x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
რა ქონებას ფლობს ვლადიმირ ჟირინოვსკი, საუბარია იმ ქონებაზე რაც ცნობილია საზოგადოებისათვის

image რუსეთის პოლიტიკური ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ვისთვის პოლიტიკოსს და ვისთვის ტაკიმასხარად შერაცხულ ვლადიმირ ჟირინოვსკის ქონებრივი დეკლარაცია საკმაოდ მსუყედ გამოიყურება.
30 ბინა მოსკოვსა და სოჭში, უძრავი ქონება ბარსელონაში, ალიკანტესა და იბიცაში. ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და გაშიფრეს ნაწილობრივ თუ რა ქონებას ფლობს ჟირინოვსკების ოჯახი და საიდან აქვს ამ ოჯახს ამდენი ფული.
ჟურნალისტების მიერ აღმოჩენილი ჟირინოვსკების ოჯახის ქონების ღირებულებაა 9, 8 მილიარდი რუბლი ანუ 150 მილიონი დოლარი-ესაა ჟირინოვსკების ოჯახის კუთვნილი 51 ობიექტის, მათ შორის ესპანეთში მათი კუთვნილი სასტუმროს ღირებულება.
ჟურნალისტების განცხადებით ესაა მხოლოდ მცირე ნაწილი, რისი გაშიფვრაც შესძლეს ჟირინოვსკების ოჯახის კუთვნილი ქონებიდან. მათი თქმით ოჯახს ოფშორებში აქვს გატანილი საკმაოდ სოლიდური თანხა, რომლის მიახლოებითი რაოდენობა მათ მიერ სააშკარაოზე გამოტანილი ქონების ღირებულებას ანუ 150 მილიონ დოლარზე ნაკლები არაა.
მათი თქმით ჟირინოვსკი და მისი ცოლი გალინა ლებედევა ვერ დააგროვებდნენ ამხელა ქონებას, ჟირინოვსკის პარლამენტის დეპუტატის ხელფასით და გალინას ბიზნესით.
ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის თქმით ვლადიმირ ჟირინოვსკმა პარტიიდან 2013-2017 წლებში თითქმის 1, 3 მილიარდი რუბლი გამოიტანა, რაც პარტიის სახელმწიფო დაფინანსების მესამედია.

0
319
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
319