x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩების მიმოხილვა ფეხბუთში

15–ტურ

მოგესალმებით ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო!


მე გახლავთ პროექტი „ითამაშე და მოიგე“ ავტორი იმედა შერიფაძე. დღევანდელი სტატია მინდა დავიწყო ფრიად საიხარულო ინფორმაციით: ჩვენი პროექტი „ითამაშე და მოიგე“-ს პირველი შედეგი დასრულდა წარმატებით, ყველა შედეგი წამოვიდა ისე, როგორც წინასწარ გავაანალიზეთ და მინდა მივულოცო იმ მკითხველს, ვინც ჩვენი რეკომენდაციით გააკეთეა ფსონი და მოიგო გარკვეული თანხა.


ამ სტატიის ბოლოს, შენიშვნის ველში ჩვენ აგიხსნით, თუ როგორ უნდა დაიცვათ თქვენი კაპიტალი წაგებისაგან. ეხლა კი გადავიდეთ უშუალოდ მე-15 ტურის მიმოხილვაზე:


  • საჩხერეს ჩიხურა - ბათუმის დინამო - ამ დაპირისპირებაში ჩვენ გაგვიჭირდება აშკარა ფავორიტის გამოყოფა, ვინაიდან ორივე გუნდი მოედანზე გამოვიდა ძალიან მოტივირებული და ორივე გუნდის მიზანი იყო ამ მატჩში სამი ქულის აღება. თავდაპირველად საჩხერს ჩიხურამ დაიწყო თამაში კარგად და თამაშის მე-18 წუთზე ბათუმის დინამოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა საჩხერეს ჩიხურას 22 წლის ნახევარმცვრლმა დემურ ჩიხლაძემ. შემდეგ თამაშის 33-ე წუთზე ბათუმის დინამოს 22 წლის ბრაზილიელი წარმოშობის ნახევარმცველმა ფლომარიონმა თავის ბრაზილიულ სტილში ულამაზესი გოლი გაიტანა საჩხერეს ჩიხურას კარში. თამაშის პირველი ნახევარი დამთავრდა ფრედ 1:1. თამაშის მე-2 ტაიმი უფრო საინტერესო გამოდგა. სახიფათო მომენტები იქმნებოდა როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. მე-2 ტაიმის მიწურულს 81-ე წუთზე ნავალოვსკის ლამაზი პასის წყალობით ბათუმის დინამოს 29 წლის ნახევარმცველმა გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა საჩხერეს ჩიხურას კარში. მატჩი დასრულდა ბათუმის დინამოს გამარჯვებით 1:2.
  • თბილისი ვით ჯორჯია - თბილისის ლოკომოტივი - მატჩი დაიწყო და გაგძელდა თბილისის ლოკომოტივის აშკარა უპირატესობით და თამაშის 34-ე წუთზე თბილისის ვით ჯორჯიას კარში გოლი გაიტანა თბილისი ლოკომოტივის 22 წლის ნახევარმცველმა თორნიკე კირკიტაძემ. 1-ლი ტაიმი დასრულდა თბილისის ლოკომოტივის გამარჯვებით 0:1. თამაშის მე-2 ტაიმი დაიწყო თბილისის ლოკომოტივის აშკარა უპირატესობით. თამაშის 46-ე წუთზე თბილისის ვით ჯორჯიას კარში გოლი გაიტანა თბილისის ლოკომოტივის 28 წლის თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ. თამაშის 76-ე წუთზე თბილისის ლოკომოტივის 21 წლის ნახევარმცველმა თორნიკე ძებნიაურიმ წერტილი დაუსვა მატჩს და მე-3 გოლი გაიტანა. მატჩი დასრულდა თბილისი ლოკომოტივის გამარჯვებით 0:3. მინდა ავღნიშნო, რომ თბილისი ვით ჯორჯიას აქვს აშკარა პრობლემა საკადრო პოლიტიკაში. მთლიანად ჩავარდნილია, როგორც დაცვის ხაზი, ასევე თავდასხმის ხაზი.
  • ბოლნისის სიონი - რუსთავი მეტალურგი - მატჩი ჩატარდა ძალზედ საინტერესოდ. მიუხედავად ცუდი ამინდისა მატჩი ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. მატჩი გამოდგა უხვგოლიანი. თამაშის მე-5 წუთზე ბოლნისის სიონის კარში გოლი გაიტანა რუსთავის მეტალურგის 23 წლის ნახევარმცველმა ზაზა ციცქიშვილმა. თამაშის მე-11 წუთზე ბოლნისის სიონის კარში გოლი გაიტანა ბოლნისის სიონის 23 წლის თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ავტოგოლის სახელით შევიდა. 1-ლი ტაიმი დასრულდა რუსთავის მეტალურგის გამარჯვებით 0:2. მე-2 ტაიმი დაიწყო რუსთავის მეტალურგის აშკარა უპირატესობით და თამაშის 61-ე წუთზე ბოლნისის სიონის კარში გოლი გაიტანა რუსთავის მეტალურგის 20 წლის თავდამსხმელმა ლუკა სილაგაძემ. შემდეგ რუსთავის მეტალურგმა ცოტათი მოადუნა ყურადღება და თამაშის 84-ე წუთზე რუსთავის მეტალურგის კარში გოლი გაიტანა ბოლნისის სიონის 26 წლის ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ. თამაშის 87-ე წუთზე რუსთავის მეტალურგის კარში ბურთი გაიტანა რუსთავის მეტალურგის 22 წლის მცველმა ზურაბ ჯაპიაშვილმა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ავტოგოლითაა შესული. თამაშის მიწურულს, დამატებით დროში ბოლნისის სიონის ფეხბურთელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და თამაშის 91-ე წუთზე რუსთავის მეტალურგის კარში გოლი გაიტანა ბოლნისის სიონის 34 წლის ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ. მატჩი დასრულდა ფრედ 3:3.
  • დინამო თბილისი - ტორპედო ქუთაისი - ეს მატჩი იყო ტურის ყველაზე ლამაზი მატჩი, ნამდვილად იყო ელ კლასიკო. თამაშის 31-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში გოლი გაიტანა თბილისის დინამოს 25 წლის უკრაინელი წარმოშობის ნახევარმცველმა დიმიტრი ივანისენიამ. 1-ლი ტაიმი დასრულდა თბილისის დინამოს გამარჯვებით 1:0. მე-2 ტამი დაიწყო ქუთაისის ტორპედოს აშკარა უპირატესობით და თამაშის 62-ე წუთზე თბილისის დინამოს კარში გოლი გაიტანა ქუთაისის ტორპედოს 36 წლის ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ. შემდგომ ორივე გუნდს ჰქონდა ბურთის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ თამაშის 78-ე წუთზე ქუთაისის ტორპედოს კარში ბურთი გაიტანა თბილისი დინამოს 23 წლის მოთამაშემ ლევან შენგელიამ. თამაში დასრულდა თბილისის დინამოს გამარჯვებით 2:1.
  • გორის დილა - თბილისის საბურთალო - მატჩი გამოვიდა ყველაზე ნაკლებ გოლიანი. თამაშის 67-ე წუთზე გორის დილას კარში გოლი გაიტანა თბილისის საბურთალოს 27 წლის ნახევარმცველმა გიორგი დიასამიძემ. თამაშის 76-ე წუთზე თბილისი საბურთალოს კარში გოლი გაიტანა გორის დილას 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი კუციამ. მატჩი დასრულდა ფრედ 1:1.

  • დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩები ფეხბურთში. ოთხი მატჩი გამოდგა უხვგოლიან, მხოლოდ გორის დილასა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება აღმოჩნდა ნაკლებ გოლიანი.


    მე-15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს აქვს შემდეგი სახე:


    სატურნირო ცხრილი:

  • თბილისის საბურთალო 15 10 1 4 31-22 31
  • ბათუმის დინამო 15 10 1 4 24-15 31
  • ტორპედო ქუთაისი 15 8 2 5 25-20 26
  • დინამო თბილისი 15 7 2 6 27-19 23
  • საჩხერეს ჩიხურა 15 5 7 3 21-13 22
  • ბოლნისის სიონი 15 6 3 6 21-33 21
  • გორის დილა 15 5 3 7 13-14 18
  • თბილისის ლოკომოტივი 15 6 0 9 20-22 18
  • რუსთავის მეტალურგი 15 2 5 8 17-29 11
  • თბილისის ვით ჯორჯია 15 3 2 10 7-19 11

  • შენიშვნა: ძვირფასო intermedia.ge - ს მკითხველნო, თუ გინდათ, რომ ფეხბურთი გახადოთ თქვენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროდ და ერთგვარი თქვენი ბიზნესად, ყოველთვის გააკეთედ ფსონი თითო თამაშზე ცალ-ცალკე, არაასდროს გააკეთოდ ექსპრეს ფსონი, ეს უკანასკნელი ბუკმეიკერებისთვისა.


    როგორ ვმართოდ ჩვენი კაპიტალი? შეავსეთ თქვენი ბალანსი თქვენთვის სასურველი X ლარით. განვსაზღვროთ სათამაშო ბანკი, იგი ტოლია: X_20 %.


    რამდენი ლარი დავდოთ თითო თამაშზე? განსაზღვრეთ რამდენიმე თამაში, რომელზეც გინდათ ფსონის გაკეთება, ვთქვათ ასეთი არის n მატჩი. თითო თამაშზე დასადები ფსონი = (X_20 %/n).


    მაგ.: საქართველოს ეროვნული ლიგის 5 მატჩი ტარდება. ვთქვათ შეავავსეთ ექაუნტი 200 ლარით. სათამაშო ბანკი = 200_20 %= 40 ლარი. თითოეულ თამაშზე ვდებთ: 40 ლარი / 5 = 8 ლაარი. აკონტროლეთ თქვენი მოგება.


    პატივისცემით იმედა შერიფაძე

    0
    55
    1-ს მოსწონს
    ავტორი:იმედა შერიფაძე
    იმედა შერიფაძე
    55
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0