x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
"საფასური, რომლის გადახდაც მოგიწევს დიდი წარმატების სანაცვლოდ, არის ... " - დონალდ ტრამპის გადახდილი საფასური და მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები

image

დონალდ ტრამპი - აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.

ის სწორედ ისეთი ადამიანია, რომელიც ზოგს უყვარს, ზოგს სძულს, თუმცა არავის შეუძლია მისი იგნორირება. პრეზიდენტის ტიტული კი მის არსებობაზე თვალის დახუჭვას კიდევ უფრო რთულს ხდის.

ცხადია, არც ისე ადვილი იქნებოდა გზა, რომელიც ტრამპმა განვლო იმ დიდი წარმატების მისაღწევად რასაც ჯერ *ბიზნესმენობა, შემდეგ კი *სამყაროს უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტობა ჰქვია.

*დონალდ ტრამპმა შექმნა უდიდესი ბიზნესიმპერია. საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე მას მსოფლიოს მასშტაბით აშენებული აქვს საოფისე კოშკები, სასტუმროები, სამორინეები, გოლფის მოედნები და ბრენდირებული სხვადასხვა ობიექტები.

*2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

რა საფასურის გადახდა მოუხდა მას წარმატების მისაღწევად?

აი, რას წერს ამერიკის პრეზიდენტი :

image

"საფასური, რომლის გადახდაც მოგიწევს დიდი წარმატების სანაცვლოდ:

1. დაკარგავ ბევრ მეგობარს.

2. იფიქრებ, რომ გაგიჟდი.

3. ამის გამო ძლიერ ტკივილს განიცდი.

4. ხშირად გექნება საკუთარ თავთან საუბარი და კამათი.

5. დაკარგავ ფულს.

6. შედეგის მიღწევამდე ბევრჯერ იტირებ.

7. ოჯახი და მეგობრები თავგზას აგიბნევენ.

8. საკუთარ თავთან ხშირ წინააღმდეგობაში იქნები.

9. უცნაური ჩვევებისა და უნარების გამომუშავება მოგიწევს.

10. უმიზეზოდ მოგაყენებენ ზიანს.

11. თუ არ დანებდები, ყველა სირთულე წარმატებით აგინაზღაურდება.

12. შემდეგ კი ყველას მოუნდება შენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.


ეს კი დონალდ ტრამპის შედარებით უცნობი ფოტოებია, რომელიც მის შესახებ უსიტყვოდაც ბევრს მოყვებიან:

image ბავშვობა


imageტრამპი (მარცხნივ), ხუთიდან მეოთხე შვილი, ამ ფოტოზე თავის ოჯახთან ერთად არის. მამამისმა, ფრედ ტრამპმა, რომელიც უძრავი ქონების წარმატებული ნიუიორკელი მაგნატი იყო, თავის ვაჟს ასესხა მილიონობით დოლარი, რათა დახმარებოდა მას ბიზნესიმპერიის შექმნაში.


imageტრამპი - ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიის კადეტი


imageტრამპი მამასთან ერთად ნიუ-იორკის უორტონის ბიზნესის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს.


imageახალგაზრდა ტრამპი, როდესაც მან საკუთარი კაზინო გახსნა


imageამერიკის 45 -ე პრეზიდენტი


image

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, წინამორბედ ბარაქ ობამასათან.

შეხვედრა ფიცის დადებამდე ცოტა ხნით ადრე.

ფოტოზე : მელანია ტრამპი, დონალდ ტრამპი, ბარაქ ობამა, მიშელ ობამა



imageდოლანდ ტრამპი და მელანია ტრამპი


imageდონალდ ტრამპი და პოპის მეფე-მაიკლ ჯექსონი


imageტრამპი და ამერიკელი მსახიობი სილვესტერ სტალონე


image ოდრი ჰეპბერთად ერთად


დონალდ ტრამპის ქართველებთან გადაღებული ფოტოები

imageშეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან


imageშეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან

image გიგი უგულავა და ამერიკის პრეზიდენტი


imageნინი ბადურაშვილთან ერთად


image

ქეთა თოფურიასთან ერთად


“,

ეს კი ბოლო პერიოდში გავრცელებული, სახალისო ფოტოა

ლუიზიანას გუბერნატორი ბილი ნუნგესერი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავის წინდებს აჩვენებს.

ფოტოს წყარო: CNN

image

0
315
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0