x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"Jaguar"-ი ფრანგული საბრძოლო სადაზვერვო მანქანა საკმაოდ მძლავრი საცეცხლე მოდულით

image ბოლო დროს მსოფლიოს სამხედრო მრეწველობით ცნობილი ქვეყნები მეტ დროს უთმობენ ბორბლებიანი ტექნიკის შექმნას თუ არსებულის მოდერნიზებას.
მოგეხსენებათ ბორბლებიანი ტექნიკა მუხლუხოებიან ტექნიკასთან შედარებით მობილურია, სწრაფია და ამასთან ერთად საკუთარი სვლით გადაადგილებისას არ საჭიროებს მუხლუხებიანი ტექნიკისაგან განსხვავებით გზის საფარის დამცავი საშუალების დაყენებას.
ამ სტატიაში საუბარი გვექნება ფრანგულ საბრძოლო სადაზვერვო მანქანაზე, მოგეხსენებათ ფრანგული დაჯავშნული მანქანები ცნობილია, როგორც საიმედო მანქანები, ფრანგები მუდმივად აუმჯობესებენ ჯავშანმანქანებს, იქნება ეს დაჯავშნა, საცეცხლე უზრუნველჰყოფა თუ ეკიპაჟის უსაფრთხოებისათვის საჭირო მოქმედებები.
ფრანგები აპირებენ 2020 წლისათვის შეიარაღებიდან მოხსნან "AMX 10 RC" და "ERC 90 Sagaie" და მათ ჩანაცვლებას ახალი თაობის ბორბლებიანი საბრძოლო ტექნიკით. სწორედ ამ მიზნით იქნა შექმნილი საბრძოლო სადაზვერვო ბორბლებიანი ჯავშანმანქანა "EBRC Jaguar"-ი. აღნიშნული ჯავშანმანქანის შესაქმნელად შეიქმნა კონსორციუმი სამი გიგანტის მონაწილეობით- Nexter, Thales, Renault.
ჯავშანმანქანის ეკიპაჟი შედგება 3 ადამიანისაგან და ისინი მოთავსებული არიან ჯავშანმანქანის კოშკურაში.
ჯავშანმანქანის დაჯავშნა მოდულურია და შესრულებულია "STANAG 4569"-ის სტანდარტით. ის უზრუნველყოფს ჯავშანმანქანის ეკიპაჟის დაცვას ჯავშანმანქანის ნებისმიერ მხარეს, მსხვილკალიბრიანი 14, 5 მმ ტყვიების მოხვედრისას 200 მეტრი მანძილიდან. ჯავშანმანქანის ფსკერი "V"-ფორმისაა და უზრუნველჰყოფს ეკიპაჟის უსაფრთხოებას 10 კგ ფუგასზე აფეთქებისას.
ჯავშანმანქანის შეიარაღება შემდეგი სახისაა:
1) 40 მილიმეტრიანი ქვემეხი ტელესკოპიური საბრძოლო მასალით (40Х255), შეუძლია გამოიყენოს დისტანციურად მართვადი ჭურვები. ქვეკალიბრულ ჭურვს შეუძლია გახვრიტოს 140 მილიმეტრიანი ჯავშანი 1500 მეტრის დაშორებით.
2) გამშვები მოწყობილობა ორი ახალი, მეხუთე თაობის საშუალო სიშორის "MMP" ტანკსაწინააღმდეგო რაკეტისათვის (საბრძოლო მარაგი 4 ერთეული რაკეტა). რაკეტის მოქმედების სიშორე 5000 მეტრამდე.
3) 7, 62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი დისტანციური მართვით.
წონა: 25 ტონა, ძრავის სიმძლავრე 500 ცხენისძალა.
ჯავშანმანქანის ღირებულება-1 მილიონი ევრო.
უპირატესობა:
კარგი დაცულობა, ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერი, მისაღები წონა და რაც მთავარია დაბალი ფასი.
ანალოგიური კლასის ევროპული ჯავშანმანქანები 15 მილიონ ევრომდე ღირს.
პანორამული სამიზნე, რომელიც თავსებადია დისტანციურად მართვად ტყვიამფრქვევთან, რომელსაც მანქანის მეთაური მართავს.
მეხუთე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა ინფრაწითელი დამიზნებით, რომელიც მოქმედებს პრინციპით-გაისროლე და დაივიწყე.
imageimage

0
245
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
245