x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სიახლე ქართულ ფეხბურთში 26 მაისი 2019 წლისათვის
სიახლე

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ პროექტ „ითამაშე და მოიგე“-ს ავტორი იმედა შერიფაძე. დღეს ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის სიახლეებზე.


ძვირფასო მკითხველნო, დღევანდელი სტატია მინდა დავიწყო ფრიად სასიხარულო ინფორმაციით, რომელიც 20-24 მაისს, თბილისის 14-წლამდე ფეხბურთელთა რეგიონალური თასის გამარჯვებულმა ნაკრებმა მოახერხა. 23 მაისს, საფეხბურთო კლუბ მაგდებურგსა და თბილისის ნაკრებს შორის გამარრთული შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და ქართულმა გუნდმა დიდი ანგარიშით 6:0 მოიგო.



ლევან კობიაშვილის ბრიფინგი - 21 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ბრიფინგი ჩატარდა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლევან კობიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის როლზე მსგავსი ფაქტების გამოვლენაში.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა ან მსვლელობაზე მანიპულირების მცდელობას.


თბილისის დინამოს ევროპული ტრიუმფიდან 38 წელი შესრულდა - 13 მაისს, ეროვნული ლიგის ოფიციალური სპონსორის - „კრისტალბეთის“ ორგანიზებით 1981 წლის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული გუნდის მიღება გაიმართა. ბაბილო მუზიკ ჰოლში "თბილისის დინამოს" ოქროს თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ევროპული ჯილდოს მფლობელ ქართული საფეხბურთო კლუბის წევრებს, "კრისტალბეთის" გადაწყვეტილებით ფულადი ჯილდო და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.


ფეხბურთის ფედერაცია Crystalbet ეროვნული ლიგის ახალი პარტნიორი ჰყავს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, 2019 წლიდან ახალი პარტნიორი ჰყავს. ირლანდიური კომპანია INSTAT LTD, ამ დროისთვის საქართველოს CRYSTALBET ეროვნული ლიგის მატჩების გადაღებას და ინტერნეტში მაუწყებლობას უზრუნველყოფს.


კომპანიის გადამღები ჯგუფები, ქართულ მედია სივრცეში დასაქმებული ოპერატორებით და შესაბამისი მომსახურე პერსონალით არის დაკომპლექტებული. თანამშრომლობის პირველი ეტაპი ექვს თვეს მოიცავს, წარმატებული პარტნიორობის შემთხვევაში კი კონტრაქტი გაგრძელდება. სწორედ ამიტომ ინტერნეტში და ტელეკომპანია 02-ის პირდაპირ ეთერში მატჩები სატესტო რეჟიმში გადაიცემა.


საბეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს მფლებელი ოფიცალურად 24.05.2019 გახდა შპსლამინი ჯგუფი“, რომლის ხელმძღვანელია ბიზნესმენი არჩილ ბერიძე - ბათუმის საკრებულომ “დინამო ბათუმი” აჭარის მთავრობას გადასცა. გადაწყვეტილება 24 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.


საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო. ცნობილია, რომ მთავრობა კლუბის პირდაპირი წესით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებს. “ლამინი ჯგუფს” კლუბს 49-წლიანი მართვის უფლებით გადასცემენ, სანაცვლოდ კი ისინი ყოველწლიურად 100 000 ლარს გადაიხდიან ბიუჯეტის სასარგებლოდ.


ამას გარდა, “ლამინი ჯგუფმა” ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში 200 ათას ლარიანი გარანტია უნდა წარმოადგინოს, ხოლო 3 თვის ვადაში განვითარების კონცეფცია უნდა შეიმუშაოს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს.


კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, ბავშვთა გუნდისთვის დამხმარე ფართს, საფეხბურთო კლუბ “დინამო ბათუმისთვის” შენობას, სადაც ფეხბურთელთა საცხოვრებელი ფართი იქნება.


ვულოცავთ საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოს, ახალ მეპატრონეს


პატივისცემით იმედა შერიფაძე

1
57
1-ს მოსწონს
ავტორი:იმედა შერიფაძე
იმედა შერიფაძე
57
  
2019, 27 მაისი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1