x
image
მაია 24
15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს
image


სრულყოფილება ან არ არსებობს, ან ყველაფერი სრულყოფილია. ყველა ადამიანს აქვს თვისებები, რომლებმაც შეიძლება გაგვაღიზიანოს, ან მოგვხიბლოს. ფსიქოანალიტიკოსებსა და ფილოსოფოსებს თუ ვენდობით, ადამიანები უფრო მეტად ღირსებების კი არა, ნაკლოვანებების გამო გვიყვარდება.


როგორია იდეალური ქალი? ამაზე ყველა კაცი სხვადასხვაგვარ პასუხს იძლევა, მაგრამ ყველა ცდება, რადგან კრიტერიუმი ერთადერთია - იდეალურია ის, ვინც გიყვარს. ქალები და კაცები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. სწორედ ამ განსხვავებების გამო აკრიტიკებენ ისინი ყველაზე მეტად ერთმანეთს და სწორედ ამ განსხვავების გამო უყვარდებათ კიდეც.


მაშ ასე, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, ტყუილად არ უთქვამთ ძველებს – 15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს:




image


1. ზედმეტად ბევრ ფიქრობს თქვენზე


გონებაში გამუდმებით თქვენ და თქვენი ცხოვრება უტრიალებს, ფიქრობს რა იქნება თქვენთვის უკეთესი, რა უნდა გააკეთოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ და მერე ამ გენიალური იდეების, თქვენთვის გაურკვეველი მეთოდებით, თქვენთვისვე ჩაწვეთებას, ან კიდევ პირდაპირი უხეში მეთოდებით თავში ჩატენვას ცდილობს.


2. ძალიან დიდ დროს ანდომებს მომზადებას


ამას თითქმის ყველა კაცი მწყობრიდან გამოყავს – ზიხარ, ელოდები და უყურებ, როგორ იცვლის ერთმანეთზე უკეთეს სამოსს სამოსზე და მაინც საშინლად არ მოსწონს თავი. თქვენ 8 საათზე ხართ წვეულებაზე დაპატიჟებული, ახლა კი უკვე 9-ის ათი წუთია. სამაგიეროდ, ის ყველაზე ლამაზი იქნება ამ საღამოს და თქვენც ხომ იმიტომ შეგიყვარდათ, ყველაზე ლამაზი რომ არის? რემარკი წერდა – როდესაც ქალი სარკესთან ტრიალებს, ამ დროს იხსნება მთელი მისი სამყარო და ამ დროს არის ყველაზე მომხიბლავიო.



image


3. არცერთი თქვენი ნაკლი არ ეპარება


ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ნაკლი გვაქვს, თავადაც ვიცით და თითქოს გვაღიზიანებს ამ ნაკლზე მითითება, თუმცა როდესაც ადამიანმა შენი ყველა ნაკლი იცის და მაინც უყვარხარ, ძალიან მაგარია. ამას ყველა კაცი აფასებს, რამდენიც არ უნდა იბუზღუნოს. მან იცის, რომ ნაკლზე მითითება და გამოსწორების მცდელობა ყველა ქალში არსებული დედური ინსტიქტების ბრალია, თითქოს თქვენს გაზრდას ცდილობს. კაცები ბოლომდე ბავშვად რჩებიან და მოსწონთ, როდესაც ისევ ბავშვად გრძნობენ თავს.



image


4. საიდან რა იდეა მოსდის თავში, ვერ გაიგებ


ხან პიკნიკის გეგმები აქვს, ხან რომელიმე მწვერვალის დალაშქვრის, რომელიმე სულელური მელოდრამის ყურების, ან ბანჯით გადმოხტომის… ის სპონტანური და არაპროგნოზირებადია. ის სუნთქვის, მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, თითქოს ეშინია, რომ რამეს ვერ მოასწრებთ, რომ მოგწყინდებათ... და თქვენ თუ ამავე ენთუზიაზმით არ შეხვდით მის იდეებს, თავბედს გაწყევლინებთ, რადგან რეალურად ის ამ ყველაფერს თქვენი ბედნიერებისთვის აკეთებს და არა საკუთარი თავისთვის.



image



5. თვეების განმავლობაში არჩევს თქვენთვის საჩუქარს


მიზეზს არ გაუშვებს ხელიდან, რამე რომ არ გაჩუქოთ და თან არჩევს იდეალურს. მერე გიყვებათ რამდენი არჩია, როგორ მივიდა ამ საჩუქრის ყიდვის გადაწყვეტილებამდე და თქვენც ხვდებით, რომ უბრალოდ უნდა გაგრძნობინოთ, რა ძვირფასი ხართ მისთვის და კიდევ ის, რომ მასაც უნდა ამდენს ფიქრობდეთ მასზე. მასტერკლასი! მას ძვირფასი საჩუქრები კი არ სურს, მას ისეთი საჩუქარი უნდა, რომლითაც დაინახავს, რომ თქვენ იცით, მას რა სჭირდება.


