x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკმაყოფილო მაყურებელმა Spice Girls-ის კონცერტი დატოვა
image

ხელახლა შეკრებილმა ბრიტანულმა პოპ-ჯგუფმა Spice Girls-მა საკონცეტრო ტურნეს ფარგლებში პირველი კონცერტი გამართა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში. Croke Park-ში კონცერტს 58 ათასი ფანი დაესწრო, თუმცა საშინლად უხარისხო ხმის გამო ბევრმა მაყურებელმა კონცერტი დატოვა, იუწყება Daily Mail-ი



ემა ბარტონის(43 წლის)ჯერი ჰოლიუელის (46 წლის ), მელანი ბრაუნის (43) და მელანი ჩისჰოლმის (45) საკონცერტო ტურნე ვიქტორია ბეკჰემის გარეშე იმართება, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა შეერთებოდა ჯგუფს.

image




მართალია ფანატები გახარებულები იყვნენ, რომ ისევ ერთად ნახეს 90-იანი წლების მეორე ნახევრის საკულტო ჯგუფი, თუმცა საშინელად უკმაყოფილონი დარჩნენ გახმოვანების სიტემის გაუმართაობის გამო, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ გულშემატკივრები:



"ძალიან ცუდია, ვწუხვარ ვერ მოვისმინე ვერაფერი, ხმა იყო საშინელი"

"ხმა ისეთი საშინელი იყო..ძალიან გაწბილებული დავრჩი", "კარგი იქნება ვინმემ უთხრას Spice Girls-ის ხმის ინჟინერს, რომ მაყურებელს არ ესმის სიმღერები"

"ხმა არის დასალაგებელი, ჰყავს საერთოდ ჯგუფს ხმის ინჟინერი?"-ეს არის მხოლოდ კომენტარების მცირე ნაწილი, რომელიც სოციალურ ქსელში დაიდო, როგორც კონცერტზე დამსწრეები წერენ უხარისხო გახმოვანების გამო, ბევრმა კონცერტი მიატოვა, რომლის ბილეთიც 66 -დან 146-მდე ფუნტი სტერლინგი ღირდა.


image



imageimage
image
image



ჯგუფის რიგით მე-13 ტურნეს მორიგი კონცერტები დაგეგმილია კარდიფში, მანჩესტერში, კოვენტრიში, ედინბურგში, ბრისტოლში და ლონდონში, ბრიტანული ტურნე 15 ივნისს დასრულდება.


ქალთა პოპ-ჯგუფი Spice Girls ჩამოყალიბდა 1994 წელს ლონდონში, რომელმაც 2000 წლამდე იარსება და არნახული პოპულარობა მოიპოვა, ჯგუფმა სულ 3 ალბომი და 10 სინგლი გამოსცა, რომელთა ტირაჟმა 53 მილიონი შეადგინა.

image

image

image

image

0
386
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0