x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუთა — «კენკრის დედოფალი»: საინტერესო ფაქტები და უნიკალურობის 10 მიზეზი (+ მურაბის რეცეპტი)

საინტერესო ფაქტები


სიცოცხლის ხე – ასე მოიხსენიებენ თუთას აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მისი ნაყოფს – «კენკრის დედოფლად» მიიჩნევენ. ბევრი საინტერესო ფაქტი არსებობს მცენარესთან დაკავშირებით და აქ, ზოგიერთ მათგანს წარმოგიდგენთ:


image


აბრეშუმის არსებობა თუთის ხის გარეშე წარმოუდგენელია და ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში მას აბრეშუმასაც ეძახიან.

ჩვენ შეიძლება არაფერი გვცოდნოდა აბრეშუმის ქსოვილის შესახებ, რომ არაერთი ფაქტი: ლეგენდის თანახმად, ეს ამბავი ძვ. წ. აღრ. 2640 წ. მოხდა. იმ დროს ჩინეთში ცხოვრობდა პრინცესა სი ლინ ში და ერთხელ, როდესაც ის თუთის ხის ჩრდილში იჯდა და ჩაის სვამდა, ჭიქაში აბრეშუმის ჭუპრი ჩაუვარდა. გოგონამ შეამჩნია, რომ ჭუპრმა დნობა და ძაფებად დაშლა დაიწყო. სწორედ ასე გაიგეს ჩინელებმა და შემდეგ სხვებმაც, რომ ჩვეულებრივ პეპლის მუხლუხოს, რომელიც თუთის ხეზე ბინადრობს, ჩვენთვის უმშვენიერესი აბრეშუმის ქსოვილის ჩუქება შეუძლია.


თუთის ხე, ჩვეულებრვ, 200 წლამდე ცოცხლობს, ხან – 500 წლამდეც და 1 დიდ ხეს, სეზონზე, დაახლოებით, 200 კგ-მდე ნაყოფის მოცემა შეუძლია.


შავი თუთის სამშობლოდ სამხ-დას. აზია ითვლება, ხოლო თეთრის – აღმ. ჩინეთი. 4 ათასი წლის მანძილზე, ჩინეთში ამ ხეს, ძირითადად, როგორც აბრეშუმის ჭიის საკვებად ზრდიდნენ და ნაყოფს ყირადღებას ნაკლებად აქცევდნენ.


ჩრდ. კვიპროსზე ყოველწლიურად, თუთის მუხლუხოს საპატივცემულოდ, ფესტივალი იმართება.


ძველთაგანვე, შუა აზიაში და აღმოსავლეთის ქვეყნებში თუთის ხე წმინდად ითვლებოდა და ამიტომ, სწორედ მის ქვეშ დგამდნენ მაგიდას, რომლის ირგვლივ ოჯახის წევრები იკრიბებოდნენ. იქ თუთის ხის ქვეშ ყოფნა, უსაფრთხოების გარანტიად ითვლებოდა. ხოლო, ხის ფესვებისგან თილისმებს ამზადებდნენ. ზოგიერთ რეგიონში ეს ტრადიცია დღემდე არსებობს.




უნიკალურობის 10 მიზეზი



image

1. ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას


თუთა დიდი რაოდენობით ანტოციანს, კვერცეტინს და კემფეროლს შეიცავს, რომელიც თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში ეხმარება ორგანიზმს. გარდა ამისა, მას ბევრი სხვა უპირატესობაც აქვს. მათ შორის: ორგანიზმის დაბერების შენელება, ლეიკემიის, ძუძუს და მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია, ალერგიის გამოვლენის შემცირება და ა. შ.



2. ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს


ზემოთ თქმულის გარდა, კვერცეტინს და კემფეროლს ასევე შეუძლია გულის და ჰიპერტონიის დაავადებების რისკის შემცირება. თუთა აძლიერებს სისხლძარღვებს და ხელს უშლის მის კედლებზე სისხლის კოლტების განვითარებას.

უამრავ სასარგებლო თვისებებთან ერთად, თუთის ნაყოფს აქვს უკუჩვენებაც. ჰიპერტონიის შემთხვევაში, მისი სიკეთეების ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. რადგან, შესაძლებელია, წნევის აწევა გამოიწვიოს.



3. ამცირებს «ცუდი» ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში


თუთა, მასში არსებული გამა-ამინოერბომჟავას (GABA) მეშვეობით, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. ის შეიცავს ფიტოსტერონსაც, რომელსაც სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია.




