x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"როცა მეგონა, რომ იქით აღარაფერი იყო, ხელი მომკიდა და მითხრა...ასე დაიწყო ჩვენი ნამდვილი დედაშვილობა"
image


გადაცემა "პროფილის" გვერდზე მაია ასათიანი მონოლოგი გავრცელდა, დედაშვილობაზე, რომელიც ძალიან ემოციური მოსასმენია.


ასათიანი თავისი და საკუთარი შვილის ურთიერთობაზე წერს, რომელიც დების ურთიერთობა უფრო იყო, ვიდრე დედა-შვილის.


როგორც ის აღნიშნავს, როცა ერთ დღეს ეგონა რომ აღარაფერი იყო, ხელი მოკიდა და უთხრა, "ნუ გეშინია, ყველაზე მეტად გათენების წინ ბნელა" და ასე დაიწყო მათი ნამდვილი დედაშვილობა.




"ჩვენ ერთად გავიზარდეთ, მთელი ბავშვობა მეგონა, რომ დები ვიყავით. ბავშვები, ასე მოგვიხსენიებდნენ სახლში და მეც სულ მეგონა, რომ ერთ დღეს, ერთ წამს, ერთმა დედამ გაგვაჩინა და მერე ჩემი ცხოვრების მთავარ დღეს... დღეს, როცა მეგონა, რომ იქით აღარაფერი იყო, ხელი მომკიდა და მითხრა, ნუ გეშინია, ყველაზე მეტად გათენების წინ ბნელა და ასე დაიწყო ჩვენი ნამდვილი დედაშვილობა"


ასათიანის მონოლოგის ქვევით უამარავი გამამხნევებელი კომენტარია და მაიასადმი დიდი სიყვარულის გამოხატულება.


ტე­ლე­წამ­ყვან მაია ასა­თი­ა­ნის შ­ვი­ლი 2017 წლის თებერვალში საფ­რან­გეთ­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.


ასა­თი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 23 თე­ბერ­ვალს, დი­ლით გავ­რცელ­და.


18 წლის ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.


0
501
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0