x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91336
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
რა საერთო აქვს ძველი რომის პოლიტიკას ქართულ რეალობასთან

მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ჯერ კიდევ ქრისტემდე, ძალიან ჰგავს დღევანდელ რეალობას, პერსონაჟების მიმსგავსება კი თქვენთვის მომინდვია.

image

ძვ. წ. აღ. I საუკუნის შუა ხანებში, რომში აშკარად შეიმჩნეოდა მონათმფლობელური დემოკრატიის კრიზისი, აშკარა ხდებოდა რომ რომის მმართველი ელიტა ვეღარ ახერხებდა დემოკრატიის შენარჩუნებას.

image

გამოიკვეთა პოლიტიკური მოღვაწეები. რომლებიც ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვებისკენ მიისწრაფოდნენ.

თანამდებობის პირების ხელში უზარმაზარი მატერიალური რესურსების თავმოყრამ ზოგიერთს შეუქმნა შთაბეჭდილება თითქოს მათ ყველაფერი შეეძლოთ და ყველაფერი ხელეწიფებათ. გართობაზე დახარჯული თანხები, ტრიუმფები და ნადიმვახშმები, მხოლოდ რომის დემოკრატიული ფენების გახრწნას შეუწყო ხელი. სულ უფრო და უფრო ხშირი იყო ქალაქის ელექტორატის მოსყიდვის ფაქტები.

image

ხელისუფლების უზურპაციის სურვილი იმჟამად ბევრს ჰქონდა. რა თქმა უნდა თითოეული მათგანი თავის ქმედებას“ ხალხის ინტერესებზე ზრუნვით " ხსნიდა. და საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ დაჯგუფებებსაც აყალიბებდა. მათ შორის იყო ლუციუს სერგიუს კატილინა.

image

დიდგვაროვანი ოჯახიდან გამოსული პირი. რომში დაგროვდა ღარიბი ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა. ღარიბების უზარმაზარი მასა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. ნებისმიერ წუთას შეიძლებოდა სიტუაცია უმართავი გამხდარიყო.

image

რომის ზედა ფენებში მომწიფდა აზრი ამ ღარიბ მოსახლეობაზე დაპყრობილ პროვინციებში მიწების გაყიდვის შესახებ. ეს მიწები მოიჯარეების ხელში იყო და რომის ხაზინას საკმაოდ დიდ გადასახადს უხდიდნენ.

ამ დაპირისპირების დროს მოიჯარეების ინტერესები დაიცვა და პროვინციაში მიწების გაყიდვის წინააღმდეგ გამოვიდა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და გამორჩეული რიტორი მარკუს ტულიუს ციცერონი.

image

მისმა ორატორულმა ნიჭმა ხალხს ჩამოუყალიბა რწმენა რომ პროვინციებში სახელმწიფო მიწების გაყიდვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო.

წარმატებით ფრთაშესხმულმა ციცერონმა თავისი კანდიდატურა დააყენა კონსულის თანამდებობაზე. ეს მოხდა ძვ. წ. 64 წელს.

კონსულის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურაც წააყენა იმავე პერიოდში კატილინამაც. რომელიც ძალიან კარგად ხვდებოდა რომ ხალხში დიდი უკმაყოფილება იყო.

თავისი ავტორიტეტი უფრო რომ გაეზარდა, მან წამოაყენა პოპულისტური მოთხოვნა რომ ვალები გაეუქმებინა მოსახლეობისათვის. კატალინა ყველანაირად ცდილობდა ხალხისთვის დაენახებინა რომ ის ებრძოდა სენატორის ოლიგარქიას. პარალელურად მან დაიწყო შეთქმულებისათვის მზადება.

მან თავი მოუყარა თანამოაზრეთა საკმაოდ ჭრელ ფენას. და ელოდებოდა დროს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

ადევნეთ თვალყური და შემდეგ მოგიყვებით როგორ განვითარდა და განხორციელდა შეთქმულება. და რით დამთავრდა ეს ყველაფერი.

image

ბოლო ზარი, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები

image

მამაკაცის ჩაცმულობაში კოჭების გამოჩენა ისევ აქტუალურია

image

ძველ რომში თანამდებობის პირს ეკრძალებოდა ცხენზე ჯდომა, თხასთან შეხება... როგორ ირჩევდნენ თანამდებობაზე

image

ძველ რომში თანამდებობის პირს ეკრძალებოდა ცხენზე ჯდომა, თხასთან შეხება... როგორ ირჩევდნენ თანამდებობაზე

image

0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0