x
მეტი
  • 17.06.2019
  • სტატია:91248
  • ვიდეო:340857
  • სურათი:453224
ვინ "დაეხმარა" 13 წლის სომეხ ბიჭს მიეღო ისლამი?

image
რატომ იყო ტელევიზიით ორგანიზებული პატარა არტურის გამოსვლა მისი მშობლების თანხმობის გარეშე?-ასეთი კითხვა აქვს თურქეთის პარლამენტარს, სომეხ დეპუტატს კარო პაილანს.იგი აპირებს ოფიციალური საჩივარი შეიტანოს ტელე-რადიო მაუწყებლობის წინააღმდეგ უმაღლეს საბჭოში და პროკურატურაში.



თურქეთის პარალამენტის დეპუტატი, ეროვნებით სომეხი კარო პაილანი აპირბეს დაიცვას 13 წლის სომეხი ბიჭუნას უფლებები, რომელმაც ამ დღეებში თურქეთის ტელევიზიის ერთ-ერთ შოუში პირდაპირ ეთერში ისლამი მიიღო, თან ამას აიძულებდა ცნობილი თურქი თეოლოგი ნიჰატ ჰატიპოღლუ.


როგორც კარო პაიანი ამტკიცებს, იგი შეხვდა ბიჭუნას დედას, რომელმაც განაცხადა, რომ "საკუთარი შვილის ტელევიზიით გამოსვლა ორგანიზებული იყო მისი ნებართვე~ის გარეშე."


"ხვალვე გავაგზავნი ოფიციალურ საჩივარს უმაღლეს საბჭოში და პროკურატურაში ტელერადიო მაუწყებლის წინააღმდეგ, მე ვუჩივლებ ამ გბადაცემას ბავშვთა ექსპლუატაციის გამო"-აღნიშნა პალიანმა Facebook-ზე.


პალიანმა ისიც დასძინა, რომ მართალია ინციდენტს არ გააჩნია რაიმე მესიჯი, თუმცა ბიჭუნას ეთნიკური წარმომავლობა განსაკუთრებით ხაზგასმული იყო, რაც უფრო ზრდიდა ინტერესს თურქი მაყურებლისათვის.



შეაგახსენებთ, შარშან ქართველმა ქალმა, ნანა ახალაიამ ისლამი პირდაპირ ეთერში მიიღო, რის გამოც ნანა ახალაის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა.

0
322
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0