6. ისე მაგრად უვლის თავს, რომ მის გვერდით ნამდვილი მაიმუნი ხართ


სულ ვარჯიშობს, ათასგვარი დიეტებით აქვს თავი გამოტენილი, რაღაც ნიღბებით ითხუპნება, მთელ თავისუფალ დროს შოპინგზე ხარჯავს… რა საშინელებაა, საშინელი მშვენიერება. თქვენ ჭკუა გეკეტებათ.



image


7. სულ მართალია


გამუდმებით! გეგონებათ ნათელმხილველია. აზრი არ აქვს მასთან კამათს, რადგან 99 პროცენტში სულ მართლდება. ეს საშინელებაა, რადგან თქვენ მასთან კამათზე გიჟდებით. თითქოს სულ წაგებული რჩებით, მაგრამ ის თქვენს გუნდშია, ხომ არ გავიწყდებათ? როგორ გაგიმართლათ!



image


8. ის რაღაცნაირად ახერხებს, რომ თან სჭირდებოდეთ და თან არ სჭირდებოდეთ არაფერში


ხანდახან გგონიათ, რომ რომ თქვენ გარეშე დაიღუპება, რომ თქვენ გარეშე არაფერი ეშველება… უცებ კი ბრახ და აღმოაჩენთ, რომ თქვენზე უკეთ უმკლავდება ყველაფერს. ის თითქოს სუსტია, დასაყრდენს ეძებს თქვენში, მაგრამ მაშინ, როდესაც თქვენ წაიფორხილებთ, ისე მყარად დგას, თქვენც კი არ მოგცემთ წაქცევის საშუალებას. მას თქვენ გარეშე არ შეუძლია არსებობა და თან მშვენივრადაც შეუძლია. ეს აუტანელია და სიგიჟემდე საყვარელი.



image


9. ის გაიძულებთ უკეთესი გახდეთ


მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. გაიძულებთ იბრძოლოთ უკეთესი კარიერისთვის, ოცნებების ახდენისთვის, მისთვის. არაფრით არ სურს იმის გაგება, რომ გეზარებათ, გეშინიათ, არ გცალიათ, არ შეგიძლიათ… თქვენ მისი კაცი ხართ, იდეალური კაცი და თქვენ ყველაფერი უნდა შეგეძლოთ, ასე რომ, პროტესტს აზრი არ აქვს, აწიეთ ერთი ადგილი და იცხოვრეთ ისეთი ცხოვრებით, როგორ ცხოვრებაზეც ოცნებობდით.



image


10. არ ეშინია თავისი აზრების გამოთქმის


თქვენ სულ იმაზე ნერვიულობთ - რა უთხრათ, როგორ უთხრათ, სხვანაირად არ გაიგოს, თვითონ კი ისე გაჯახებთ ყველაფერს, შოკში ჩავარდებით. არა მარტო თქვენ, ყველას, აი, იმ თქვენს თანამშრომელს ამდენი ხანია რომ ნერვებს გიშლით და იძულებული ხართ ნაძალადევად გაუღიმოთ, თქვენს ბოსს, აუტანელ ნათესავებს, ყველას ყველაფერს მიახლის პირში და თქვენც რა დაგრჩენიათ, ხუმრობაში უნდა გაატაროთ, მერე კი ებუზღუნოთ, ენაზე კბილის დაჭერა რატომ არ იციო. მოკლედ, ზედმეტს ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს იმას, რასაც თქვენ ვერ ბედავთ, რომ თქვათ. ენაგრძელია უდავოდ, მაგრამ ყველაზე საყვარელი ენაგრძელი, სულ თქვენი ენაგრძელი.



image


11. სულ თქვენს მკლავებში უნდა, სულ ხელჩაკიდებული უნდა


ზაფხულია, 40 გრადუსი სიცხე, მას კიდევ უნდა რომ ჩახუტებულებმა იაროთ. კი, ძალიან საყვარლობაა, მაგრამ აი, ოფლში გახვითქვა რა საჭიროა? მოვა შემოდგომა, ზამთარი და მოგეხუტოთ მერე რამდენიც უნდა. მართალია, არც მასთან და არც თქვენს მეგობრებთან არ აღიარებთ, მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ ამ დროს ყველაზე ბედნიერი ხართ.



