x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91334
  • ვიდეო:340896
  • სურათი:453304
"შენი დალეწილი სხეული გვტკივა..."-ნახეთ, რას წერს ლადო აფხაზავა სუფსასთან ავარიისას დაღუპულ ბიჭზე

image


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში, სუფსასთან მომხდარი ავარიისას დარუპული ახალგაზრდის, არჩილ კვაჭაძის შესახებ წერს და მის ფოტოს აქვეყნებს.


"შენი იმწუთებში ნაფიქრის გვტკივა...შენი დალეწილი სხეული გვტკივა...
შენ ტკივილისთვის არ იყავი დაბადებული.
ახლა შენს ორ ბედნიერებას დაიფარავს უფალი.
შენ ბედნიერებისთვის, სითბოსთვის, მეგობრობისთვის, სიყვარულისთვის დაიბადე.
და მაინც შენი იმწუთებში ნაფიქრის გვტკივა აჩი" - წერს ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ სუფსასთან მომხდარ ავტოავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი.


გარდაცვლილები არიან ორი ძმა, მათი ნათესავი და ერთ-ერთი ძმის ორსული მეუღლე. წყვილი ტყუპების მშობლები უნდა გამხდარიყვნენ.


გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0