


ბოლო დროს ხალხი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს დაუდგენელ უცხო მფრინავ ობიექტებთან შეხვედრაზე. ზოგი შორიდან ხედავს მათ, ზოგს კი პისისპირ უხდება მათთან შეხვედრა, რასაც ისინი აცნობებენ საზოგადოებას და მთავრობას. ცოტა ხნის წინ აშშ-ს მთავრობამ იგნორირება მოახდინა ამგვარ ინფორმაციებზე და არანაირი გამოკვლევა არც კი ჩაატარა. ქვეყნის არმიამაც კი არ იცის, რა უნდა გააკეთონ უცხოპლანეტელთა სტუმრებთან შეჯახების დროს.

მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. აშშ-ის ხელისუფლებამ შეიმუშავა სპეციალური დანადგარები და წესები სამხედროებისთვის, რა უნდა გააკეთონ მათ უცხო მფრინავი ობიექტების წინაშე აღმოჩენისას, ან თავად არამიწიერ სტუმრებთან შეხვედრისას.

ამ იდეას მხარი დაუჭირა კონგრესის წევრთა უმრავლესობამ და ისაუბრეს იმაზე, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები გაცილებით ნაკლებ დროს უთმობს უცხო მფრინავი ობიექტების ფენომენს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ჯარში ჩამოყალიბებულია ისეთი კულტურა, რომ სამხედროები ვერ ლაპარაკობენ უცხო ცივილიზაციებზე, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მათ ცუდ სიტუაციაში ჩააყენებს და პრობლემებს მიაყენებს.


ბოლო 5 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობამ 600 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა სხვადასხვა საიდუმლო პროგრამებზე, რათა გამოიძიოს უცხოპლანეტელების საქმე და მათი შეხვედრები ხალხთან. ახლა ისინი არამიწიერ ობიექტებთან შეხვედრის შემდგომ სამხედრო ქმედებებების სწავლებას გადიან.

ეს ნიშნავს, რომ მათ აღმოაჩინეს რაღაც და ახლა ემზადებიან გარდაუვალი შეხვედრისათვის.





0
1040
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0