image



12. გამუდმებით ახერხებს ახალ-ახალი პრობლემების გამოჩხრეკას


ვერ იტანს კომფორტის ზონაში ყოფნას, როგორც კი გგონიათ - აი, დავმშვიდდით, დავწყნარდით, უკვე ახალი იდეა აქვს, რაღაც ახლის გასინჯვა უნდა – "არ გინდა იაპონური ენის შემსწავლელ კურსებზე ვიაროთ?" აი, გაიგო, რომ რომელიღაც მისი ნაცნობი წყვილი ცეკვებზე დადის."რა მაგარია, ჩვენც ვცადოთ, რა"… კი, აბა, მთელი ცხოვრება მაგაზე ვოცნებობდი. თქვენ ნერვები გეშლებათ, მაგრამ სამაგიეროდ საინტერესო ცხოვრება გაქვთ და რომ არ აის, ტელევიზორის ყურებით მოკვდებოდით.



image


13. მას სურს, რომ გიყვარდეთ ამქვეყნად ყველა ქალზე და ყველაფერზე მეტად, რაც კი ოდესმე გყვარებიათ


თქვენი ცხოვრების ყველა წამი მისია, თქვენი სუნთქვა მისია, მას თქვენ უნდიხართ, მთლიანად უნდიხართ თქვენი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. თქვენ თითქოს მისი სხეულის ნაწილი ხართ და ამის გაზიარებას არავისთვის აპირებს. არავინ და არაფერი არ უნდა გიყვარდეთ მასზე მეტად, თუ საჭირო გახდა, მთელი სამყარო უნდა მიატოვოთ მის გამო და ასეც უნდა იყოს!


14. მთელი ცხოვრების თქვენთან ერთად გატარებას აპირებს


ყოველ ღამე თქვენთან ერთად დაძინება და ყოველ დილით თქვენთან ერთად გაღვიძება უნდა. უნდა, რომ სულ მის გვერდით იყოთ, როცა რამე უჭირს, ან არ უჭირს, როცა ცუდ ხასიათზეა, ან როცა კარგ ხასიათზეა. ცხოვრება სასტიკია და მასთან პირისპირ დგომა არ სურს. რისთვის ჰყავხართ, აბა, თქვენ? მას უნდა, რომ მუდამ გვერდში ედგეთ, სულ მხარი დაუჭიროთ, თუნდაც არ იყოს მართალი... უნდა, რომ თავი გაწიროთ მის გამო, თუ ეს საჭირო გახდა. დამოუკიდებლადაც შეძლებს მოიტანოს წყალი, გაიკეთოს ჩაი, ის კი არა, თუ დასჭირდა ცეცხლის დანთებას და შტეფსელის შეკეთებასაც მოახერხებს, მაგრამ თქვენი გაკეთებული უნდა, თქვენი… რატომ? იმიტომ რომ თქვენ მის გვერდით კი არ უნდა ცხოვრობდეთ, თქვენ მისით უნდა ცხოვრობდეთ. რა, ბევრს ითხოვს? სულაც არა, თვითონ ხომ მზად არის ამისთვის?…



image



15. ისე გაგრძნობინებთ თავს, თითქოს ნებისმიერ დროს შეიძლება დაჰკარგოთ


როგორც კი ჩათვლით, რომ დამთავრდა, თქვენია, ვეღარსად წაგივათ და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაშინვე აუცილებლად შეგახსენებთ, თუ რა განძი გყავთ და რამდენი კაცი გადახტებოდა თავით წყალში მის ხელში ჩასაგდებად. არა, პირდაპირ კი არ გეტყვით, ასეთ დონეზე არ დაეცემა. უბრალოდ გაიძულებთ, რომ თქვენით მიხვდეთ ამას და ეს ასჯერ უარესია. თქვენ გამუდმებით სტრესში ხართ, რადგან იცით, რომ ის როგორც ყოველთვის მართალია და ეს შესანიშნავია!


ასევე დაგაინტერესებთ:



ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს


14 მოულოდნელი ნიშანი იმისა, რომ ქორწინება გაყრით დასრულდება


დღეს დილით გოგოს შევხვდი, რომელიც წლების წინ მიყვარდა…



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
10160
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
10160
  
2019, 27 მაისი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1