x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"ცხოველს არ მოექცევიან, როგორც ქართველებს ექცეოდნენ ისრაელში" - მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე

image

სქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც წერს იმ საშინელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რისი მსხვერპლიც ქართველი ქალები, თავად ის და სხვა სასულიერო პირები აღმოჩდნენ, თან ამ დროს საქართველოს საკონსულო არანაირი რეაგირებებას არ ახდენს.

"ეს წუთია დავბრუნდი ისრაელიდან, საიდან დავიწყო და რა ვთქვა, ცხოველს არ მოექცევიან როგორც ქართველებს ექცეოდნენ, ისრაელში საქართველოს საკონსულო არის უნამუსო უსინდისო და არა ადამიანები 3 დღე გაგვაჩერეს არა წყალი არა საჭმელი არა ადამიანური მოპყრობა .ქართველი ქალები რომლებიც ციხეებში სხედან პატრონი არ ყავთ, ორსული ქალბატონი იყო ჩვენთან ერთად წამალს ითხოვდა, კინაღამ მუცელი მოეშალა, წამალი და წყალი არ მისცეს, მათი მხრიდან ყვირილი შეურაცხყოფა არადამიანური დამოკიდებულება, უკავშირდებოდი საქართველოს საკონსულოს და არანაირი რეაგირება, უყურადღებობა მათი მხრიდან, იქ დარჩენ ციხებში და საბაჟოზე ქართველი ქალები რომლებიც 1 თვეა და მეტია ელოდებიან გამოფრენას და ყურადღებას არ აქცევენ შველას ითხოვენ და პატრონი არ ყავთ, ამ ქვეყანაში არის ვინმე ვინც თავის მოქალაქეების ბედი ადარდებთ?

image

15 ქართველი ვიყავით და ერთი სკამი მოგვცეს მორიგეობით რომ დავმჯდარიყავით, ესა ისრაელი და მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართ .საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენ ხართ უყურადღებო და უპასუხისმგებლო ადამიანების თავშეყრის ადგილი, იმათ მაინც დაეხმარეთ იქ ვინც დარჩნენ.


სამი დღე იყო ჯოჯოხეთი ისრაელში, იმიტომ კი არა მე მომექცენ ცუდად, იმიტომ რომ ქართველ დედებს ექცეოდნენ არა ადამიანურად, 3 დღე ისრაელში საქართველოს საკონსულოს ვთხოვდით დახმარებას და ტელეფონზე არ გვპასუხობდნენ, ჯოჯოხეთი იყო, როდესაც უყურე 6 თვის ორსული გოგო ითხოვს წამალს და წყალს და არ აძლევენ.



ებრაელი მებაჟების მხრიდან ყვირილი ლაძღვა საცინად გდება, იქ დავტოვე გაუბედურებული ქალბატონები რომლებსაც პატრონი არ ყავთ 15 ადამიანს ოთახში ერთი სკამი მოგვცეს მორიგეობით დაგვესვენა, რას აკეთებს ისრაელში საკონსულო რა საჭიროა როდესაც შველას და დახმარებას თხოვ და ტელეფონზე არ გპასუხობენ .ეს არის ჩვენი ქვეყანა არავის არ ადარდებს ხალხი"--წერს ნექტარიოს მჭედლიძე.

image


0
388
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0