x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"მოგესალმებით დედამიწაზე მცხოვრებნო"–ყველაზე ცნობილი კურიოზები პირდაპირ ეთერში

image

1)-2016 წელს შვედეთის პარლამენტში დისკუსიის დროს, რა დროსაც ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ, შემთხვევით დაედო საბავშვო გადაცემის სუბტიტრები.


"მოგესალამებით დედამიწაზე მცხოვრებნო"-ასე დაიწყო პირდაპირ ეთერში გამოსვლა შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, ხოლო განათლების მინისტრი მოსახლეობას შეპირდა რომ "ააშენებდა გალაქტიკაში საუკეთესო ქვიშის ციხე-სიმაგრეს", პრემიერ -მინისტრმა სტეფან ლევენმა კი ისაუბრა ახალ გამოგონებაზე:"ფანტასტიკური მატარებელი-სუბმარინი დინოზავრებისთვის"

image

image

"რომელი წავიღო თან? ვკითხავ ჩემს თოჯინას"(ოზა რომსონი, გარემოს დაცვის მინისტრი)



როგორც მოგვიანებით გაირკვა, დებატები SVT2-ზე გადიოდა, ამ დროს პარალელურად SVT1 ზე გადიოდა მულტფილმი, რა დროსაც ტექნიკური ხარვეზის გამო სუბტიტრები SVT2 დაიდო.




2)ისევ შვედეთი-2013 წლის 7 იანვარს, დილით 10 საათზე შვედურ ტელეკომპანია TV4 News-ის პირდაპირ ეთერში, როდესაც წამყვანი მოსკოველ კორესპონდენტს სირიის თემაზე ესაუბრებოდა, უკან მონიტორზე პორნო-ფილმის კადრები გამოჩნდა.მოგვიანებით TV4 News-ის რედაქტორმა განმარტა, რომ მონიტორზე შემთხვევით ჩაირთო ვიდეო ჰოლდინგი "More Entertainment", რომელიც მათ ეკუთვნით.არხის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა და დაარწმუნა მომხმარებელი, რომ მომავალში ეს აღარასდროს გამეორდებოდა.

image

3)-BBC News at Ten-ზე საღამოს ახალი ამბების მთავარი წამყვანი ჰიუ ედვარდსი 4 წუთი იჯდა ჩუმად, თან გადაცემა დაიწყო "სასწრაფო ნიუსით", თვითონ წამყვანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არ იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო, ხოლო გადაცემის რედაქტორმა პოლ როიალმა ეს ინციდენტი ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა.


4)-რუსულ ტელეარხ"МИР 24"-ზე პირდაპირ ეთერის დროს სტუდიაში შევარდა დიდი ლაბრადორი და წამყვანს მაგიდაზე აუხტა, რუსი წამყვანი შეკრთა და ისე განაგრძო საუბარი, თან ისიც აღიარა, რომ ძაღლებზე უფრო კატები უყვარს.

როგორც გაირკვა, ძაღლი პრომოკლიპის კასტინგზე იყო მოყვანილი, რა დროსაც იგი სტუდიაში შეიპარა.



5)-ამერიკული FOX 2-ის ამინდის წამყვანი ჯესიკა სტარი ერთ დღესაც მწვანე კაბით გამოცხადდა, რა დროსაც უკანა ფონზე ამერიკის მეტეოროლგიურ რუკას სრულად შეეხამა, ამან ძალზე გაამხიარულა როგორც კოლეგები, ასევე მაყურებლები.



6)-ავსტრალიის ტელევიზიის პირდაპირ ეთერის დროს ეკრანზე გამოჩნდა გიგანტური თოლია, მოგვიანებით წამყვანმა პიტერ ჰიტჩნერმა ასეთი კომენტარი გააკეთა:"ძალიან გამიკვირდა როდესაც მონიტორზე ეს გიგანტი რომ დავინახე, თავი შევიკავე, რომ არ გამეცინა, რადგან სერიოზულ თემაზე ვლაპარაკობდი, სამაგიეროდ ჩემი კოლეგები კადრს მიღმა სიცილისგან იატაკზე ხოხავდნენ."


ანალოგიური მოხდა ვანკუვერის(კანადა) პირდაპირ ეთერში, როდესაც ტელეარხ Breakfast Television -ის ამინდის წამყვანს ტარა ჯეინს სტივენს პირდაპირ ეთერში "გიგანტური თოლია" ესტუმრა...




ახლა კი ზოგიერთი ქართული ტელეკურიოზიც გავიხსენოთ:









0
183
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0