x
image
ეკა ლაცკა
როგორ გააოცა კონსტანტინე გამსახურდიამ გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი

image

"მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა.

მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში.

ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან.

არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”,

- წერდა თავის ჩანაწერებში ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია და მართლაც, ეს საქართველოს უმოკლეს მდინარის პირას გაზრდილი ბიჭი, დღეს ღირსეულად დგას მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო კლასიკოსთა შორის.

image

კონსტანტინე გამსახურდია ავტორია რომანებისა: "დიონისოს ღიმილი", "მთვარის მოტაცება", "გოეთეს ცხოვრების რომანი", "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა", "დავით აღმაშენებელი", "ვაზის ყვავილობა".

გამოცემული აქვს არაერთი ნოველა, ნარკვევევი თუ ესე.

მან თარგმნა გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს "ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - "ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა) და სხვა.

მის თარგმანებს შორისაა ასევე გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის რომანი - "დასავლეთის ფრონტი უცვლელია".

image

არსებობს ასეთი პატარა საინტერესო ისტორია კონსტანტინე გამსახურდიასა და ერიხ მარია რემარკის შეხვედრის თაობაზე :
...

"კონსტანტინე გამსახურდია და გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი საფრანგეთში ერთად ყოფნის დროს რესტორანში შევიდნენ სადილისთვის.
image

შეკვეთა ბატონმა კონსტანტინემ ითავა და მენიუ გულდასმით გადაიკითხა, მან ჩვეული სიდინჯით დაუკვეთა სადილი. ოფიციანტმა დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა და გაბრუნდა.

რემარკს უნდოდა ეკითხა, თუ რამ გამოიწვია ოფიციანტის ირონია მაგრამ ბატონი კონსტანტინე მიუხვდა და უმალ წამოიწყო სხვა თემაზე საუბარი.

სადილად მიირთვეს ერთი ბოთლი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“, რომლის ფასი ერთი დოლარი და რაღაც ცენტი ღირდა.

image

თუმცა მენიუში აღნიშნული იყო საკმაოდ ძვირად ღირებული ღვინოებიც.

ირგვლივ მსხდომნიც ალმაცერად უყურებდნენ ამ ორ ინტელიგენტ მამაკაცს, რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ იაფფასიან სასმელს.

როდესაც დაასრულეს სადილი და ოფიციანტმა ანგარიში წარუდგინა გამსახურდიამ დამატებით მოითხოვა ყველაზე ძვირად ღირებული ერთი ბოთლი ღვინო და იმისი ფულიც სასწრაფოდ გადაიხადა.

როდესაც ოფიციანტმა დაკვეთა მოუტანა, კონსტანტინემ სთხოვა მას დახმარებოდა ხელის გადაბანაში. კონსტანტინემ იმ ღვინით ხელები დაიბანა.

ოფიციანტი და დარბაზში მსხდომნი გაოცებული მისჩერებოდნენ. ხოლო ერიხ მარია რემარკმა, რომელმაც ამოიცნო ქართველი ფენომენის ჩანაფიქრი ხელი ჩამოართვა და მეგობრულად გადაეხვია. "

როდესაც პატრიოტი ხარ, ალბათ, "შენი" ყოველთვის ყველაზე ძვირადღირებული და ძვირფასია. კონსტანტინე კი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი იყო.

image
3
2609
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
2609
  
30 მაისი, 0:58
ერთმა გამოლიბრალებულმა ამ სტატიას უარყოფითი შეფასება მისცა, მაგრამ არ ვიცი ვინ იყო, არ ჩანს :)
აი ეს ისტორია გამიგია ცხონებული მამაჩემისგან:
კომუნისტების დროს, ცეკას მეორე მდივანი აუცილებლად რუსი უნდა ყოფილიყო, ჰოდა მჟავანაძეს ჰყოლია ასეთი ერთი, გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს. შესულა მასთან რაღაც საკითხზე კოწია და ელაპარაკება ქართულად, დაუღია იმას პირი, ჯერ ერთი, როგორ ბედავსო, და მეორე- ამან რუსული როგორ არ იცისო?
რომ მოჩა სათქმელს, სუფთა რუსულით დაუმატებია კოწიას, რომელ ქვეყანაშიც მოვღვაწეობ, იქ იმავე ენაზე ვსაუბრობ და თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ, თუ ამ ქვეყანაში მუშაობას აპირებთო. რამოდენიმე თვეში, დამტვრეული, მაგრამ ქართული საუბრით შეგებებია ის კაცი დიდ კონსტანტინეს.
აუუ, ეს არ ვიცოდი, თავის არცერთ მოგონებაში არ აქვს, და მართლაც მაგარი იყო რა, კოწია!!!
0 1 3