x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"არ უნდა აჩენდნენ ბავშვები ბავშვებს... დედობა დედა-შვილობანას თამაში არ არის!"
image

მწერალი ია ნანეიშვილი აღაიანში მომხდარ საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


". . .

სამყარო, სადაც დედას შვილის მოკვლა შეუძლია, ვერ უზრუნველყოფს ვერავის სიმშვიდეს...
სამყარო, სადაც სხვაზე შურისძიებისთვის, ღვიძლი შვილის გაგუდვაც კი შესაძლებელია, როგორ შეიძლება იყოს ბედნიერი...
ასეთი დედა- დედა არ არის!!!
ასეთს არ შეიძლება ეწოდოს- დ ე დ ა!!!
მარტო შვილის გაჩენა არ ნიშნავს დედობას!!!
...ვფიქრობ და ვერ ვიჯერებ, ნუთუ სრულ ჭკუაზე მყოფ ქალს-დედას, ამის ჩადენა შეუძლია?!
ნუთუ შესაძლებელია, შვილი გაგუდო, მოპარული ოქრო დაალომბარდო და ღამე საყვარელთან რომელიღაც სასტუმროში გაატარო?!
ამ დროს, მეც ერთ-ერთი განმკითხავი ვხდები!
მეც ერთ-ერთი ქვის მსროლელი ვხდები და ვიმეორებ, რომ:
-"მაგას ციხე კი არა, შუბლში ტყვია უნდა!"
-სხვა კაცთან თუ უნდოდა გაქცევა, ბავშვს რას ერჩოდა?!"
-"შვილის მოკვლას, თავი მოეკლა ჯობდა"...
-"რად უნდა ასეთ დედას სიცოცხლე?!"
-"სადისტი, როგორ, არ შეეცოდა, როგორ არ შეებრალა, როგორ არ დაენანა საკუთარი შვილი?!"-
ასე უსასრულოდ შემიძლია გაგრძელება და ქვის სროლა...
მაგრამ, აღწევს კი ჩვენი ნასროლი ქვები იმ დამნაშავემდე, რომელმაც უსასტიკესი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს...
შესაძლოა, მას არც ესმის ჩვენი ნასროლი ქვების ზუზუნი და არც სტკივა, რადგან მისი ტკივილი ჩვენს ტკივილზე ბევრად მეტია...ის უკვე ცოცხალ-მკვდარია...მას შვილი აღარ ჰყავს...ის უკვე დედა აღარ არის!..
...............................................................................................
არ უნდა აჩენდნენ ბავშვები-ბავშვებს!..
ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა თოჯინებით თამაში არ არის!
ოჯახი-პასუხისმგებლობაა!
დედობა- "დედა-შვილობანას" თამაში არ არის!..
რა უნდა სამოთხეს დედამიწაზე!..აქ ადამიანები მხოლოდ ჯოჯოხეთს აწყობენ სამწუხაროდ!..



------------------------------------კომენტარები--------------------------------


Keti Grigolia ძალიან ცუდად გავხდი რომ გავიგე, საწყალი ბავშვი როგორ გაიმეტა.ერტხელ დედა მომიყვა აკვანში ეწვინა ჩემი ძმა თურმე და ძუძუს აწოვებდა, ჩამეძინა და ზედ დავაწექიო და იგუდებოდაო ბავშვი, ვიღაცამ ძილში დამიძახა გაიღვიძე ქალოო და გამეღვიძაო.ანგელოზმა გადამირჩინაო შვილი.ემოციის გარეშე დღესაც ვერ ყვება 81 წლისაა და.ძმა კი აღარ არის ცოცხალი.როგორ შეიძლება თუ ავადმყოფი არ ხარ ეს ჩაიდინო.ღმერთო დაიფარე პატარა ანგელოზის სული.


Cisana Didebashvili გაიხარეთ ქ-ნო ია, ზუსტად ასე ვფიქრობ მეც, ეს რა საშინელება ჩაიდინა დედამ, თუ მას დედა ეწოდება კიდევ!!



Jana Rostomashvili ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან.ვერ ვაცნობიერებ.ეს როგორ გააკეთა.საკუთარი შვილის თბილი სუნთქვა როგორ შეწყვიტა.ეს ხომ უკვე ქვეყნიეების დასასრულია.საიდან ამხელა სისასტიკე 16 წლის ბავშვში.შეიძლება ქმარი არ გიყვარდეს, შვილი არ გიყვარდეს(ან როგორ არ უნდა გიყვარდეს არც ეს მესმის), მაგრამ დატოვე ყველაფერი და წადი! მთელი ღამე ჩემი შვილების სუნთქვას ვუსმენ, არ ვიცი რა გულმა გაუძლო და ხელი როგორ წაიღო პაწია ყელისკენ.არ განვიკითხავ ცხოვრებაში არავის მაგრამ დედას შვილის სასტიკად მკვლელობას ვერ ვაპატიებ...


Sofo Xuchua ამის პატიება არ შეიძლება ...გეთანხმები ია, ასეთ ადამიანს დედა როგორ უნდა ერქვას, ეს არ არის დედობის ღირსი, ასე როგორ გაეყინა სულიდა ბავშვი როგორ გაიმეტა, სადაც უნდპდა იქ წასულიყო, როგორ შეიძლება ასეთ ადამიან უგულშემატკივრო „ზოგიერთების გასაგონად ვამბობ“ამას გასამართლებაც არ ჭირდება ტყვია უნდა დაახალო შუბლში.


Nan Chiteishvili კანონით უნდა იკრძალებოდეს არასრულწლოვნის ქორწინება, ვერავინ დამაჯერებს, რომ სრულ ჭკუაზე მყოფ დედას შეუძლია დაგეგმილად შვილს ზიანი მიაყენოს, შეშლილი იქნება ეს საბრალო ბავშვი


Lia Tatarashvili ძნელად წარმოსადგენი სურათია, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა არავინ იცის. ამიტომ ნუ განვსჯით ჩემო კარგებო.საკმარისად გვაქვს საკუთარი შეცდომები, ნუღარ დავიმძიმებთ სულს. ეს საქმე უფალს მივანდოთ, ადამიანთა განკითხვა მხოლოდ მისი საქმეა.image

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0