x
ტრადიცია, რომელიც განგვასხვავებს ერებს

რა არის ტრადიცია? ტრადიცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წარმოდგენები, რიტუალები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის (ერის, სუბეთნიკური ჯგუფის, ერთი ქალაქის მოსახლეობის, ოჯახის) შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები.

ყველა ქვეყანას განსხვავებული მისალმების ტრადიცია აქვს. წარმოგიდგენთ რამოდენიმეს:

image

1.ახალ ზელანდიაში მისალმებისას ერთმანეთს ცხვირს ადებენ.

image

2. ფილიპინებში მისალმების ულამაზესი ტრადიცია არსებობს. ახალგაზრდები მოხუცების საპატივსაცემოდ მათ ხელს იღებენ და შუბლზე იდებენ. ამ ტრადიციას ისინი მანოს ეძახიან.

image
3.ფრანგები შეხვედრისას ერთმანეთშ ლოყაზე კოცნიან.

image 4.კენიაში ადგილობრივები წრეს კრავენ ახალმოსულის დასახვედრად და მაღლა ახტომაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ისინი შეხვედრისას უცნაურ ხმებს გამოსცემენ.ეს ხმები ქართველებმა გურულ “კრიმანჭულს'' შეადარეს.

image 5.მალაიზიაში მისალმების დროს ერთმანეთის თითებს ეხებიან და შემდეგ ხელის გულებს გულზე ადებენ.

image
6.ტი­ბე­ტის მცხოვ­რებნი ნაც­ნობ­თან შეხ­ვედ­რი­სას მარ­ჯვე­ნა ხე­ლით იხ­სნი­ან თავ­სა­ბუ­რავს, მარ­ცხე­ნა მი­აქვთ ყურ­თან და ერ­თმა­ნეთს ენას უყო­ფენ.

image 7.მონღოლეთში სტუმრები ერთმანეთს სიმბოლურად შარფს ჩუქნიან. ისინი მისალმების დროს ერთმანეთს ხელებით ნაზად ეხებიან.

image 8.სა­მო­ა­ში კი ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა, თუ შეხ­ვედ­რი­სას მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის პირს არ დაყ­ნო­სავენ.

image 9.იაპონიაში ნაცნობს სამი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხერ­ხით - სე­ი­კე­რე­ით, 30 და 15 გრა­დუ­სი­ა­ნი თა­ვის დახ­რით ესალ­მე­ბი­ან. სე­ი­კე­რეი თა­ვის ლა­მის მუხ­ლე­ბამ­დე და­წე­ვას მო­ი­თხოვს. ასე ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცემ და მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს ესალ­მე­ბი­ან.

image

10.საქართველოში კი ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით და ლოყაზე კოცნით ესალმებიან.

1
650
5-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჩიტაია
სოფიო ჩიტაია
650
  
2019, 24 მაისი, 16:50
ორჯერ გაქვთ ატვირთული, მეორე წაშალეთ, მნახველს შეცდომაში შეიყვანს და აქ ნახვები დაგაკლდებათ.
0 1 1