x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვხარჯოთ თუ დავზოგოთ?-ივნისის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
გვიახლოვდება ზაფხულის პირველი თვე და რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს რას მოგვიტანს ის. ვიღაც შვებულებას გეგმავს, ვიღაც კი ფინანსური გარიგების დადებას აპირებს. გაგვიმართლებს თუ არა ამ თვეში და იქნება თუ არა ივნისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის წარმატებული? მოდი, ვარსკვლავებს ვკითხოთ.

image

1.ვერძი

image


ივნისი ცვლილებების ძლიერ სურვილს აღგიძრავთ, რაც საცხოვრებლის შეცვლას და სხვაგან გადასვლას უკავშირდება. მოგინდებათ რაღაც ახალი, რამაც შესაძლოა დიდი დანახარჯები გამოიწვიოს. თუმცა, ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ეს ფულის კარგი დაბანდება იქნება და ხარჯებს არ შეუშინდეთ. დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდება, რომ თქვენი გეგმები სისრულეში მოიყვანოთ.

არ ღირს ეკონომიის გაკეთება მსხვილ შენაძენებსა თუ დღესასწაულების მოწყობაზე. ფინანსურ ხარჯებს დადებითი ემოციებით აინაზღაურებთ.ამ თვეში გეძლევათ შანსი, რომ რუტინას თავი დააღწიოთ.


2.კურო

imageკუროებს ივნისი ბევრ საცდურს სთავაზობს, მაგრამ არ ღირს ამ შემოთავაზებებში თავით გადაეშვათ. მოგიწევთ ხასიათის სიმტკიცე გამოავლინოთ და ბალანსი იპოვოთ. ყველაფერს ნუ აუკრძალავთ საკუთარ თავს, მაგრამ ეკონომიაც არ გაწყენთ. გექნებათ სიტუაცია, როცა მაქსიმალურად უნდა გამოავლინოთ ხელმომჭირნეობა და ეკონომია. ცოტა ხნის შემდეგ ეს ხელმომჭირნელობა თავის შედეგსაც გამოიღებს. მოერიდეთ გაუაზრებელ და წინდაუხედავ გადაწყვეტილებებს. ასე სამომავლო კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნით.


3.ტყუპები

imageსწორედ ტყუპებისთვისაა ივნისი ყველაზე წარმატებული. ამ თვეში შეძლებთ კარგად გამოიმუშაოთ და ხელსაყრელად დააბანდოთ თქვენი კაპიტალი. ფული თვითონ იდენს თქვენს ხელში, საჭიროა მხოლოდ სწორად განკარგოთ ის და დასახულ მიზნებსაც მოკლე ვადებში მიაღწევთ.

თუმცა, სიფრთხილე გმართებთ, გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ფული უცებ დაგჭირდეთ. ასეთი სიტუაციებისთვის ყოველთვის უნდა გქონდეთ დანაზოგი.


4.კიბო

imageეს თვე კიბოებისთვისაც წარმატებულია. ფულადი სახსრები არ მოგაკლდებთ, შეგიძლიათ თავს ყველაფრის უფლება მისცეთ და საკუთარი თავი და ოჯახის წევრები საყიდლებით გაანებივროთ. თუმცა, სიფრთხილეც გმართებთ. არ დათანხმდეთ მაცდურ წინადადებებს, რომლებიც ფულის დაბანდებას უკავშირდებიან.


5.ლომი

imageლომებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერი შესანიშნავად ექნებათ. ეს თვე ნამდვილად წარმატებულია ფინანსურად. უამრავი პერსპექტივა და შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა მცირე უსიამოვნებაც მოგიხდეთ, რომელიც თქვენს გეგმებზე იმოქმედებს, მაგრამ ეს დროებითია.

ივნისში იდეალურ ბალანსს იპოვით ხარჯებსა და შემოსავლებს შორის.კმაყოფილი იქნებით იმით, რომ საშუალება მოგეცემათ საკუთარი თავი გაანებივროთ.