4. დადებითად მოქმედებს კანზე და მხედველობაზე


თუთა წყურვილის გრძნობას კლავს, ატენიანებს სხეულს. ფესვის ექსრაქტი ამშვიდებს კანის ანთებას და აპრიალებს მას. ის შეიცავს ზეაქსანტინს, რომელიც თვალის უჯრედებში ამცირებს ჟანგვის სტრესს. ხოლო, კაროტონოიდები, რომელიც ასევე შედის ნაყოფის შემადგენლობაში, თვალს იცავს კატარაქტის და ყვითელი ლაქის დეგენერაციისგან.



5. ებრძვის ანთებით პროცესს


თუთაში რესვერატროლის არსებობა, უზრუნველყოფს მის ანთების საწინააღმდეგო თვისებას. თუთა ასევე შეიცავს ანტოციანებს, რომელიც იცავს ორგანიზმს ანთებითი პროცესების განვითარებისგან. ხანდახან, ჰომეოპათიურ მედიცინაში, თუთის ნაყოფს ანთების ბუნებრივი ალოპათიური საშუალებების ალტერნატივად იყენებენ.

პერდიუს უნივერსიტეტის (Purdue University, ინდიანა, აშშ) მეცნიერთა კვლევის თანახმად, თუთა ჩინურ ფიტოთერაპიაში, საუკუნეების მანძილზე, ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.



6. ამცირებს გაციების სიმპტომებს


თუთა დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს, რაც მას ორგანიზმის გაციებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად ხდის. გაცივების გარდა, ის ორგანიზმს იცავს ალერგიული პროცესის განვითარების, ტუბერკულოზის, ფილტვების დაავადებების, ვირუსების და სხვა დაავადებებისგან, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. თეთრი თუთა ბაქტერიოციდულ და მატონიზირებელ საშუალებად ითვლება.



7. არის ვიტამინების და მიკროელემენტების წყარო


image


თუთის ნაყოფში შემავალი ვიტამინების, მინერელების და სხვა სასარგებლო ნივთიერების ჩამონათვალი მეტად შთამბეჭდავია. ვიტამინებიდან აღსანიშნავია А, K, С, РР და B ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის B1, B2 და პირიდოქსინსი (В6 ვიტამინის ერთ-ერთი ფორმა). ხოლო მიკროელემენტებიდან შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს და რკინას.

აქვს ნაღვლმდენი და შარმდენი თვისება.



8. აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას


თუთა შეიცავს დიდი რაოდენობის ფოლიუმის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს ზურგის ტვინის და თავის ტვინის უჯრედების ზრდას. ის ასევე საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ანემიის წინააღმდეგ.



9. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ ფუნქციონირებას


ფაღარათის დროს რეკომენდირებულია უმწიფარი ნაყოფის მიღება, ხოლო კოლიტის შემთხვევაში, პირიქით – ნაყოფი მწიფე უნდა იყოს. მაგრამ, დიდი რაოდენობით ნაყოფის მიღებაც არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება კოლიტი – დიარეაში გადაიზარდოს.



10. ხელს უშლის დემენციის (ჭკუასუსტობი ასაკოვან ადამიანებში) განვითარებას


კვლევამ აჩვენა, რომ თუთა მნიშვნელოვან დამცავ ზეგავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. აძლიერებს ტვინს, უნარჩუნებს მას ახალგაზრდობას და მხნეობას ანიჭებს.



შავი თუთის მურაბა


image


ინგრედიენტები:


თუთა – 1 კგ.

შაქრის ფხვნილი – 1 კგ.

ლიმონი – 1 ცალი

ვანილის ექსტრაქტი – 1 წვეთი


მომზადება:


1. თუთა თუშფალანგში გარეცხეთ > ცოტა ხნით მასში დატოვეთ, რომ დაიწრიტოს.

2. გადაარჩიეთ: მოაცილეთ გადამწიფებული და გაფუჭებული კენკრა > მაკრატლით მოაჭერით ყუნწები.

3. გადაიტანეთ თუთა ემალირებულ თასში და დააყარეთ შაქარი.

4. გააჩერეთ ასე რამდენიმე საათი, ვიდრე წვენი არ გამოუვა.

5. დადგით ცეცხლზე > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > მოხადეთ ქაფი და ადუღეთ 30 წთ.

6. ვიდრე ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაამატეთ ლიმონის წვენი და ვანილი.

შენიშვნა: თუ სქელი კონსისტენციის მურაბის მიღება გინდათ, ვიდრე ლიმონს დაამატებთ, სიროფის ნაწილი ამოაკელით.

7. ცხელი მურაბა ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

imageimageimageimageimageimageimage







0
824
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
824
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0