x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თმის ფერი და ხასიათი
imageქერათმიანი
კეთილი, რბილი ხასიათის, მეოცნებე, მელანქოლიური ადამიანია. სიყვარულში ერთგულია. ნებისმიერ წვრილმანზე შეუძლია იტიროს, ოსტატურად ცსრუობს. მუშაობით მაინცდამაინც თავს არ იკლავს, მაგრამ თუ კარგი კოლეგა შეხვდა, მისი მიბაძვით, თავადაც კარგი თანამშრომელი იქნება. სენტიმენტალურია. ფერებიდან უპირატესობას ვარდისფერს, სალათისფერსა და ცისფერს ანიჭებს. მეოცნებეა, ხშიად ღრუბლებში დაფრინავს, მაგრამ თუ მიზანი დაისახა, ნებისმიერი ხერხით მის მიღწევას შეეცდება.

image
ჟღალთმიანი (ანუ რიჟა)


ჯიუტი და თავმოყვარეა. უყვარს სარკასტული გამონათქვამები. მისდევს სპორტს და საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ზოგჯერ მამაკაცებსაც კი ეჯიბრება. ნებისმიერ საქმიანობაში ლიდერის თვისებებს ავლენს. თუ ჟღალთმიანს ოთხკუთხედი სახის ფორმა ააქვს, საუკეთესო მძღოლი და თანამშრომელია. შრომისმოყვარეა და წარმატერბებს ნებისმიერ სფეროში აღწევს. რაც შეეხება ოვალური სახის ფორმის მქონეს, ის მეოცნებეა, ასეთი სახე პოეზიის მოყვარულ ქალს აქვს, ლექსებს თავადაც წერს. ხშირად რისკავს და დაუფიქრებლად მოქმედებს. ჟღალთმიანებს უყვართ ცხოველები (განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები) და ფრინველები. ფერებიდან უპირატესობას ცისფერს, ფორთოხლისფერს, მწვანესა და შავს ანიჭებენ.

imageშავთმიანი
ძლიერი, სერიოზული და ჭკვიანი ქალია. სამსახურში ლიდერის ან ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. საუკეთესოდ ერკვევა პოლიტიკაში. ყველაზე რთულ პროექტებსაც კი დამოუკიდებლად ახორციელებს . თეთრი პირსახის, შავთმიანი ქალი კარგი დიასახლისი და მეოჯახეა . სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება შეუძლია, მაგრამ ქორწინებას არ ჩქარობს. მკაცრად და გემოვნებით აცვია. უყვარს შავი, თეთრი და წითელი ფერები.

image
წაბლისფერთმიანი


მხიარული და ნიჭიერი ქალია. უყვარს მოგზაურობა, ზედმეტად კომუნიკაბელურია და მეგობრებს ადვილად იძენს, მაგრამ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი არ უყვარს. ყველაფერს სწრაფად ითვისებს. შრომისმოყვარე და გაწონასწორებულია. ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ვარჯიშობს და დიეტას იცავს. მუქთვალება, წაბლისფერთმიან ქალს ტექნიკური საგნები და პროფესია იზიდავს, ცისფერთვალებას-ჰუმანიტარული.
7
3452
10-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
3452
  
2014, 16 იანვარი, 15:53
შავი ფერის თმა მაქ და უმეტესად ემთხვევა!
2013, 29 ოქტომბერი, 23:54
კარგი დახასიათებაა, მომეწონა:)
2013, 18 ივლისი, 23:05
მეც და ვეთანხმებიი ზუსტი დახასიათებაა :):):
2013, 18 ივლისი, 20:07
წაბლისფერთმიანი ვარ, 100% დაემთხვა რაც წერია:)
2012, 16 ნოემბერი, 15:46
ქერა ვარ:P ვარდისფერია არ მომწონს ::(
2012, 18 აგვისტო, 21:27
ქერა ვარ :)) )
2012, 10 აგვისტო, 17:18
ყავისფერთმიანი და ყავისფერთვალება ვარ მაგრამ ჰუმანიტარული მირჩევნია, დანარჩენი ზუსტია
0 1 7