6.ქალწული

imageამ თვეში ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მოულოდნელმა მოვლენებმა შეარყიოს. არის ალბათობა, რომ დანაზოგის გამოყენება დაგჭირდეთ, მაგრამ ნერვიულობად არ ღირს. ვარსკვლავები ივნისში სასიამოვნო შეხვედრებს გპირდებიან, რაც ხარჯებად ნამდვილად ღირს. ამიტომ, ნუ იდარდებთ და დატკბით იმით, რაც გაქვთ.

სასწრაფო საქმეების გამო შესაძლოა დაგეგმილი საყიდლების გადადება მოგიხდეთ. ნუ იდარდებთ, მომავალში ყველაფერს აინაზღაურებთ.


7.სასწორი

imageსასწორებს ამ თვეში შესაძლებლობა აქვთ ფინანსური პრობლემები გადაჭრან, მხოლოდ იმ პირობით რომ ცდუნებებს გაუმკლავდებიან. ამ თვეში უამრავი საბაბი გექნებათ, რომ რაღაც იყიდოთ, მაგრამ თავი აარიდეთ ფულის ხარჯვას.

ზოგადად, ივნისში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა, გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დანახარჯმა შესაძლოა ძალიან იმოქმედოს თქვენს ბიუჯეტზე, ამიტომ ფრთხილად იყავით.


8.მორიელი

imageივნისი ნამდვილად არ იქნება წარმატებული თვე, მაგრამ შანსს გაძლევთ, რომ სამომავლოდ თავის უზრუნველყოფა შეძლოთ. აქტიურობა ივნისში-სამომავლო კეთილდღეობის საწინდარია. ფინანსური წარმატება მათ ელით, ვისაც კრეატიულად აზროვნება შეუძლია და ყველა შესაძლებლობას სწორად იყენებს.


9.მშვილდოსანი

imageივნისი არც მშვილდოსნებისთვისაა იოლი პერიოდი. იმისთვის, რომ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი, გარჯა მოგიწევთ. ფული თავისით არ ჩაგივარდებათ ხელში, თუმცა კარგ შესაძლებლობებს მიიღებს საიმისოდ, რომ ფული გამოიმუშაოთ. ამ თვეში თქვენი ფინანსური მდგომარეობა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ ხარჯავთ ფულს. ამიტომ, ხარჯებს გონივრულად მოეკიდეთ.


10.თხის რქა

image

ფინანსური თვალსაზრისით ივნისი სასიამოვნო თვე იქნება. შეძლებთ თავს იმის ნება დართოთ, რასაც აქამდე ვერ ახერხებდით. შედეგად - მორალურ კმაყოფილებას იგრძნობთ. საჭიროა მხოლოდ, რომ სწორად განკარგოთ რესურსები. ამ თვეში ფულის კაპიკ-კაპიკ დათვლა არ მოგიწევთ, მაგრამ ფინანსური ზრდა მაინც არ გექნებათ. ეს უბრალოდ სასიამოვნო პერიოდია, როდესაც ფულის საკითხი არ შეგაწუხებთ. უმჯობესია, ყურადღება ცხოვრების სხვა სფეროებს დაუთმოთ.


11.მერწყული

imageაი, მერწყულებისთვის კი ივნისი სულაც არაა მსუბუქი და იოლი პერიოდი. შესაძლოა ფინანსურ სიძნელეებს წააწყდეთ და დროებით უარის თქმაც მოგიხდეთ საყიდლებსა და გეგმების განხორციელებაზე. წარმატება მხოლოდ მათ ეწვევათ, ვინც გონივრულად იმოქმედებს.

მეორეს მხრივ, ივნისში შესაძლოა ახალი, ხელსაყრელი შესაძლებლობები გამოგიჩნდეთ. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ფრთხილად იყავით, ხარჯეთ გონივრულად და არ დათანხმდეთ საეჭვო წინადადებებს.


12.თევზები

imageამ თვეში ფული თქვენკენ იწყებს დენას, მაგრამ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, ყველაფერი გონივრულად უნდა დაგეგმოთ.

თვის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა ფინანსური სირთულეები შეგექმნათ. გადადეთ მსხვილი საყიდლები სამომავლოდ, რომ სულ უფულოდ არ დარჩეთ. იმოქმედეთ წინდახედულად და შეეცადეთ ყველა ხარჯი აკონტროლოთ.




0
1949
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1949
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0