x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"ჩავიდეთ გარეჯში და მკაფიოდ დავანახოთ , რომ დავითგარეჯის დათმობას არ ვაპირებთ"

image


ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს ხელმძღვანელი დავით ქაცარავა, საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და 26 მაისს სპორტის სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდებს, რათა ერთად ჩავიდნენ დავით-გარეჯში და დაანახონ მთავრობას და მეზობელი ქვეყნის საზოგადოებას, რომ ამ ტერიტორიის დათმობას არ აპირებენ.


"ჩემო მეგობრებო!
აპრილის ბოლოს, წინასააღდგომო დღეებში, დავითგარეჯის დელიმიტაციის საკითხის გამწვავების შემდეგ სამოქალაქო აქტიურობის შედეგად საქართველოს მხრიდან წვდომა უდაბნოს მონასტერში და ჩიჩხიტურის კოშკში აღდგა. თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ, ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს გზები კვლავ ჩაიკეტა საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმ მიზეზით, რომ დელიმიტაციის კომისიის მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა, სპეციალისტები ადგილზე მუშაობდნენ, და მათთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნილიყო. გავიზიარეთ რა მთავრობის ეს არგუმენტი, ვაგრძელებდით ხელმისაწვდომი ტერიტორიის პატრულირებას. 21 მაისს აღმოჩნდა, რომ მანამ, ჩვენ კომისიის მუშაობის დასრულებას სასაზღვრო ზოლიდან მოშორებით ველოდებით, აზერბაიჯანს თავის მხარეს ჩიჩხიტურის კოშკამდე სამანქანო გზა გაჰყავს.
ეს არა მხოლოდ კომისიის მუშაობისადმი უპატივცემლობის გამოხატულებაა, არამედ არაერთი სხვა ბუფერული ზონის და კულტურული ძეგლის სტატუსის რეგულაციების უხეში დარღვევაა. ჩვენი მიმართვის მიუხედავად, მთავრობა არ გამოხატავს რაიმე შეშფოთებას ამ ფაქტით და მოგვიწოდებს დაველოდოთ მოლაპარაკების დასრულებას.
მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ხვალ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩავიდეთ გარეჯში და მკაფიოდ დავანახოთ ჩვენს მთავრობას და მეზობელი ქვეყნის საზოგადოებას, რომ დავითგარეჯის დათმობას არ ვაპირებთ და მას ბოლომდე დავიცავთ.
ხვალ, 26 მაისს, მოვითხოვოთ ჩვენი მთავრობისგან მოცემული პირობის შესრულება, ჩიჩხიტურის და უდაბნოს ტაძრებთან მისასვლელი ბილიკების გახსნა!
მინდა მქონდეს იმედი, რომ ეს დაპირება შესრულდება.

ვიკრიბებით დილის 9.00 საათზე სპორტის სასახლესთან. ქალაქიდან გასვლა 10.30.
მათ, ვინც ქალაქში დარჩებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვინილი ღონისძიებების ადგილებში ერთი ასეთი პლაკატით - „და გარეჯი?!“ გავიდეთ.

ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0